მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 28 » paranormaluri factebi 5
12:21 PM
paranormaluri factebi 5
სტუმარი ტყიდან 

ბიძაჩემის სახლი ერთ-ერთ სოფელში, ტყის პირას დგას. თვითონ ძია ახალგაზრდობაში მეტყევე გახლდათ და სწორედ აქედან დაიწყო მისი უბედურება. 
ერთხელ ტყეში სიარულის დროს, იგრძნო, რომ უკან რაღაც მიყვებოდა, მაგრამ ვერაფერი დაინახა და ყურადღებაც აღარ მიუქცევია. 
ღამით ძია იმ ქოხში იძინებდა, რომელიც ტყეში აეშენებინა. იმ ღამესაც ქოხში დარჩა და იგრძნო, რომ ძილში რაღაც ახრჩობდა. გაღვიძებულმა დაინახა, რომ ეს "რაღაც” სილუეტი იყო…  
იმ ღამით კი დაანება თავი სილუეტმა ბიძაჩემს, მაგრამ მეორე დღეს, სახლში გამოყვა და ღამითაც იგივე განმეორდა. რადგან ზაფხული იყო, ძია საზაფხულო სამზარეულოში იძინებდა ( :wtf: ) ყოველ ღამით სახლში ერთიდაიგივე მეორდებოდა – იღებოდა შემოსასვლელი კარი, შემდეგ კორიდორში ისმოდა ნაბიჯების ხმა, მიდიოდა იმ ოთახისკენ, სადაც ძიას ეძინა, შედიოდა ეს "რაღაც” და ხრჩობას უწყებდა. ბიძაჩემის ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა, მაგრამ ვერაფერს აწყობდა… 
ცოტა ხანში ძიამ ცოლი მოიყვანა და რაღაც დროის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ის "რაღაც” მარტო ბიძაჩემს არ ერჩოდა, რადგან ყველას იგივე ემართებოდა, ვინც საზაფხულო სამზარეულოში იძინებდა… სხვა ოთახების მკვიდრთ სიმშვიდე არ ერღვეოდათ :armjera: 
ამის გამო, იმ ოთახში ძილს ყველა ერიდებოდა. 
ერთ ოთახში ეძინათ ბიძას, ბიცოლას და ჩემს ბიძაშვილს. ამ უკანასკნელის საწოლი ოთახის მეორე ბოლოში იდგა… ერთ ღამეს, როცა ყველანი დასაძინებლად დაწვნენ, ბავშვის საწოლზე საბანი გადაიწია, საწოლიდან ვიღაც წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მშობლებმა იფიქრეს რომ ბავშვი ტუალეტში გავიდა და ყურადღებაც არ მიუქცევიათ, მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ, შეეშინდათ, ამდენ ხანს ბავშვი სად არისო. ადგნენ, რომ ოთახიდან გასულიყვნენ და როდესაც შუქი აანთეს, დაინახეს, რომ ბავშვი თავის საწოლში იწვა და მშვიდად ეძინა… ვინ ადგა მისი საწოლიდან და გავიდა, უცნობია 

 
მეთამაშე 

ემს ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადავედი. სახლი არც ისე ახალი იყო, 70-80იანი წლების… მანამდე ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახი, რომელშიც 3 ბავშვი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, სამივე ბავშვი გარდაიცვალა სხვადასხვა დროს… 
ერთხელ, ჩემს ოთახში ვიჯექი და თოჯინას ვეთამაშებოდი. მერე გარეთ გადავწყვიტე სათამაშოდ გასვლა, თოჯინა თავის საწოლში დავაწვინე და ეზოში გადავედი. რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ თოჯინა ახლა სხვა სათამაშოებთან ერთად, სკამზე იჯდა. გამიკვირდა, იმიტომ რომ სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ არ შემშინებია. საღამოს დედას მოვუყევი, მაგრამ არ დამიჯერა, შენ დატოვებდი სკამზე დასმულს, უბრალოდ არ გახსოვსო… 
ძილის წინ თოჯინა სათამაშოების ყუთში ჩავაწვინე და დავწექი… 
იმ ღამით ასეთი სიზმარი ვნახე – საწოლთან დაახლოებით 7 წლის გოგონა მედგა, რომელიც ძველებურად იყო ჩაცმული, ქერა თმა ღია ცისფერი ბაფთით ჰქონდა შეკრული. ხელში კი თოჯინა ეჭირა, ჩემი თოჯინა. მეგობრულად მიღიმოდა. მე დავუყვირე : ” მომეცი ჩემი თოჯინა !” , მან კი გაკვირვებულმა მიპასუხა : ” არა, ჩემია!”. მე ყვირილს განვაგრძობდი : "ჩემია, დამიბრუნე ჩემი თოჯინა! "… "მაშინ მეთამაშე მაინც, იმდენი ხანია ჩემთან არავის უთამაშია sad ” – მთხოვა მან და საწოლს მოუახლოვდა… ” არ მინდა შენთან თამაში” – დავუყვირე და გავექეცი… ამ დროს გამომეღვიძა და დავინახე რომ ბალიშთან ჩემი თოჯინა იდო და მის გვერდით თმის ღია ცისფერი ბაფთა :vaime: 
მომდევნო ღამით, კვლავ ვიხილე სიზმარში ის გოგონა. ამჯერად მარტო არ იყო, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული პატარა გოგონასთვის, დაახლოებით 3 წლისა იქნებოდა… ” ხედავ? შენ ჩემთან თამაში არ მოინდომე, მაგრამ ეს გოგო მეთამაშება ხოლმე” – მითხრა მან და წავიდა… 
მეორე დილით გავიგეთ რომ დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. 9 თვეში ჩემი და დაიბადა… ცოტა რომ წამოიზარდა, მომიყვა, ძილის დროს ჩემი მეგობარი მოდის ჩემთან და მეთამაშებაო… 
მშობლებმა გადაწყვიტეს სახლი ეკურთხებინათ და მალევე აკურთხეს.. ამის შემდეგ, როგორც ჩემმა პატარა დამ თქვა, მისი მეგობარი აღარ გამოჩენილა… 
 

დაამოწმა გაალამაზა:=-Marie
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 648 | დაამატა: -Anii)) | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
2012-06-28 Spam
orive vicodi kide dade ra