მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 24 » პორტრეტი
5:40 PM
პორტრეტი
პორტრეტი
dfgsd - Блоги - aeterna.qip.ru

გაზაფხულის ერთი მშვენიერი დღე იყო.ქუჩაში ხალხი ირეოდა, ყველას სადღაც ეჩქარებოდა.მთაწმინდას ანძა ამშვენებდა რომელსაც მზე როგორც გვირგვინი ისე ედგა თავზე.ამ ლამაზ პეიზაჟს კი ერთი ახალბედა მხატვარი გოგნა, ნინი აღწერდა ლამაზი ფერებითა და ფუნჯებით ტილოზე.მარტო ცხოვრობდა, მისი საქმე ხატვა იყო რომელიც ძალიან უყვარდა.ნინი სამხატვრო აკადემიაში სწავლიბდა და მალე დაამთავრებდა კიდეც.მისი მეგობრები, მასსავით ახალბედა მხატვრები, კომპოზიტორები, პოეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის შვილები იყვნენ.ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ და თავისებურად ატარებდნენ დროს.
ნინი უკვე ამთავრებდა სასწავლებელს და როგორც ყველგან აღნიშნავენ სწავლის დამთავრებას, მათაც უნდა გაეკეთებინათ კორპორატიული წვეულება.ყველას ქონდა რაღაც დავალებული.
Tumblr_mgqf4vdyhg1qhxzoio1_500_large
სანამ ამ საქმეებს არკვევდნენ ნინიმ თავისი ცხოვრების მეორე ნახევარიც იპოვა, ანდრეა, რომელიც შესანიშნავი მოცეკვავე იყო.დრო გადიოდა, მათი ურთიერთობა ღრმავდებოდა,ანდრეას ხშირად უწევდა საზღვარგარეთ წასვლა, რაც მათ ურთიერთობას უფრო მეტად აძლიერებდა.ნინიმ დაამთავრა სასწავლებელი და ეხლა უკვე ნამდვილი, პროფესიონალი მხატვარი იყო.
ერთ დღეს ნინი იჯდა და ანდრეას პორტრეტს ხატავდა, რომელიც არაერთხელ ქონდა აღწერილი ფუნჯებით.მისი ლამაზი სახის თითოეული ნაკვთი ასულდგმულებდა მას, მისი წყლიანი ნაღვლიანი თვალები რომელიც სულ ეუბნებოდა რაღაცას.უეცრად გულმა ათასჯერ უფრო სწრაფად დაუწყო ძგერა, ხელები აუკანკალდა და ფუნჯი გაუვარდა ხელიდან.შიშმა შეიბყრო ნინი.ტელეფონს დასტაცა ხელიდა ანდრეას დაურეკა, მას კი უცხო კაცმა უპასუხა რომელიც კითხულობდა იმ ბიჭის ვინაობას, რომელიც მინდვრის ყვავილებითა და ნიშნობის ბეჭდით ხელში უგონოდ ეგდო ქუჩაში.
ამ დღის შემდეგ ბევრმა წელმა განვლო, ნინი კი იჯდა ისევ მარტო და ანდრეას პორტრეტს ხატავდა რომლის ნაღვლიან თვალებს ნინის ცრემლები ასველებდა.
 

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 744 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-02-24 Spam
:((( vaimeeeeeeeee