მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მარტი » 31 » პოეზიის საღამო ♥
2:21 PM
პოეზიის საღამო ♥
 
ხატიას სიახლე რომ ვანხე პოეზიასთან დაკავშირებით მეც მომინდა მსგავსი რამის გაკეთება დღეს მინდა გესაუბროთ ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ პოეტზე გალაკტიონ ტაბიძეზე მაშ ასე

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანის რაიონ სოფელ ჭყვიშში. მამის მხრიდან პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მე-17 საუკუნეში ანა დედოფალს მიუწვევია თავისი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად. ეს კაცი - სვიმონ ტაბიძე დიდად წიგნიერი ყოფილა, შესანიშნავად ფლობდა ბერნულ და არაბულ ენებს.
ჭყიშში ტაბიძეები 1804 წლიდან დასახლებულან. სოლომონ II-ის მიერ გაცემული ’’წყალობათა წიგნით’’ ირკვევა, რომ ვანში ისინი ხონიდან გადმოსახლებულან.

პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე 8 თვით ადრე გარდაცვლილა. გაზეთ ’’ივერიაში’’ გამოქვეყნებულ ნეკროლოგში ხაზგასმული იყო მისი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა ჭვიშსი.

დედის მხრიდან გალაკტიონის წინაპრები აპხაზეტის მტავრებს - შარვაშიძეებს ენათესავებოდნენ. პოეტის დედა მაკრინე ადეიშვილი სოფელ საპაიჭაოდან იყო. იგი განათლებული, შვილებზე გადაგებული, შრომისმოყვარე ქალი ყოფილა. ადრე დაქვრივებულს სანაქებო პატრონობა გაუწევია შვილებისათვის.



  

1910 წელს გალაკტიონ ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. აქვე შეუდგა ხელნაწერი ჟურნალის - ’’შუქის’’ გამოცემას. მისი ცხოვრება ამ პერიოდიდან სავსე იყო მძაფრი შინაგანი წინააღმდეგობებით. მატროსულობის განცდა და ამით გამოწვეული ტკივილი გასდევს პოეტის იმ დროინდელ ლექსებს. 1909 წელს მან თვითმკვლელობაც სცადა: თავი მოიწამლა, მაგრამ მოხერხდა მისი გადარჩენა

გალაკტიონმა სემინარია მალევე მიატოვა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში. ერთხანს ბათუმშიც მუშაობდა მასწავლებლად. 1911 წელს პოეტი ქუთაისში გადავიდა. ამ პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთების - ’’კოლხიდას’’ და ’’თანამედროვე აზროვნების’’ რედაქციებთან.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო, მატერიალურად მეტად უჭირდა.




1912 წელს ტაბიძემ ლიტერატურულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისმა ლექსმა - ’’უხილავი’’ პრემია დაიმსახურა.

გალაქტიონის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა. ხშირად ესა თუ ის საზოგადო მოღვაწე თავის საღამოზე, ბევრი ადამიანის მოზიდვის მიზნით, აფიშაზე წერდა: ამ საღამოს დაესწრება გალაკტიონ ტაბიძე, ისე რომ, თავად დიდმა პოეტმა სულაც არ იცოდა ამის შესახებ.


1912 წელს გალაკტიონმა ქუთაისში გაიცნო ოლღა ოკუჯავა, რომელიც მისი მეუღლე გახდა 1916 წე;ს.




1914 წელს გამოვიდა გალაკტიონის ლექსების კრებულის პირველი წიგნი. 1919 წელს მას მეორე კრებულიც მოჰყვა.

1916 წელს ქართველ სიმბოლისტთა ჟურნალში ’’ცისფერი ყანწები’’ დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსები, მაგრამ შემდეგ მას უსიამოვნება შეემთხვა ვალერიან გაფრინდაშვილთან და პაოლო იაშვილთან, რის შემდეგაც პოეტი ჩამოშორდა ’’ცისფერ ყანწებს’’.

იგი კვლავ მარტოსულის მიუსაფრობას, სულის ობლობას განიცდიდა. ერთი შეხედვით, მისი მოღვაწეობის ქრონიკა საკმაოდ დატვირთულია და წარმატებით აღბეჭდილი, მაგრამამ მშრალი ფაქტებისა და თარიღების მიღმა უნდა ვიგულისხმოთ ტკივილით გულდასერილი პოეტი, ღარიბი შემოქმედი, რომელსაც რიგიანი ფეხსაცმელი და პალტოც კი არ გააჩნია, არ აქვს ბინა, არ ჰყავს გვერდით მეგობარი, გულშემატკივარი, ნუგეშისმცემელი და სხვ.

1918 წელს გალაკტიონმა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები დაასრულა.

1922 წელს გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით, გამოვიდა ჟურნალი - ’’ლომისი’’, ამავე პერიოდში მან საკუთარი ლიტერატურული ორგანოც დააარსა, რომელსაც ’’გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი’’ უწოდა.

პოერი 1921-1924 წლებში საქართველოში მომხდარ ტრაგედიას, ჩვენს ქვეყანაში რუსული ჯარების შემოსვლას გამოეხმაურა, პოემით - ’’მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა’’. ჟურნალ ’’მნათობის’’ ის ნომერი, სადაც პოემა დაიბეჭდა, გაანადგურეს და მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი გადარჩა, ხოლო გალაკტიონი მეტეხის ციხეში მოათავსეს.

ერთხანს გალაკტიონ ტაბიძე ’’აკადემიურ მწერალთა ასოციაციის’’ წევრი იყო, მოგვიანებითის ხელს აწერდა 1927 წელს დაარსებული ახალი ლიტერატურული დაჯგუფებების - ’’არიფიონის’’ მანიფესტს. თუმცა, არც ერთ ორგანიზაციაში აქრიური მონაწილეობა არ მიუღია.

1928 წელს ჩატარდა პოეტის სალიტერატურო მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავი იუბილე. რამდენიმე წლის შემდეგ, 1933 წელს პოეტს სახალხო მწერლის წოდება მიანიჭეს და ოპერის თეატრში მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლისთავი აღნიშნეს. 1935 წელს გალაკტიონმა მწერალთა ანტიფაშისტურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა და ამ მიზნით მან პარიზში იმოგზაურა.

1936 წელს პოეტს ლენინის ორდენი მიანიჭეს.

მიუხედავად ამ წარმატებული ქრონიკისა, გალაკტიონი ხშირად განიცდიდა უყურადღებობას, როგორც ხელისუფალთა, ისე თანამოკალმეთა მხრიდან. პრესაში პერიოდულად იბეჭდებოდა მტრული გამოხდომები მის წინააღმდეგ. ყოველივეს დაემატა ისიც, რომ 1929 წელს უზბეკეთში პოლიტიკური ბრალდებით გადაასახლეს მისი მეუღლე. მართალია 1932 წელს ის საქართველოში კვლავ დაბრუნდა, მაგრამ 1937 ოლია ოკუჯავა უკვე მეორედ დააპატიმრეს და ამჯერად სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.




1944 წელს გალაკტიონი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1959 წლის 7 ნოემბერს გალაკტიონმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სამგლოვიარო მსვლელობაში ლამის მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა. პოეტის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს
 
ეხლა კი მისი არაჩვეულებრივი ლექსები

მერი
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს" რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს"?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.


ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

1916
რა ცაა?

შეხედე, რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!

შეხედე, ამ მხარეს! -
ზღვით დილა გვახარებს!

შეხედე, რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:

გულია, მიწაა!...
რაცაა, რაცაა!

1946

წუხელი გამით...


წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი -
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

1914
ანგელოზს ეჩირა გრძელი პერგამენტი!

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

ქარით დატირებული

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...





 სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ
დაამოწმა და გააფორმა:♥Ani-Lile
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 721 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2012-03-31 Spam
yvelaze yvelaze metad visi leqebic miyvars love