მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 22 » პირის ღრუს და კბილების მოვლა ✔
8:56 PM
პირის ღრუს და კბილების მოვლა ✔
 
ჯანსაღი კბილები ჯანმრთელობისთვის აუცილებელია))
სრულადში გაიგეთ პირის ღრუსა და კბილების მოვლის რჩევები!



კბილები – შენი ორგანიზმის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც თვით აღდგენის უნარი არ გააჩნია, ამიტომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ.

ალბათ ზედმეტია საუბარი, რომ კბილები დღეში ორჯერ, დილით და საღამოს უნდა იხეხოთ, ხოლო სტომატოლოგს მინიმუმ წელიწადში ორჯერ მიაკითხოთ. თუმცა არსებობს კიდევ რამოდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარებათ ჯანმრთელი კბილების კიდევ უფრო დიდი ხნით შენარჩუნებაში.


კბილის ჯაგრისი არ უნდა იყოს ძალიან რბილი და არც ძალიან მაგარი, შესაძლოა ღრძილის დაზიანება. შეარჩიეთ კბილის ჯაგრისი სხვადასხვა დონიანი ჯაგრულებით, ასეთ დროს ისინი უკეთ ასუფთავებენ კბილის ყველა ზედაპირს. რბილი ჯაგრისები მიზანშეწონილია სარძევე კბილებისათვის, სუსტად მინერალიზებული კბილებისათვის და ღრძილების ანთების დროს, მათი ტრავმირების თავიდან აცილების მიზნით. ხისტი ჯაგრისები გამოიყენება უკვე ჩამოყალიბებული ემალის შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება მინერალიზებული და არამინერალიზებული კბილის ნადების გახშირებული წარმოქმნა. შეინახეთ კბილის ჯაგრისი ჯაგრულებით ზევით.

კბილები უნდა გავიხეხოთ ზემოდან ქვევით ზედა ყბის შემთხვევაში და ქვევიდან ზევით – ქვედა ყბის. საღეჭი ზედაპირები უნდა გავიწმინდოთ უფრო გულდასმით. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდა.


რომელი კბილის პასტით ვისარგებლოთ? კბილის პასტების უმრავლესობა შეიცავს სხვადასხვა სამკურნალო დანამატებს. მაგალითად კალციუმის მარილებისა და ფოსფატების შემცველი პასტა, იწვევს პირის ღრუს სითხის (ნერწყვის) გაჯერებას ამ მიკროელემენტებით, რაც შემდგომში აღწევს კბილის ქსოვილებში, ანუ ხდება მინანქრის მინერალიზაცია და კარიესის პროფილაქტიკა. სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებზე დამზადებული კბილის პასტები ამცირებენ სისხლდენას ღრძილებიდან, ხოლო ტრიკლოზანის შემცველი პასტები უზრუნველყოფენ გახანგრძლივებულ ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ფერმენტების შემცველი კბილის პასტების გამოყენება, ხელს უშლის ნადების წარმოქმნას.

კბილების გამოხეხვის შემდგომ, განსაკუთრებით საღამოს ძილის წინ, აუცილებელია კბილთაშუა სივრცეების გაწმენდა ფლოსის დახმარებით. კბილის ძაფები ანუ ფლოსები წარმოადგენენ კბილთაშუა სივრცეების გასაწმენდ, სხვადასხვა სტრუქტურის ძაფებს. ძაფები შეუცვლელია ძნელად მისადგომი, ვიწრო კბილთაშუა სივრცეების და მჭიდრო დგომის შემთხვევაში. თუ როგორ ისარგებლოთ ფლოსით, ჰკითხეთ თქვენს სტომატოლოგს, ვინაიდან მისი არასწორი მოხმარების შემთხვევაში, შესაძლოა ღრძილის დვრილის ტრავმირება.

თუკი ხელთ არ აღმოგაჩნდათ კბილის ჯაგრისი, დაგეხმარებათ მაგარი ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, სტაფილო. კბილებს ისინიც კარგად წმენდენ.


ყოველი ჭამის შემდგომ გამოივლეთ. აღნიშნული პროცესის შედეგად ხდება კბილების და კბილთაშუა სივრცეების მექანიკური გასუფთავება საკვების ნარჩენებისგან. სავლებად შესაძლოა გამოიყენოთ მცენარეების ნაყენი (გვირილა, კალენდულა). უნდა გახსოვდეთ, რომ აფთიაქებში არსებული სამკურნალო სავლებები, ხასიათდებიან ანტიბაქტერიული მოქმედებით და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემდეგაა შესაძლებელი.

კბილების პროფესიული წმენდა, ქვებისა და ნადებების მოშორება წელიწადში ორჯერ აუცილებელი პროცედურაა.

აუცილებელია არა მარტო პროფესიული ჰიგიენის ჩატარება, არამედ ძველი ბჟენების გამოცვლაც. მათ ქვეშ შესაძლოა მეორადი კარიესის განვითარება. ამიტომ სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტისას სთხოვეთ მას დაგითვალიეროთ ძველი ბჟენებიც.


გახსოვდეს შაქარი კბილების პირველი მტერია. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გადამწყვეტია არა მიღების რაოდენობა, არამედ სიხშირე. დღის განმავლობაში, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ტკბილებულს (შოკოლადის კანფეტები, შაქარ-ყინულები, კრეკერები) მით უფრო მატულობს კარიესის საშიშროება. აღსანიშნავია, რომ ნერწყვის გამწმენდი თვისებები, ყველას ერთნაირად კარგად არა აქვს გამოხატული. ამიტომ აუცილებელია ყოველი საკვების შემდეგ გავიხეხოთ ან გამოვივლოთ მაინც. სასურველია დღეში ერთხელ მიირთვათ შოკოლადი ვიდრე ყოველ საათში თითო კანფეტი.

კბილების მტერი ნომერი ორი – ლიმონ მჟავაა. ტყუილად არ ხმარობენ მას ჩაიდანების ნალექისგან გასაწმენდად, ასევე მოქმედებს იგი კბილების ემალთან შეხებისას – არბილებს მას. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას, თუ რას სვამთ – ლიმონ მჟავა მრავალი სასმისის შემადგენლობაშია (ლიმონათი, კოლა და ა.შ.) და ძირითადად ეტიკეტზე შენიღბულია E-330 ის სახით. რათა თავიდან ავიცილოთ მათი მავნე ზემოქმედება, სასურველი აღნიშნული სასმელები მივიღოთ მილაკის (საწრუპუნოს) საშუალებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს კბილებთან მჟავას კონტაქტს (რა თქმა უნდა არ იცავს თქვენს კუჭს).


ბოროტად ნუ გამოიყენებთ საღეჭ რეზინს. 
დადებითი მხარეების (გამწმენდი თვისება, მადეზოდორირებელი მოქმედება) გათვალისწინებით არ უნდა დაგავიწყდეთ უარყოფითი მხარეც – კუჭის წვენის აქტიური გამოყოფა. გახანგრძლივებული ღეჭვა იწვევს სანერწყვე ჯირკვლების გაძლიერებულ სტიმულაციას, რამაც შესაძლოა მათი გამოფიტვა და პირის სიმშრალე გამოიწვიოს.

აუცილებლად ჩართეთ საკვებ რაციონში ხილი და ბოსტნეული, რაც უზრუნველყოფს ღრძილების გამაგრებას – ვაშლი, კომბოსტო, ბოლოკი და ა.შ.


ალბათ თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს კალცი, კბილების ჩამოყალიბებასა და განვითარების პროცესში. კალცის აღდგენაში დაგეხმარებათ რძე და რძის პროდუქტები. ყველი კბილებზე ქმნის დამცავ ფენას და ანეიტრალებს პირის ღრუს მჟავიანობას. რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ტკბილეულის და ლიმონ მჟავას შემცველი პროდუქტების მიღების შემდგომ.

ასევე აუცილებელია შენს რაციონში ხაჭოს არსებობა. ამასთან სასურველია ახალი, თბური დამუშავების გარეშე და ცხიმის თუნდაც მცირე შემცველობით, სხვა შემთხვევაში სასარგებლო კალცი არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ საჭირო რაოდენობით.

ხაჭოსა და ყველის გარდა, თქვენს საკვებ რაციონში სასურველია ზღვის პროდუქტების არსებობა. ეს პროდუქტები შეიცავენ თევზის ცხიმს, რაც ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალცის შეთვისებას.

კბილების გამაგრებისათვის სტომატოლოგები ხშირად იყენებენ ფტორს. შენ შიგიძლია იგი მიიღო საკვებთან ერთად. საკვების მომზადებისას გამოიყენეთ ფტორირებული მარილი. ფტორის ნატურალური მომწოდებელი გახლავთ ზღვის თევზი, მწვანე ჩაი და მინერალური წყლის ზოგიერთი სახეობა.
უშაქრო მწვანე ჩაი ხასიათდება სხვა დადებითი თვისებებითაც, პირველ რიგში ეს მისი ბაქტერიოციდული მოქმედებაა, რაც ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას, განსაკუთრებით ტკბილის მიღების შემდგომ.


კბილებზე ზრუნვა ასევე შესაძოა შავი ჩაის დახმარებითაც. ჩაის ნაყენი სავლების სახით დაგეხმარებათ ღრძილებიდან სისხლდენის შემთხვევაში.
არომათერაპიას ასევე შეუძლია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს კბილებზე. იაპონელი მეცნიერების აზრით როზმარინის და ლავანდის სურნელს შეუძლია ადამიანის ნერწყვის შემადგენლობის შეცვლა – მასში ჩნდებიან ანტიბაქტერიული კომპონენტები და კბილის ემალის დაშლა ჩერდება.
კატეგორია: ♥ ჯანმრთელობა | ნანახია: 1100 | დაამატა: -DreamerGirl♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-02-23 Spam
ahaa kargi siaxle <33 kbilebis gaxexvis gareshe ra gamacherebs