მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » პარიზი
11:28 AM
პარიზი
Pariz!
მსოფლიოში უამრავი რომანტიკული ადგილი არსებობს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ  მათ შორის პარიზი განსაკუთრებულია და დღემდე ყველაზე რომანტიული ქალაქის იმიჯით სარგებლობს. :)
შემოდით და ნახეთ.. საინტერესო სიახლეა..:)

მსოფლიოში უამრავი რომანტიკული ადგილი არსებობს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ  მათ შორის პარიზი განსაკუთრებულია და დღემდე ყველაზე რომანტიული ქალაქის იმიჯით სარგებლობს. აქ ყოველწლიურად 30 მლნ-ზე მილიონობით ტურისტი ჩადის, რათა ახლოს გაიცნოს  ხელოვნების,მოდისა და პარფიუმერიის სამშობლო. დააგემოვნოს ფრანგული ღვინო და საუცხოო ფრანგული სამზარეულო.
პარიზი  ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე მდებარეობს. ის დღესაც ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურით. აქ თავმოყრილია მუზეუმები, გალერეები, რესტორნები და ღამის კლუბები.
მიუხედავად 2 მსოფლიო ომისა, პარიზმა თითქმის უცვლელად შემოინახა წარსულის დიდების ამსახველი შენობები. თუ გსურთ, ყველაფრის ნახვა შეძლოთ ქალქაში დიდხანს უნდა იხეტიალოთ. სანახავი კი, მართლაც ბევრია:  საფრანგეთის მეფეეების რეზიდენციები ლუვრსა და ვერსალში, ტრიუმფალური თაღი, ნოტრ-დამი, პომპიდუს ცენტრი, ვანდომის მოედანი, ტუილრის ბაღი ულამაზესი შადრევნებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და უამრავი სხვა...
პარიზში ჩასვლისთანავე გირჩევთ ელისეის მინდვრებზე გაისეირნოთ. ელისეს მინდვრების, ანუ შანზ-ელიზეს გამზირის სიგრძე 2 კილომერტამდეა და უამრავი ღირშესანიშნაობაა თავმოყრილი.  აქ ერთმანეთს ენაცვლება ლუვრის მუზეუმი, ლუი XIV-ის ქანდაკება, კარუსელის ტრიუმფალური თაღი, ტუილერის ბაღი, ობელისკი და ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღი. ეს არის პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა. დაბლობ ნაწილში ელისეს მინდვრები შემოსაზღვრულია მარინის სკვერით და მაღლობ ნაწილში კი მაღაზიები, ბუტიკები, კინოთეატრები, კაფეები და რესტორნებია.
როდესაც პარიზში ხარ, არ შეიძლება  არ მოინახულო პარიზის სიმბოლო, მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული ეიფელის კოშკი.  სტრუქტურა  1887-1889 წლებში აშენდა და საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს მიეძღვნა. თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობა თვლიდა რომ შენობა პარიზის იერსახეს ამახინჯებდა. თუმცა ამჟამად, 324 მეტრის სიმაღლის ლითონის ეს კონსტრუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.
ასევე გირჩევთ მოინახულოთ ორსეის მუზეუმიც, სადაც  იმპრესიონისტთა  ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაა დაცული.   გაითვალისწინეთ, რომ პარიზის სხვა მუზეუმთა მსგავსად ორსეს მუზეუმი ორშაბათობით დაკეტილია.
პარიზში გადასაადგილებლად შეგიძლიათ მეტროთი ისარგებლოთ. რომელიც 16 ხაზისგან შედგება და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიტენია. ასევე არსებობს ტრამვაის ხაზი და ავტობუსები, რომელიც მოიცავს   სპეციალურ ხაზებს, რაც პარიზის ტურისტული ადგილების მოსანახულებლად გამოიყენება.
და კიდევ ერთი  თუ ბევრი  ფული გაქვთ, გამოიყენეთ დრო, რომელსაც პარიზში გაატარებთ და   მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების ბუტიკებს ესტუმრეთ, პარიზი ხომ უკვე საუკუნეებია მსოფლიოს მოდას კარნახობს. ამიტომ აქ გარდირობს ყველაზე გემოვნებიანად განაახლებთ.  ასევე შეგიძლიათ მსოფლიოში სახელგანთქმულ კაბარე მულენ რუჟს ესტუმრეთ და ულამაზესი შოუთი დატკბით. ხოლო თუ  დასვენებისთვის თქვენი ხარჯები მოკრძალებულია, ნუ იდარდებთ  პარიზი გართობის სხვა უმარავ საშუალებას გთავაზობთ. შეგიძლიათ ისეირნოთ ნუდისტური პლაჟივით აღგზნებული პარიზის ქუჩებში, ღია კაფეში გემრიელი ყავა დალით და ეიფელის კოშკში შეხვდეთ პარიზულ შემოღამებას.

(p.s რომელ ქალაქზე დავდო ასეთი ნიუსიი? კომებში დაწერეთ და შეძლების და გვარად დავდებ)
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 867 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-04-14 Spam
cheemi cxovrreebaa :** )) Daauviwyari Wuteebi ,CHeemtviss...
sharshan axal weels man shevxvdi Parizshi da ai es iko daauviwyari wuteebi! ))
cekvit viyavit,da axal weels 12ze ,parizis ert-ert uzarmazar restoranshi(teatrs gavda imxela iyo),vcekvaavdi parikaaobas,rom atydaa feiervekeebi : DD ase cekvit shevxdi axaal weels parizshi biggrin
momewwona siaxle..dzveli dro gamaxseena ;***