ასევე უკვე ცნობილია, რომ ჯეი ზიმ საყვარელი ცოლ-შვილის სიმშვიდისთვის 1.3 მილიონი დოლარი გადაიხადა და ნიუ-იორკში მდებარე კლინიკის - Lenox Hill-ის მეოთხე სართული მთლიანად იქირავა.
ამას გარდა პალატას ტყვიაგაუმტარი კარი დაუყენა და დაცვა დააყენა. ასევე საიდუმლო სიტუაციაში (დაცვის თანხლებით) დატოვა ბიონსემ სამშობიარო 11-ი იანვრის ღამეს.
როგორც ფოტოდან ჩანს, ბიონსეს პალატა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ლუქსს უფრო ჰგავდა, ვიდრე სტაციონარს. ოთახში იდგა 4 ტელევიზორი, აქვე იყო სამზარეულო ყველანაირი აღჭურვილობით, მათ შორის ყველანაირი ჭურჭლით.
როგორც ირკვევა, ბიონსეს გაწერის შემდეგ სამშობიაროს პაციენტებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან სანამ მომღერალი მათთან იმყოფებოდა, ფეხაკრეფით უწევდათ გადაადგილება საკუთარ პალატებშიც კი