მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 13 » ..)) ოცნებები..((
11:38 AM
..)) ოცნებები..((

სულ ვამბობდი,რომ ოცნება უბრალო და ფუჭი დროის კარვაა.რომ ოცნება რაღაც მიუწვდომელზე სისულელეა და ჯობს წინ ვიყუროთ-თქო.
მაგრამ,მერე მოხდა ჩემთვის სრულიად გაუთვალისწინებელი რამ-მე შემიყვარდა.ამას ბევრი რამ მოვყა:გულის ფანცქალი,თეთრი ღამეები,ანთებული თვალები,უაზრო ღიმილი,ღრუბლებში ფრენა და ბოლოს,მიწაზე მწარედ დაბერტყება.

თეთრი ღამეები-თქო ხომ ვთქვი?ამ ღამეების დროს ჩემდა უნებურად ოცნება დავიწყე. ოცნება ”ჩვენ”-ზე..წარმოვიდგინე:’ჩვენ” ერთად..ვსეირნობთ..”ის” ხელს მკიდებს..ჩურჩულებს,რომ ვუყვარვარ..და კიდევ მსგავსი,ბევრი სისულელე..მტკივნეულია,ადამიანმა თავიდან ბოლომდე შეგცვალოს ისე,რომ ამისთვის თითიც არ გაანძრიოს..
მოკლედ,ასე დავიწყე ოცნება.

ოცნებად მექცა მოგზაურობა.ბარსელონა მინდა ვნახო.ალპები მინდა დავლაშქრო,დელფინებთან მინდა ცურვა,ჩემი ”კუმირების” ნახვა მინდა…

ყველაზე მეტად კი,ვოცნებობ,ბედნიერი ვიყო..ოჯახური სითბოთი გაჟღენთილი ცხოვრება მინდა..კარიერისა და ოჯახის შერწყმა..მაგრამ,ალბათ როდესაც ამ ორს შორის არჩევნის გაკეთება მომიწევს,კარიერას ავირჩევ…


დედა მინდა ბედნიერი იყოს.მინდა,ერთხელ მაინც,გულწრფელად იყოს ბედნიერი,გულწრფელად იღიმოდეს.

ჩემ ირგვლივ მინდა,რომ ყველა ბედნიერი იყოს.

ჩემო ბიჭო..ჰო..შენი ბედნიერებაც ძალიან მინდა.იმედი მაქვს,”ოცნება ამიხდება” და იპოვი ისეთ გოგონას(ქალს),ვისაც მთელი გულით შეიყვარებ,ვინც გაგაბედნიერებს,ვისთვისაც ყველაფერს გააკეთებ.უეჭველად გამოჩნდება ისეთი ადამიანი,ვისაც ჩემზე მეტად თუ არა,იმედი მაქვს,ჩემსავით მაინც ეყვარები.

ოცნება შენით დავიწყე და ალბათ,შენითვე დავასრულებ.

ჰოო,შეუძებელს ვითხოვ,მაგრამ მე ხომ ჯერ კიდევ ვოცნებობ..

-NiniKunna
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 732 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-01-13 Spam
momewonaa ! ^^