მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 14 » ♥♥Original Of My Life,Real LoVe♥♥4
1:40 AM
♥♥Original Of My Life,Real LoVe♥♥4
Original OMy Life,Real LoVe
მგონი კარგი თავი გამოვიდა)შეაფასეთ<3
P A R T 4 )

ყველა ჩემს მკითხველს,ჩემი ფავორიტი მოთხრობის ახალი თავი...

ეს პერსონაჟი საერთოდ არაფრით მგავს,და ალბათ ამიტომაც არის ჩემთვის საყვარელი მოთხრობა...

ამ მოთხრობაში უფრო ჩემი მსგავსი კი არა,არამედ ჩემთვის სასურველი პიროვნება ისახება...მაგალითად,ძალიან მინდა რომ ვიცოდე ხატვა,რათქმაუნდა ძალიან კარგად-როგორც ეს მთაავარ პერსონაჟს შეუძლია,მინდა ვიყო-ისეთი მომთმენი,როგორიც მთაავარი პერსონაჟია,და მინდა ხანდახან შემეძლოს-ჩემს თავთან ასეთი ხანგრძლივი დროით განმარტოება და ფიქრი)

აი რატომ,მიყვარს ეს მოთხრობა.


დილით მხარზე,ვიგრძნები ვიღაცის ძალიან თბილი კოცნა.
რათქმაუნდა სულელიც კი მიხვდებოდა,რომ ეს დენი იყო.თავი ისე მოვაჩვენე თითქოს მეძინა.ფეხის ხმით ვიგრძნები რომ გასასვლელისკენ წავიდა და თავი წამოვწიე,თითქოს ახლა გამეღვიძა..
შევცდი,ის გასასვლელიკენ კი არა,არამედ ჩემს მაგიდასთან იდგა და ნახატებს ათვალიერებდა..
-აქ რას აკეთებ?(მინდოდა უხეშად გამომსვლოდა)

-შენს ნახატებს ვათვალიერებ..ძალიან,ძალიან მოომწონს..
-მე ვიგულისხმე ჩემს ოთახში რატომ შემოდი
-უბრალოდ გელოდებოდი,როდის გაგეღვიძებოდა,არ მინდოდა მადლობის გადახდის გარეშე,წავსულიყავი..

-არაფერია.(გავუღიმე და თავი ბალიშზე დავდე)
-მართლა ძალიან მომწონს..აი ეს ნახატი,გენიალურია.
იღებდა თითოეულ მათგანს და ასეთი შეძახილებით ამკობდა
ამ დროს,შევამჩნიე,რომ ღამით მისი სურათი ტუმბოზე დამრჩენია,კიდევ კარგი გადმობრუნებული.მეც შევეცადე ნელ-ნელა უჯრაში ჩამედო,მაგრამ....
-ეგ რა არის?(მაჯაზე მწვდა)
-არაფერი ისეთი(და შენახვა დავაპირე)
-მანახე..(გაიცინა და ნახატი სწრაფად გამომართვა)
-ო,აგნესა.! ძალიან მაგარია...
სარკესთან დადგა,ხან თავისთავს უყურებდა,ხან ნახატს
-ძალიან მომწონს..აი ეს მესმის! (გაიღიმა და კვლავ სურათს დააშტერდა)
-მაგრამ,არ მახსოვს საათობით ვმჯდარიყავი სკამზე,იმისთვის რომ ჩემი პორტრეტი დაგეხატა,ხომ მიხვდი,ისე როგორც ფილმებშია ხოლმე
(და ხმამაღლა გაიცინა)

-საათობით ჯდომა არაა საჭირო..თვალების დახუჭვით შემიძლია ნათლად წარმოვიდგინო,იმ ადამიანის სახე,ვინც ნანახი მყავს..
-აქ რამდენჯერ გყავდი ნანახი?
-ერთხელ(ჩუმად ჩავილაპარაკე)-იმ ღამეს დავახატე

-შენ გინდა თქვა,რომ მაშინ რაღაც ორი წუთი მნახე,სიბნელეში,შემდეგ სახლში მოდი და ჩემი დახატვა შეძეელი?აი მართლა არ ვიცი რა ვთქვა..ხატვა-ხომ ერთი ნიჭია,ეგ კი მეორე
-რა სისულელეა..ყველა მხატვარს შეუძლია აღიდგინოს გონებაში სახე ან თუნდაც რაიმე პეიზაჟი და დახატოს.

-ყველას არა )) მხოლოდ ერთეულებს,ამაში გარწმუნებ.(თქვა და ნახატი კმაყოფილი სახით მომაწოდა)

არ მიყვარდა,როდესაც ჩემი "ნიჭი",ვინმეს ყურადღების ცენტრში იყო და განსახილველ თემად იქცეოდა ხოლმე,რათქმაუნდა მსიამოვნებდა რომ მოწონდათ და აღნიშნავდნენ,მაგრამ ალბათ უმჯობესი იქნებოდა,ეს ცოტა უფრო,ნაკლები დოზით გაკეთებინათ..ამ წუთშიც ასე იყო,და ვეცადე თემა სხვა რამეზე გადამეტანა
-არ ვისაუზმოთ?(გავუღიმე)

-რავი,შენ თუ გინდა...
-კი,ძალიან მშია..
და სწრაფად წამოვდექი...რატომღაც მასთან თავს თავისუფლად ვგრძნობდი,საღამური გადავიძვრე,და შორტი და მაისური ჩავიცვი ))
-თუ გინდა გავიდოდი(გაიცინა)
-აქამდე უნდა გასულიყავი(გავუცინე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე)
მაცივარში როდესაც შევიხედე,საკმაო რაოდენობის სურსათი აღმოჩნდა )) ძალიან ბევრი ისეთი,რამ რაც შემეძლო საუზმისთვის შემეთავაზებინა...წამიერად თავი კარგად ვიგრძენი,მაგრამ გამახსენდა,რომ მე მისსთვის სხვა ადამიანი ვიყავი და ხასიათი წამიხდა..
-აბა რას შვები?(ფიქრებიდან გამომიყვანა)

-რას შეჭამ?
-არაფერს..ყავას დავლევდი.მე და სოფი,ყოველთვის ერთად ვსაუზმობდით
ჩაილაპარაკა და წყალი მოსვა.
-ღმერთო ჩემო!ისევ სოფი.(გავიფიქრე ჩემთვის)-ეს უკვე მეტისმეტია.მეც მაქვს გული.
(გაბრაზება მომაწვა ,მაგრამ თავის კონტროლი შევძელი)
-რა სულელი ვარ.!რამ დამავიწყა,არ არსებობს
(ეს სიტყვები იმისთვის ვთქვი,რომ ამ სიტუაციიდან ადვილი გამოსავალი მეპოვნა და მისგან თავი დამეღწია.რაღაც მბოჭავდა და მაიძულებდა,მასთან გამეტარებინა მისთვის სასიამოვნო,ჩემთვის კი ზოგჯერ მეტად მოსაბეზრებელი,წუთები...
-რა ხდება?
-გუშინ ალექსი ვნახე,ჩემი ძველი მეგობარი,შევპირდი რომ მასთან ვისაუზმებდი,დილით ოჯახისწევრები სახლში არიან და ძალიან მინდა მათი ნახვა..ამიტომ.

-კარგი,კარგი..რა პრობლემაა)) ახლავე შეგიძლია წახვიდე...
-ჰო არ გეწყინება?
-არა,რა სისულელეა..პირიქით შენთან ვალში ვარ.(კვლავ შუბლზე მაკოცა და წავიდა)
ასეთი ტყუილი მგონი პირველად ვთქვი..სახლში აღარ დავრჩენილვარ,
 
სახატავი ფურცლები და ფანქარი ავიღე,და ჩემი საყვარელი შენობის სახურავზე ავედი,რომელიც ჩემთან ძალიან ახლოს იყო.ბავშვობაში ხშირად ამოვდიოდით ხოლმე და ულამაზესი სანახაობით ვტბებოდით...ახლა მართალია მარტო ვიყავი,მაგრამ ამ წუთში ეს მარტოობაც მომწონდა..
ვფიქრობდი გაუთავებლად,ვფიქრობდი ძალიან ბევრ რამეზე )

სოფიზე,და ჩემს ბავშვობაზე,რომელიც ასე ღრმად ჩაბეჭდილიყო გონებაში.მაშინ,როდესაც აქ მოვდიოდი,სულ სხვა სურვილები და ფიქრები მქონდა,ახლა?! ახლა ყველაფერი სულ სხვაგვარადაა...
საათს დავხედე-ისრები ისევ გაუჩერებლად მოძრაობდნენ,ჯოჯოხეთის მანქანა-როგორც შეიძლება ეწოდოს მას,არარაობასთან შესახვედრად მიილტვის.ეს არარობა კი "სიკვდილია",ყველაზე აუტანელი და საშინელი რამ ადამიანისთვის,რისი გაფიქრებაც ყველა ჩვენგანს ზარავს და რომლის მსხვერპლნი ადრეთუგვიან,თითოეული ჩვენგანი ვხვდებით...ამ ყველაფერ ზოგჯერ ადამიანი ვერ უძლებს და სწორედ ამიტომაც,არის გამოგონილი ოცნება..უიმედო ოცნება მარადიულობაზე....
ფიქრებით ვიყავი გატაცებული და ზოგჯერ გამიელვებდა ის აზრი,რომ რა მოხდებოდა,პირველი მე რომ შევხედროდი დენს და ის სოფიზე ადრე გამეცნო.მაშინ ის ხომ სხვა თვალით გამომხედავდა და ჩემში ნამდვილ აგნესას დაინახავდა..არ უნდა შემიყვარდეს-ვფიქრობდი და გამუდმებით ვიმეორებდი ამ სიტყვებს..არ უნდა შემიყვარდეს,თორე ერთადერთი ადამიანი ვინც ამ სიყვარულით დაზარალდება,კვლავ მე ვიქნები-ეს სიყვარული ისეთივე უიმედო იქნება,როგორც ოცნება-მარადიულობაზე...

წამიერად გონება გამეხსნა...
დენიელის ნახატი წინ დავიდე და ზუსტად მისი ასლის დახატვა დავიწყე...მალე მოვრჩი..როდესაც დავაკვირდი,განსხვავებული თითქმის არაფერი იყო...

შემდეგ ის ნახატი,რომელიც ნამდვილი გრძნობით მქონდა დახატული გვერდით გადავდე და წარმოვიდგინე,რომ დავკარგე და ვეღარ ვპოულობდი,,,ჰოლო ნახატი,რომელიც ახლახანს დავხატე,წინ დავიდე და დავაშტერდი...
ეს ნახატი,მხოლოდ იმიტომ მომწონდა,რომ ის ძალიან გავდა ორიგინალს,რომ მახსენებდა იმ გრძნობებს,რომელიც პირველი ნახატის დახატვისას მქონდა,გრძნობებს,რომელიც დენთან იდუმალი შეხვედრის შედეგად იყო გამოწვეული...
ასეთი სურათი ჩემს ცხოვრებაში რეალურად იხეტაებოდა,სადაც მხატვარი დენი იყო,პირველი ნახატი-სოფი,მეორე ნახატი კი-მე)



გავაგრძელებ,თუ მოგწონთ ))
დააკომენტარეთ აუცილებლად **

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 951 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 251 2 3 »
2012-09-16 Spam
Vaime Umagresiaa ♥ )) Malee smile