მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 8 » ♥♥Original Of My Life,Real LoVe♥♥
8:19 PM
♥♥Original Of My Life,Real LoVe♥♥



დილით,როდესაც ვისაუზმე მივხვდი რომ საღამოსთვის,თუ რაიმეს არ ვიყიდდი მშიერი დავრჩებოდი,ამიტომ ჩავიცვი და გარეთ გასვლა გადავწყვიტე )) 

ჩემი სახლთან,ძალიან ახლოს ერთი დიდი,სუპერმარკეტი იყო..შორს რატომ უნდა წავსულიყავი-სურსათის საყიდლად იქ შევედი...
რამოდენიმე დღის მარაგი ვიყიდე...ნელ-ნელა მივუყვებოდი თაროებს,ვათვალიერებდი ყველაფერს და ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა..სწორედ ამ დროს,სალაროსთან "მას"შევხედე.

ის გუშინდელთან შედარებით ფორმაში ჩამდგარიყო და იმდენად ნაღვლიანი აღარ ჩანდა,როგორც ჩემს სურათში..წამსვე გუშინდელი ნახატი წარმომიდგა თვალწინ და ჩემში თვითკმაყოფილების გრძნობამ გაიღვიძა,მეთვითონაც გამიკვირდა თუ ასე ზუსტად,როგორ დავხატე...არ მინდოდა გუშინდელი ფაქტი გამეორებულიყო.მივხვდი,რომ ჩემი გამოჩენა კარგს არაფერს მოიტანდა და უკან გავბრუნდი.როდესაც შეხვედე,რომ წავიდა მეც საფასური გადავიხადე და სასწრაფოდ გავედი გარეთ,პირდაპირ სახლისკენ...
მეგონა რომ ყველაფერმა ცუდმა უკვე ჩაიარა და მას აღარ შევხვდებოდი,(არც ვიცოდი ეს მინდოდა თუ არა),მაგრამ საუბედუროდ,გასასვლელში პირდაპირ მას შევეჩეხე...

-გასაოცარია..ისევ შეგხვდი.(ჩაილაპარაკა მან და დამაკვირდა)
-ნამდვილად.(ცოტა უხეშად გამომივიდა)
წასვლა დავაპირე,მაგრამ წინ გადამეღობა.
-მხოლოდ სახელი მითხარი და გაგიშვებ..
-აგნესა,მე აგნსა მქვია.ახლა კი გამატარე..
-როგორც გინდა.(წყენით ჩაილაპარაკა და ორი ნაბიჯი გადადგა უკან)
მეც გზა ხსნილი მქონდა.ერთი წუთითაც აღარ შევაყოვნე და სახლისკენ წავედი...
სურსათს მაცივარში ვალაგებდი,რომ კარებზე ვიღაცამ ძლიერად დააკაკუნა.
-სტუმრებს ნამდვილად არ ველი.(ჩავილაპარაკე და კარები გავაღე)
ჩემს წინ "ის"იდგა...ერთმანეთს ვუყურებდით და ჩვენს შორის წუთიერი სიჩუმე ჩამოვარდა
-აქ რას აკეთებ?(გონზე მოსულმა მკაცრად ვკითხე)
-იცი,არ მინდა ყველაფერი ასე დავამთავრო..
-როგორ დავამთავროთ ის,რაც არ დაგვიწყია?(სიცილით ვკითხე)
-მეც სწორედ მაგიტომ ვარ,აქ რომ დავიწყო ის,რაც არ დამიწყია..(გაიცინა)-პირველ რიგში კი ჩემი გაუგებარი გასული ღამის საქციელი უნდა აგიხსნა
-კარგს იზამ.(გავუღიმე)-შეგიძლია შემოხვიდე.
სასტუმრო ოთახისკენ წავიყვანე.მდივნზე მივუთითე და ისიც ჩამოჯდა.
-შემიძლია სასმელი შემოგთავაზო,ცხელიც და ცივიც...
-არა,მადლობ..არაფერი არ მინდა, მართლა..
-დარწმუნებული ხარ?(გავუცინე და გვერდით მივუჯექი)
-კი...აი ნახე.(და მან ფოტო მომაწოდა)
ფოტოზე მე და ის ვიყავით...

თუმცა მე როგორ? მას არც კი ვიცნობ და ფოტოს ერთად როდის გადავიღებდით,ძალიან დავიბენი.
-ეს მე არ ვარ?(დავაკვირდი ფოტოს)-თუმცა...(და კვლავ დავაშტერდი)

-არა ეს სოფია...
-მართალია ეს მე არ ვარ...! აი ამ ადგილას თმა ქერად არ მაქვს შეღებელი,არც ცისფერი თვალები არ მაქვს და კარგად,რომ დავაკვირდი არც ასეთ ბეჭედს ვატარებ...
-თქვენს შორის,დამიჯერე მეტი სხვაობა არ არის...(თვალებში მიყურებდა)
-გასაოცარია...ძალიან მაგარი.არ მეგონა როდესმე,თუ ჩემ ტყუფისცალს ვიპოვნიდი.ძალიან მინდა მისი გაცნობა,ვერ შემახვედრებ?
-სამწუხაროდ არ გამოვა...ორი თვეა რაც გარდაიცვალა..
-ღმერთო ჩემო.! ძალიან ვწუხვარ,მართლა არ მეგონა.(შეწუხებულმა გავხედე,რომ წამების წინ ამდენი სისულელე ვთქვი)
-შენ რა შუაში ხარ.! 
-ეს როგორ მოხდა?
-გასული თვე,ყველაზე საშინელი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში...ავარიაში მოყვა.როდესაც მასთან მივედი,ის უკვე სასწრაფოს მანქანით მიყავდათ,რათქმაუნდა მეც გავყევი...ვეფერებოდი და ვთხოვდი,რომ არ დავეტოვებინე.მაგრამ იმდენად ღრმა ჭრილობა იყო სავაადმყოფოში მიყვანამდე,ხელებში ჩამაკვდა..(თქვა და თავი დაღუნა)
-რა საშინელებაა..ზოგჯერ რა მკაცრია ბედისწერა.(თვალებზე ცრემლები მომადგა)
-მართალია...ორი წელი სრულდებოდა,რაც ერთად ვიყავით...მალე ნიშნობაც გვექნებოდა..
(თვალები აუცრემლიანდა,მაგრამ ვიცოდი,რომ სისუსტეს არ გამოიჩენდა და ჩემთან არ იტირებდა)
-იმ ღამეს კი ნასვამი ვიყავი..როდესაც დაგინახე,თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი რომ მელანდებოდი,იმ წუთას შენ ჩემთვის გამოგონილი არსება იყავი,რომელიც მინდოა ახლა იქ მართლა ყოფილიყო..მეგობარმა მითხრა,რომ მე არ მომჩვენებიხარ,რომ მართლა ძალიან გავდი სოფის და ამაში დღეს დილით დავრწუმნდი..
-ყველაფერი გასაგებია..ვიცი რა რთულია შენთვის ჩემი ნახვა.შევეცდები,ამ ქუჩაზე ხშირად არ გავიარო,არც...(არ დამათავრებინა)
-არა,არა..! შენ ვალდებული არ ხარ ეგ გააკეთო...შენთვის თავის არიდება,რომ მინდოდეს ამას მე გავაკეთებდი და არა შენ,მაგრამ ასე არაა..პირიქით ამ წუთას ერთადერთი ადამიანი ხარ,ვისთანაც საუბარი მსიამოვნებს.ბოლო თვეებია,მეგობრებთან ისეთი ურთიერთობა აღარ მაქვს,როგორც ადრე..თუ წინააღმდეგი არ ხარ,მინდა რომ უკეთ გაგიცნო,ხანდახან შეგხვდე..
-რათქმაუნდა..აქ ისედაც მარტო ვარ ჩამოსული,და მოხარული ვიქნები,თუ გვერდით ვინმე მოსაუბრე მეყოლება.
-დიდი მადლობა აგნესა.(ფეხზე წამოდგა)-საღამოს გამოგივლი და სადმე ერთად წავიდეთ
-კარგი...შენი სახელი?(კითხვისმოგებით ვუთხარი)
-სულ დამავიწყდა,მაპატიე..მე დენი ვარ..(გამიღიმა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა)
-სასიამოვნო იყო  შენი გაცნობა დენ(ჩავილაპარაკე,ისე რომ არ გაუგონია)
სწრაფად ავირბინე კიბეები და უჯრიდან მისი ნახატი ამოვიღე...

D A N I E L - ნახატის ბოლოს გაკრული ხელით მივაწერე და კვლავ უჯრაში შევინახე..)!

თუ მოგწონთ გავაგრძელებ * დააკომენტარეთ **
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1246 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 211 2 3 »
2012-09-10 Spam
am motxrobis meore tavi tu daido ar vicodi..umagresia da male gaagrdzele.gasnxvavebuli motxrobaa yvelasgan