მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 7 » Original Of My Life,Real LoVe
0:47 AM
Original Of My Life,Real LoVe
Original OMy Life,Real LoVe
New Story-ჩემი ახალი თქვენი ისტორია)


როგორც მიხვდით ახალ პატარა მოთხრობას ვიწყებ...5 თავზე მეტი არ გაგრძელდება ** თქვენი იმედი მაქვს <33

 ადამიანებმა შეამკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით,თავგანწირვით, მაგრამ მათვე შეიტანეს მასში: მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა.

ახლა ღამის 2 საათია..ახლახანს აფრინდა თვიმფრინავი და მეც თვალი არ მომიწყვიტავს ფანჯრისათვის..ულამაზესი სანახაოობა იყო,როცა თვითმრინავმა განათებულ და გასხივოსნებულ,მაგრამ ამავდროულად ღამის წყვდიადში მოცულ ნიუორკს გადაუფრინა...
თანდათან ძილი მერეოდა,მაგრამ არ მინდოდა ასეთ სიამოვნებას გამოვკლებოდი.პირველად არის,როდესაც მარტო მივფრინავ და ალბათ,ამიტომაც ვარ ასე გაშმაგებული ამ უსაზღვრო სივრცის ყურებით,რომელსაც დასასრული არ უჩანს...გაიხედავ და უყურებ უსასრულო ზღვარს,ზედ ჩამოწოლილ ღრუბლებს და ვერ დაგიჯერებია,რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ...ამ სივრცესთან შედარებით,ხომ შენი თავი სულ უსუსური გგონია....
ძალიან ღრმად ჩავიძირე ფიქრთა მორევში.მიუხედავად იმისა,რომ ერთი სული მქონდა,როდის ჩავფრინდებოდი კალიფორნიაში,კერძოდ კი ჩემს მშობლიურ ქალაქ სან-ფრანცისკოში,მაინც მიჭირდა მეგობრებისა და მშობლების დატოვება...რათქმაუნდა იქ ყოფნა,მხოლოდ 1 თვეს გაგრძელდებოდა,და ზაფხულის დანარჩენ დროს მეგობრებთან გავატარებ ნიურკში...
წამოსვლამდე დედა ძალიან ნერვიულობდა,ჩემი მარტო გამოშვება არ უნდოდა..მე კი პირიქით,ცოტა ხნით მინდოდა მოვწყდომოდი აქაურობას და ამიტომაც ვარჩიე,ჩემს მშობლიურ ქალაქში წასვლა.ადრე იქ ვცხოვრობდით და ბავშვობი საუკეთესო წლებიც იქ მაქვს განატარები..უკვე 5 წელია არ ვყოფილვარ,მამა კი ხშირად დადის სახლის მოსაწერიგებლად.ამჟამად მარტო მივდიოდი ჩემს ფურცლებთან და ფანქრებთან ერთად...
ხატვა ჩემი ცხოვრების აზრია-ის რითაც ვცხოვრობ და რისთვისაც მიღირს ჩემი თავი...შემიძლია საათობით ვხატო დაუსრულებლად და ამით უდიდესი სიამოვნება მივიღო...ახლა,წარსულში დაბრუნება კი ჩემს შემოქმედებას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდს.ამიტომაც გადავწყვიტე წამოსვლა...

სხვა არაფერი მაქვს ჩემს თავზე სათქმელი,გარდა იმისა რომ მე აგნესა ვარ,19 წლის.

დედისერთა(ჯერ-ჯერობით,რადგან სულ მალე პატარა ძმა მეყოლება,რაც ძალიან მახარებს)...მყავს უამრავი მეგობარი,რომლებიც რამოდენიმე საათის წინ ნიუორკში დავტოვე...
ჩასვლისას,პირდაპირ სახლისკენ წავედი...უკვე თენდებოდა,ძალიან მეძინებოდა და ერთ სულზე ვიყავი,რომ სახლში მივსულიყავი...ჩემზე ძალიან იმოქმედა ნაცნობმა ქუჩებმა და გამიხარდა,რომ ახლა ისევ აქ ვარ....
სახლში თითქმის ყველაფერი უცვლელი იყო...ჩემოდნები იქვე დავაწყვე და ჩემს მონატრებულ ოთახში შევედი..მხიარულად მოვავლე თვალი ყველაფერს და უჯრების თვალიერება დავიწყე..ბავშვობაში დატოვებული წერილები და სურათები ისევ აქ იყო...მოვრჩი თუ არა მათ კითხვას,წამოვწექი და იქვე ჩამეძინა..
შუადღის 3 საათზე გამეღვიძა.ზანტად წამოვდექი,ჩემოდნის ამოლაგება დავიწყე...შემდეგ გამოვიცვალე და საჭმელად გარეთ გავედი,ვინაიდან მაცივარი სუ ცარიელი იყო...
მივდიოდი და თან ვიხსენებდი,წლების წინ როგორ მიყვარდა,როლიკებით მეგობრებთან ერთად გართობა...ნეტა ისინი სად არიან?-ვფიქრობდი ჩემთვის და ყველაფერს დეტალებში ვიხსენებდი...

სახლში დაბრუნებულმა დედამ დამირეკა.მეც ვუთხარი,რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი...საღამოს ბასეინი უკვე სავსე დამხვდა... 3 საათი იქ გავატარე,შემდეგ კი ქალაქში გასერინება გადავწყვიტე...
არ მეგონა,პირველი დღე თუ ასეთი საინტერესო აღმოჩნდებოდა ჩემი არდადაგების ისტორიაში...
ნელ-ნელა მივუყვებოდი ქუჩებს,და იქაურობას ვათვალიერებდი.მინდოდა ყოველი დეტალი ღრმად ჩამებეჭდა გონებაში,მერე მისი დახატვა კარგად რომ გამომსვლოდა..სწორედ ამ დროს,ახლო მდებარე კაფიდან ვიღაც გიჟივით გამოვარდა და ჩემსკენ წამოვიდა...

შორი ახლოს შეჩერდა და აკანკალებული ხმით შემეკითხა:
-სოფი,ნუთუ შენ ეს ხარ..
-მე აგნესა ვარ..(უხეშად ვუთხარი)
ის კი თავის დაჟინებით მზერას არ მაშორებდა...ნელ-ნელა ჩემსკენ წამოვიდა.თვალები აცრემლიანებული ქონდა,როგორც ჩანს ყველაფერი რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო მის ცხოვრებაში...
-სოფი..(კვლავ თქვა მან და ჩახუტება დააპირა)
-ხელი გამიშვი...კარგად ხარ?(მთელი ძალით ვკარი ხელი)
-მართლა მიყვარხარ..(კვლავ ჩემსკენ წამოიწია)
ძალიან შემეშინდა...გაოცებული ვუყურებდი

-თავი დამანეებე...მემგონი სრულ ჭკუაზე ვერ უნდა იყო...
(ხელით კვლავ მოვიშორე და სასწრაფოდ გამოვიქეცი იქედან)
-ღმერთო ჩემო..!(გავიფიქრე და მივიხედე...
შევხედე,როგორ დაეცა მუხლებზე და თავი დაღუნა..მასთან ვიღაც გოგო მივიდა,წამოაყენა და შიგნით შეიყვანა)
აზრზრე ვერ მოვედი რა მოხდა! რა უნდოდა ამ ადამიანს ჩემგან,ან სხვის სახელს რატომ მეძახდა...რატომ იყო მისი თაფლისფერი თვალები,ასეთი ნაღვლიანი...რის დამტკიცებას ცდილობდა...
ყველა ეს კითხვა ჩემს გონებაში აირია..სასწრაფოდ ავედი ჩემს ოთახში და მისი სახის წარმოდგენით,შევეცადე დამეხატა....
ნახატი შესანიშნავი გამოვიდა...

ერთხელ მყავდა ნანახი,და მაინც შევძელი  მისი გამოხედვა,მისი ნაღვლიანი თვალები,მისი ტუჩები,ფურცელზე ისე დამეტანა,როგორც სინამდვილეში....ნახატი წინ დავიდე და კარგა ხანი ვუყურე...
-არც მეცნობა..როცა აქ ვიყავი,არასდროს შემხვედრია...
ვთქვი ჩემთვის და ღრმა ფიქრებს მივეცი...
ისე ჩამეძინა ვერც კი გავიგე..მეორე დილით მობილურის ზარმა გამაღვიძა.დედას ვველაპარაკე..როდესაც წამოვდექი თვალში კვლავ,მისი სურათი მომხვდა.ცუდ გუნებაზე მაყენებდა მისი ნახვა.დახევა მინდოდა ,მაგრამ ვერ შევძელი...გადმოვაბრუნე და უჯრაში საგულდაგულოდ შევინახე.....



თუ მოგეწონათ გავაგრძელებ *)) 2-3 თავიანი მოთხრობა*))
დააკომენტარეთ ** 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1261 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 201 2 »
2012-09-08 Spam
dzalian dzalian magariaa gaagrdzelee... ara magar motxrobebs wer raa.. :*** yochag.. umagresiaa :**