მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » ორიანი ყვავი (დასასრული)
2:30 PM
ორიანი ყვავი (დასასრული)

ჟრუანტელმა დამიარა. 
ინტერესი მკლავდა... მოთმინებს ფიალა მევსებოდა.
-მე თვითონ წამოვალ-ვუთხარი და ხელი გავაშვებინე. გაქცევას აზრი არ ქონდა, მაინც მიპოვიდნენ, ამიტომ ისევ ჩემით წამოსვლა ვარჩიე. ჩემს წინ აკო მიდიოდა, უკან კი ალექსი. გაქცევის ყველანაირი საშუალება მომისპეს.. მართალია არც ვაპირებდი, მაგრამ თავი დაიზღვიეს.
-ფეხით წამოსვლა ხომ არ გეზარება?-მკითხა დამცინავად აკომ.
-არა-ვუთხარი მტკიცედ. არც მეზარებოდა და რომც დამზარებდა სიამაყე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა. 
ცოტა ხანს ასე ვიარეთ, სანამ ისევ იმ ტყეს არ მივადექით. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. 
ათასი ვარაუდი.. რამდენნაირად არ ავხსენი მათი ასეთი შურისძიება.
-ფრთხილად-თქვა ალექსმა და სადღაც მიწა მოსინჯა. ბალახი მოთხარა და რაღაც ორმო გამოჩნდა.
-ესაა-თქვა და თავი ახადა- აქ ჩადით. 
აკო პირველი ჩავიდა.. უცებ ალექსმა თავზე დაახურა. მე ჩასვლა არ დამაცადა. 
გაკვირვება ვეღარ დავმალე. ორმოდან მხოლოდ აკოს განწირული ხმა ისმოდა.
-რა ხდება?-ვიყვირე ბოლოს.
-ის უკვე ზედმეტი იყო, მიხედავენ.-მითხრა და ირონიულად ჩაიცინა- მოღალატეა, შენ თუ გიღალატა არც ჩვენ დაგვინდობდა. 
გონებაში ნაწილობრივ დავეთანხმე, მაგრამ ასე ადამიანის განწირვა ზედმეტი იყო.
-კი მაგრამ..-აღარ დამამთავრებინა. 
-არანაირი მაგრამ.. მალე ყველაფერს გაიგებ.-მის ირონია საზღვარი არ ქონდა. ნერვები მეშლებოდა. ეს უკვე ზედმეტი იყო, მაგრამ ჩემთვის აჯობებდა დავწყნარებულიყავი.
-ანუ სამნი არ ხართ.. უფრო მეტნი..-არც ახლა დამაცადა თქმა.
-მართალია, მაგრამ მხოლოდ ორი ყვავია. აკოს ადგილს მე ვიკავებ. 
ორ ყვავში ბოშა და აკო იგულისხმებოდა. ახლა კი აკოს ადგილი ალექსმა დაიკავა. გულში რაღაც ჩამწყდა... კი არ ჩამწყდა გულს ახალი ბზარი შეემატა. 
გზა გავაგრძელეთ. იმ ადგილს მივუახლოვდით სადაც კოცონი ენთო წინა დღეს. ბოშა იქვე ჩაკუზული რაღაც ბალახებს კრეფდა. ჩვენ, რომ დაგვინახა წამოდგა და კოცონის ჩაქრობის შემდეგ დატოვებული რკალის შუაში დადგა.
-მოხვედით-მისი ხრიწიანი ხმის ნაკვალევიც არ იყო. ისევ ისეთი სასიამოვნო ხმა ქონდა, როგორც პირველად. 
ალექსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. 
ბოშამ წრიალი დაიწყო. ბოლოს ისევ მოგვიბრუნდა. 
-აკოს თავისი ადგილი მივუჩინეთ, ახლა სულ ცოტა დაგვრჩა დასასრულამდე-ისე გაიცინა პირი ყურებამდე აუვიდა და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა მის რამოდენიმე კბილი. ორი კბილის მეტი არ ქონდა... საშინელი სანახავი იყო. 
რაღაცაზე დაიწყეს საუბარი. გაშტერებული ვუყურებდი, სმენის უნარი დაკარგული მქონდა. ფიქრებით სადღაც შორს დავფრინავდი. 
ფიქრებიდან ვიღაცის ჯნღრევამ გამომიყვანა. შევხედე და ეს ალექსანდრე იყო. 
-როდის ამიხსნით რა გინდათ ჩემგან?-ვკითხე მუდარით. ტირილის დაწყების პირას ვიყავი.. ცოტაც და ბოლო ხმაზე მოვრჩავდი ტირილს. თვალები მოზღვავებული ცრემლებისგან საშინლად მეწვოდა. 
-მალე-მითხრა ბოშამ მშვიდად. 
-როდის იქნება ეგ მალე?-უკვე ყვირილზე გადავედი. 
ბოშამ ჩაიცინა. 
-ყვირილს რისი იმედით ბედავ.. ხომ ხედავ რა უმწეო მდგომარეობაში ხარ. 
გარშემო მიმოვიხედე. არავინ იყო, რომ დახმარება მეთხოვა. ახლა მხოლოდ გაქცევაზე ვფიქრობდი. აღარც ამ ყველაფრის მიზეზი მაინტერესებდა და არც არაფერი. ყველანაირი ინტერესი ჩაკლა ჩემში ბოშას ავმომასწავლებელმა ლაპარაკმა. 
თვალების ცეცებაზე შემატყვეს, რომ მეშინოდა. 
ისევ ირონიულად ჩაიცინეს. 
-ხედავ, აქ სრულიად მარტო ხარ.. ვერავინ, არაფერი ვერ გიშველის- ყვირილზე გადადიოდა გამწარებული ბოშა. ალექსი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მიყურა ბოშა როგორ მარწმუნებდა ვერავინ გიშველისო. შიში გამიორმაგდაა. 
ბოლოს ალექსმა თავისი ირონიული ღიმილი სახიდან მოიშორა და ორივეს გასაგონად თქვა: 
-დროა... 
-რისი დროა?-ვიკითხე აკანკალებული ხმით. 
-გეშინია? მაშინ რატომ არაფერი გიგრძვნია როცა ჩემი და დაიღუპა შენს გამო? 
უცებ ის უბედური შემთხვევა გამახსენდა. 
წლების წინ, როდესაც კლასში სისხლიანი მერის ლეგენდას ყვებოდა ელენე(ჩემი კლასელი). მე მასთან მივედი და დაცინვა დავუწყე. 
-ნუთუ გჯერა, სისხლიანი მერის.. -გულიანად ვხარხარებდი. ბავშვები, როგორც გიჟს ისე მიყურებდნენ. 
-მჯერა, მაგრამ შენ რაა...-დამცინავი ხმით მითხრა ელენემ. 
-მე დავამტკიცებ, რომ არ არსებობს-ვუთხარი თამამად-ხვალ მოგიყვები დეტალებში- არც მე დავაკელი. მხარი გავკარი და კარისკენ წავედი. 
მეორე დღეს მოგებული სახით მივედი მასთან. 
-კიდევ ვიმეორებ, რომ არ მჯერა. გუშინ სამჯერ ვთქვი სარკის წინ.. მაგრამ დღეს მხედავ- დამცინავი მზერით გავხედე მას და იქ მყოფ ბავშვებს, რომლებიც ისევ სისხლიან მერიზე ლაპარაკობდნენ. 
-შენ იტყუები.. აი ახლაც ვერ ამტკიცებ, იქნებ სულ არ გაგიკეთებია..-მართალიც იყო. მაგრამ მე არ ვტყუოდი. თვალებზე ცრემლები მომადგა, თავი ასე უმწეოდ არასდროს არ მიგრძვნია. 
ბავშვებს სიცილი აუტყდათ. 
-ნუ დასცინით გიჟია-თქვა რომელიღაცამ და გაიქცა. 
-მე.. მე რა შუაში ვარ?-ძალა მოვიკრიბე და ვთქვი. 
-შუაში არა თავში ხარ-მითხრა და სახეში გამარტყა. 
ტუჩიდან სისხლი თქრიალით მომდიოდა. 
რაღაც საოცარი ძალა მომეცა ბრძოლის. არა ეს არ იყო ბრძოლის ძალა.. მე უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა სიმართლე და მერე თუნდაც მოვეკალი. 
-თუ გინდა მომკალი, მაგრამ ჯერ დანაშაული დამიმტკიცე.-ფეხზე წამოვხტი და ცხვირ წინ ავეტუზე. 
-ჰაჰ, სიმართლე-გულიანად ხარხარებდა. უცებ დასერიოზულდა და შემომიტია-ჩემი და მკვდარი იპოვეს.-პატარა პაუზა გააკეთა-ასე არ შემიძლია, მოვილაპარალოთ.. თითო წინადადების თქმისას ერთხელ გაგარტყავ-გიჟივით გადაიხარხარა.-გეშინია არა? 
-არა, არ მეშინია-ვუთხარი მტკიცედ-თანახმა ვარ. 
ან რისი იმედი მქონდა, რომ დავთანხმდი?? უბრალოდ მე გიჟი ვიყავი. 
გაკირვებით შემათვალიერა და გააგრძელა დაწყებული საქმე. 
-მეორე დღეს თავისი ოთახიდან არ გამოსულა.. ვიფიქრეთ ნაწყენია ვინმეზეო, მაგრამ არაო. -დაამთავრა წინადადება და სახეში მთელი ძალით გამარტყა. ტკივილისგან ჩავიკეცე. სახე საშინლად მეწვოდა. თავს ძალა დავატანე და ფეხზე ავდექი(თუ ერქვა ადგომა). 
-განაგრძე, გისმენ-ვუთხარი და სმენად ვიქეცი. 
-გვიანი იყო.. ვიპოვეთ, ნახევრად მკვდარი.. დასახიჩრებული იყო. -მითხრა და სახეში კიდევ ერთხელ მითავაზა. რომ არ წავქცეულიყავი ხეს მივეყრდენი.
-გამოძიება უშედეგო იყო, შემდეგ სკოლაში გავიკითხეთ და იმ დღემდე მივედით, როდესაც შენ თქვი, რომ სისხლიან მერიზე უბრალოდ ლეგენდაა-გამწარებული ყვიროდ ბოლო ხმაზე-მან დაიჯერა, გესმის ?!
დაამთავრა თუ არა წინადადება სახეში ისევ გამარტყა. 
ამჯერად თავი ვეღარ შევიკავე და წავიქეცი. 
ადგომის უნარი დავკარგე. პირველად რომ შევხვდი, მაშინ სკამი გამომიწია, მაშინ დაღლილობისგან ძირს დავწექი.. ადგომაც არ მიცდია. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. ისეთი ძალით გამარტყა, რომ ფეხზე ვეღარ დავდგებოდი. უბრალოდ არ შემეძლო. მშვიდად დავწექი. თვალები წამით მივლულე, როგორც პირველად. 
როდესაც იტყოდნენ „მართლა ძალიან უყვართ ერთმანეთიო". წამში ვუარყოფდი „ არა ისინი უბრალოდ ერთობიან". ამ სიტყვებს მოყვებოდა ჩემი გამაყრუებელი ხარხარი. 
„იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის"-ჩამესმოდა ყურში გამაყრუებელი ძახილი.
-ჰო იცინის-წავიჩურჩულე ჩემთვის. 
თავი ოდნავ ავწიე და დაჟინებული მზერა მივაბყარი მათ.
-დარჩა რამე სათქმელი. ბოშავ, შენ რაღას მემდური?-ვიკითხე მუდარით. 
ბოშამ ერთი გაიკრიჭა და თავისი ორი კბილი გამოაჩინა.
-ყველა იმ ცოდვას, რომელიც ჯერ არ ჩაგიდენია და რომელიც ჩაიდინე-ამოიგმინა ბოლოს. 
-სულ ესააა?-ვიკითხე გაკვირვებულმა.
-ჰო ესაა.. შეიძლება მერე ვინანო შენი მოკვლა-თქვა ბოშამ სევდიანი ხმით. 
მე გავჩუმდი.
-ხედავ ხმას ვერ იღებ. თავსაც კი ვერ იმართლებ. მალე მოკვდები-სასჯელივით გაისმა ალექსანდრეს ხმა. 
ძალა მოვიკრიბე და დაკარგული ხმით ძლივს ვუთხარი.
-აღსარებას ჩაგაბარებ, მე მალე წავალ.. მინდა სიმართლე ვთქვა.
რაც არ უნდა ყოფილიყო ალექსი მაინც მიყვარდა. მისგან სიკვდილი ცოტა მიხაროდა კიდეც. სიცოცხლე მერჩივნა.. მაგრამ ერთხელ მაინც ყველა წავიღებთ წერილს იქ საიდანაც არ ბრუნდებიან.
-კარგი, დაიწყე- როგორც ყოველთვის ირონიულად ჩაეცინა ალექს.
-მე შევცოდე-დავიწყე აღსარების თქმა.
-ვიცი-მითხრა დამცინავად მან. ბოშა ყურადღებით მადევნებდა თვალს.
-ნუ მაწყვეტინებ.. მე შევცოდე, რადგან შეგიყვარე.-ვლუღლუღებდი ჩემთვის.-სულ ესაა სხვა მრავალი ცოდვა ჩავიდინე გარდა შენი დის მკვლელობისა, მე არ მომიკლავს, მითუმეტეს საკუთარ თავზე მქონდა გამოცდილი-ამ სიტყვებზე გამწარებული ალექსი ყელში მწვდა.. წამით ყველანაირი ტკივილი გამიქრა შემდეგ კი ყველაფერი გაშავდა. 
*** 
კაფეში მშვიდად იჯდა ერთი ბოშა. 
„მაძებარმა ჯგუფმა საბოლოოდ მიაკვლია ნინა ორჯოხიძის გვამს. გოგონას გვამი სასტიკად ნაცემი იპოვეს. პოლიცია უკვე მუშაობს საქმის გამოძიებაზე."-ბუნდოვნად ჩაესმოდა რადიოს ხმა ყურში. 
განა არ ნანობს ჩადენილ საქციელს, მაგრამ უკვე გვიანია. ოქროს დახარბდა. აკი თქვა კიდევაც "ერთხელაც შეიძლება ვინანოო". 
„ეშმაკი თავის მოცემულს თვითონვე წაიღებს"-იმეორებს რაღაც ხმა.
-რა მოგართვათ-ფიქრებიდან ოპიციანტის ნაზმა ხმამ გამოიყვანა.
-ფინჯანი ყავა-გაუღიმა მიმტანს და მკაფიოდ გამოაჩინა თავისი ორი ოქროს კბილი, საფასური ნინა ორჯონიკიძის მკვლელობაში მონაწილეობისთვის, რომ მიიღო. 
„გოგონას სხეულზე ნაკბილარი აღენიშნება, ორი კბილის ნაკვალევი"- ბუნდოვნად გაისმოდა რადიოს ხმა კაფეში. 
ბოშამ არ უკბინა, რომ გაეგო ცოცხალი იყო თუ არა. 
„იმავე ხეობაში, სადაც ნინა ორჯონიკიძის გვამი იპოვეს, პოლიციამ დაახლოებით 18 წლის ბიჭის ცხედარიც აღმოაჩინა.. გამოძიება დაწყებულია"-ზარივით ჩაესმა ჟურნალისტის სიტყვები. 
თვალები სიხარულისგან აენთო. 
ბევრი აღარ უფიქრია, აღარც მიმტანისთვის მიცემული შეკვეთა გახსენებია. პირდაპირ გეზი პოლიცისს განყოფილებისკენ აიღო.
-მე მოვკალი ისინი-განაცხადა ამაყაად. არ უნდოდა ემხილა ალექსი, რომელმაც ჯერ ნინა მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
-დაკავებული ხართ-ჩაესმა ყურში პოლიციელის ბოხი ხმა. 
სინდისმა შეაწუხა.. უდანაშაულო გოგონა, რომ მოკლა. ალექსი შეეძლო გაეჩერებინა. ახლა კი ორივეს სიკვდილი მის კისერზეა.
-სამუდამო პატიმრობა-გაისმა მოსამართლის შემზარავი ხმა. 
ბოშასთვის ეს ნეტარება იყო. მან ხომ ორი ახალგაზრდა მოკლა. შეიძლება საკუთარი ხელით არა, მაგრამ მისი წვლილიც იყო იმაში ახლა ისინი აქ, რომ არ იყვენენ. 
გაახსენდა ბოშას როგორ გამოვიდა კოცონიდან საიდუმლო ხვრელით. ახლა იქ კი აკო განისვენებს. მის გავმი სამუდამოდ დაკარგულია ყველასთვის....
-ორიანი ყვავი-გაიმეორა წყნარად და თამამად შეაბიჯა ბნელ საკანში. 
ყველას მოეთხოვება ჩადენილ ცოდვებზე პასუხი იქ, იმ ცხოვრებაში...
დასასრული. 
ავტორი: ნინო რაქვიაშვილი
_______________________________________________________________________ 
დასასრული შევცვალე, ადრე სხვანაირად მეწერა. 

ჰოდა, რაღა დამრჩენია შემიფასეთ. 
ვიცი, რომ უემოციო იყო, ალბათ ისეთი, როგორც მე.. )

დაამოწმა 
Smiler_Cancar 
~Mariami~

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 765 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-01-26 Spam
14. Sali --   ( sal922[??????]

kkkkai iyooo ra :))))) ohhhh