მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » ორიანი ყვავი [3]
11:46 AM
ორიანი ყვავი [3]
უცებ წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. პირი ყურთან ახლოს მომიტანა და ჩამჩურჩულა:
-მომყევი.
კვამლს ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით.
-იცი მე შენი სახელიც კი არ ვიცი-ვუთხარი ხმადაბლა. თითქოს მეუხერხულა პირველმა, რომ ვკითხე. 

არა და ადრე ასეთი რამის არასდროს შემრცხვებოდა. სულ რამოდენიმე საათში გარდავიქმენი სულ სხვა ადამიანად.
-ალექსანდრე, შეგიძლია ალექსი დამიძახო... და შენ რა გქვია?-მითხრა და თვალებში ჩამხედა.
-ნინა-ვუთხარი და თავი დავხარე. არა საიდან გაჩნდა ჩემში ამდენი მოკრძალება. ალექსი არაფერ შუაში არ იყო, ყოველი შემთხვევისთვის მე ასე ვფიქრობდი... და იქნებ თავში იყო. მაშინ რატომ არ მერიდებოდა როცა ორჯერ სახეში ვთხლიშე?! ეს კითხვა უპასუხოდ მრჩებოდა.
-ლამაზი სახელია-თითქოს მიხვდა, რომ მეუხერხულა საუბარი პირველმა, რომ დავიწყე.
ნიავი უბერავდა. სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე. თითქოს შვება მომცა, ამდენი ნერვიულობის შემდეგ.
ერთ დღეში მთელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლა... თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად მიედინებოდა.. ჩვეულებრივი დილა, სკოლა, მასწავლებლის საყვედური, შატალო.. და ბოლოს ბოშა.
კვამლი ნელ-ნელა იზრდებოდა. ბოლი უსიამოდ მხვდებოდა ნესტოებში.

-გავჩერდეთ, აღარ შემიძლია-ვთქვი საბოლოდ განადგურებულმა.

 
გა ვჩერდი და იქვე ხის მორზე ჩამოვჯექი.
-დაწყნარდი, იქნებ რა ხდება-მითხრა და წამომაყენა. ჩემი ხელი კისერზე დაიდო და კვამლისკენ წამათრია. გულმა რეჩხი მიყო. თითქოს რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყო. „გული არასოდეს გიღალატებს"-გამახსენდა პაპას სიტყვები სიკვდილის წინ, რომ ჩამჩურჩულა.
-არა, არ გვინდა.. მე არ მოვდივარ-განვაცხადე კატეგორიულად და ხელიდან გასხლტომა ვცადე, მაგრამ ამაოდ.
-გეშინია?-მკითხა დამცინავად.
-არა, რა სისულელეა- თითქოს გაიღვიძა იმ ამორძალმა გოგომ ჩემში.
 
-ხოო, მაშინ წავედით-მითხრა და სვლას აუჩქარა.
„იქნებ ალექსი ის ერთი ყვავიაა"-მწარე ფიქრმა გამიელმა გონებაში.
„არა ეს შეუძლებელია"-უარყო გულმა.
„სრულებით შესაძლებელია"-შეედავა გონება.
„არა, არ არის შესაძლებელი"-იყვირა გულმა. ალბათ ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა თვითონ ალექსი.

-შეხედე-მითხრა და უზარზმაზარი კოცონისკენ მანიშნა. ბოლმა თვალბი ამიწვა. სუნთქვა მიჭირდა.
შიშმა ამიტანა. ყველაფერი თავდაყირა დადგა.

-შევხედე- ერთ წერტილს მივაშტერდი.
-ხედავ?-არ მომეშვა ის.-შენც იმას ხედავ რასაც მე?
-ვხედავ-
ვთქვი შეშინებულმა -ვხედავ, მაგრამ არა მარტო კოცონს...-აი აქ კი ხმა ჩამიწყდა.
თითქოს ყველაფერს ფარდა ეხდებოდა...
-კიდევ რას?-მკითხა და დამცინავად შემომხედა.
-ქალს-შეშინებულმა ვიყვირე.
-უბრალოდ ქალს?-ირონიულად იცინოდა. იქვე ჯერ კიდევ მთელ ხეს მიეყრდნო, რომ სიცილისგან არ ჩაკეცილიყო.
ცეცხლი წრეზე ენთო და შიგნით ვიღაც ქალი ზურგით იდგა.
უცებ მოიხედა.
სახე მეცნო.
თითქოს ნავთი გადამასხეს.
დენმა დამარტყა.. ეს ის ბოშა იყო.
დღევანდელი დღე თვალწინ წარმომიდგა.

-ის ბოშა, რომ მიმკითხავა-წარმოვთქვი ენის ბორძიკით. ამას ნამდვილად არ მოველოდი. თვალები საშინლად მეწვოდა. ყურებში რაღაც საშინელი კივილი მესმოდა.
ალექსმა ერთი ჩაიცინა და ბოშას გახედა.

-მოიყვანე?-თქვა ხრიწიანი ხმით მკითხავმა.
-ყველაფერი ისეა, როგორც დავგეგმეთ-თავი დაუკრა „ქანდაკებამ".
შიშმა ამიტანა. ეს ყველაფერი მოწყობილი იყო, წინასწარ იცოდნენ ჩემი რეაქცია. ბოშამ მშვენივრად ითამაშა თავისი როლი. ახლა მივხვდი რატომ არ მთხოვა ფული. ისინი მოელოდნენ, რომ მე ბედს შევეგუებოდი.
-ორიანი ყვავი, ორი ყვავი- ვიყვირე დაფეთებულმა.
-ხო, შენ მიხვდი.. მე ხომ დაგპირდი-ცინიკურად მითხრა ბოშამ.
თავში კვლავ ყველაფერი ამერია.

აკოს ზარი, სკოლა, შატალო..რუსთაველი და მკითხავი... და ბოლოს ალექსანდრე. ჩემი გული ბატონ-პატრონი.
„აი ხომ გითხარი.. ის ერთ-ერთი ყვავია"-ნიშნის მოგებით არმოთქვა გონებამ.
„არა, არა არ მჯერა.. მწარედ მეხუმრნენ"-გული მას არწმუნებდა, თუ უბრალოდ უნდოდა თავი დაერწმუნებინა თავის სიმართლეში ვერ ვარკვევდი.
„მწარეა არა სიმართე?"-არ ინდობდა გონება-„შენ კი კინაღამ შეგიყვარდა".
„არა მე მიყვარს"-გამოტყდა გული-„მაინც მიყვარს, ორი ნახვით მიყვარს..და არა ერთი ნახვით, როცა პირველად ვნახე მე ის მძულდა... სასაცილოა არა?!"-თავის თავს არ ინდობდა.
„დამთავრდა , რაც სათქმელი იყო ითქვა"-თქვა გონებამ და დაწყნარდა.
„ჰო"-დაეთანხმა შუაზე გატეხილი გული.
მხოლოდ ახლა მივხვი, რომ მიყვარდა და თან ვინ. ვინც აქ შემომიტყუა.

-თამაში დამთავრდა-ვთქვი მტკიცედ. ძალა მოვიკრიბე და გავაგრძელე-მიზანს მიაღწიეთ, მე აქ ვარ.. მაგრამ გაურკვევლობაში.
 

თვალები საბოლოოდ ამეწვა. არ შევიმჩნიე და დავხუჭე.
-ველოდები პასუხს-განვაცხადე კატეგორიულად და თვალები გავახილე.
ორივენი დიდხანს მაკვირდებოდნენ. ბოშა ცეცხლიდან თვალებთ მჭამდა.

-ბევრს ითხოვ-მიყვირა თავისი ჩახრიწული ხმით. მაშინ როდესაც შევხვდი სასიამოვნო ხმა ჰქონდა. მისი თამაში ბუნებრივს გავდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს უბრალო დადგმული სპექტაკლი იყო, რომელიც ჩემს აქ შემოსატყუებლად დასჭირდათ. თვალწინ წარმომიდგა მისი გაფითრებული სახე. ახლა მივხვდი როგორ დამშვიდდა ასე უცებ.
„ორიანი ყვავი, ორი მსახიობი.. ორი ყვავი.."-ვიმეორებდი გულში. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემ თავს ასეთი რამე ხდებოდა.
„ეს სიზმარია"-იძახდა გული, მაგრამ გონება უარყოფდა და არც ახლა ინდობდა.. გულს კვლავ ემატებოდა ახალ-ახალი ბზარები...

-თამაში ჯერ კიდევ გრძელდება-ჩაიხითხითა და მწარედ გაიცინა..ყურებამდე.
დუმილი ჩამოვარდა

-ეს ჯერ კიდევ დასაწყისია...-მწარედ გამკენწლა ალექსანდემ...

__________________________________________________________________________
 

გაგრძელება იქნება...
შემიფასეთ^^
დაამოწმა:ნინამ
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 746 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 9
2012-11-29 Spam
magaria, daaxloebit warmomidgeniasavit dasasruli, imedia chems molodins gadaacharbebs biggrin yochag