-ეს რას ნიშნავს?-მისი შიში მეც გადმომედო. -ეს.. ეს-ენა დაება მკითხავს. -ეს?-ჩავეკითხე. ხმას ვერ იღებდა.. თვალები აუცრემლიანდა. მე მისთვის არავინ ვიყავი, მაგრამ მაინც. ვატყობდი, რომ რაღაც ცუდს ნიშნავდა. -რას ნიშნავს?-ვთქვი სასოწარკვეთილმა. ბოშას ხელი აუკანკალდა. კარტი ხელიდან გააგდო. წყლიანი თვალებით შემომხედა და დაიწყო: -არ მაქვს უფლბა გითხრა.. ეს ერთადერთი კარტია, რომლის საიდუმლოს თქმის უფლებაც არ მაქვს.. ალბათ მიხვდდი, რომ კარგს არ ნიშნავს. მალე მიხვდები თვითონ ამ ყველაფერს- თქვა და შებრუნდა. -კი, მაგრა..- ვიცოდი ბედი, რომ არაფერში მქონდა, მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი. -ორიანი ყვავი-გაიმეორა მშვიდად მკითხავმა და მომშორდა. ყველაფერი თავში ამერია. სადაც იყო ყვირილს დავიწყებდი. მე ხომ არაფრის და არავისი არ მერიდებოდა. ცოტაც და ტვინში ამასხამდა... -არაა-ვიყვირე ბოლო ხმაზე. ვიღაცამ შეშინებულმა გამომხედა. -შემიძლია დაგეხმაროთ?-მითხრა და ყავარჟენს მოებღაუჭა. მოხუცი კაცი იყო, თვალები კუპრივით შავი ჰქონდა. -ორიანი ყვავი- გავიმეორე ინსტიქტურად. ჩანთას ხელი დავავლე და გიჟივით გავიქეცი. მივრბოდი, მაგრამ სად.. ბოლოს მოვტვინე და გავჩერდი. აქეთ-იქით მოვიხედე და ისევ ის მკითხველი იყო. -ეს შენი ბედია, მას ვერ გაექცვი. კარტმა შენი მომავალი გამცნო. -მითხრა და წავიდა, ისე როგორც მაშინ. -სკოლაში წავალ, იქ მიმირებენ ალბათ. არა.. სახლში ჯობია წავიდე, იქ დედა იქნება.. მაგრამ ისიც არ მიმიღებს. სკოლა თუ სახლი? სახლი-ვთქვი ჩურჩულით. ბიჭერთან გულახდილი ვერ იქნებოდი. გოგოებთან მეგობრობა არ გამომდიოდა. ვერავის ვერ ვეუბნებოდი ჩემს გულის ნადებს, ამიტომაც დამჩემდა ხმამარლა ფიქრი. მიმოვიხედე.. ავტობუსის გაჩერება ვერსად შევნიშნე. ისევ ფეხით განვაგრძე გზა რუსთაველამდე. იქიდან მეტროთი დავბრუნდი შინ. სახლში გაკაპასებული დედაჩემი დამხვდა, როგორც ყოველთვის მასწავლებელმა დაურეკა და ჩემი საქციელი აცნობა. -შენ გაგიჟდი?! გინდა კლასში ჩარჩე!-მიყვირა დედამ. -დედა მომისმინე, მე იმას გავაკეთებ რაც მინდა, ისედაც ცუდი მომავალი მაქვს.-ვუთხარი წყნარად და ჩანთა მაგიდაზე დავდე. -იცოდე გამოსასწორებელ კოლონიაში გაგზავნი-თავისას აგრძელებდა. -მე არც ნარკომანი ვარ და არც მწეველი! დამანებე თავი, მაცადე ცხოვრება-ვუყვირე ბოლო ხმაზე და ჩანთიანად გარეთ გავვარდი. -სად მიდიხარ? მამაშენთან ლაპარაკს მაინც ვერ აცდები-მეძახდა კარებიდან. -არაუშავს-ვუთხარი ირონიულად და კიბეები ჩავირბინე. მივდიოდი ჩემთვის. ვერავის ვერ ვამჩნევდი. მკითხავის ნათქვამზე ვფიქრობდი. -ორიანი ყვავი-ვჩურჩულებდი გზადაგზა. ვგრძნობდი უამრავი თვალის მზერას, რომლებიც როგორც გიჟს ისე აღმიქვამდნენ. მაგრამ განა მათ იცოდნენ ვინ ვიყავი?! პატარა, რომ ვიყავი ჩემნაირ გიჟს ვერ ნახავდნენ. ფეხი დივნის თავზე ავიდგი. ორი წლისას ისე დამყავდა ველოსიპედი, როგორც 10 წლის ბავშვებს. სკოლაში არასდროს არ ვსწავლობდი.. დედა და მამა ყველაფერში მამზადებდნენ, მაგრამ მე არ შემეძლო. ოროსნის სტატუსით მთელი სკოლა მიცნობდა და მიცნობს. 7 კლასამდე მიმიყვანეს, მაგრამ მერე დაიწყო საშემოდგომოები. „მეათე კლასელი გოგო ასეტი ზარმაცი როგორ ხარ?!" „რას აპირებ, რომ გაიზრდები?!" „ შენ საერთოდ თუ გინდა რამე ცხოვრებაში?!"- მასწავლებლების გაუთავებელი ლაპარაკი ჩამესმოდა. -ჯადოქრობა არ არსებობს, აქ ხელი არ ურევია- ვიმეორებდი ჩემთვის-უბრალოდ მან შენი მწარე ბედი წინასწარ გამცნო.. მეტი არაფერი. ახლა კი მომზადებული შეხვდები. თავში ათასი სისულელე მომდიოდა. -ვავა აქ ვის ვხედავ, ჩქიმი ბაღანა-სიცილი აუტყდა მაღაზიიდან მომავალ აკოს. -ჩქიმი ცოდვა დეიდევი შენ-ვუთხარი და ნაძალადევად ავტეხე სიცილი, რომ არაფერი შეემჩნია.-ქობალი მაიტა მეგრელო. -აჰა-მითხრა და პური მომიტეხა.- მეგრული გისწავლია, მე მეგონა არაფრის სწავლა არ შეგეძლო.-სიცილი აუტყდა. -მე მხოლოდ შენი ნაბჟუტტურებს ვიმეორებ-იხტიბარი არ გავიტეხე მე. აკომ გზა განაგრძო. დღეს არაფერი არ მქონდა ნაჭამი. პური მადიანად ჩავკბიჩე. -ბედი არასდროს არ გქონია-ვუმეორებდი საკუთარ თავს და გზას ვაგრძლებდი. -რას გულისხმობ?-მომესმა უკნიდან ხმა. -აი ახლა კი ნამდვილად დაგერხა-ვუყვირე და სახეში ვთხლიშე. ის არც კი განძრეულა თითქოს ვერც კი იგრძნოო. ამაზე საერთოდ ნერვები მომეშალა და კიდევ გავარტყი. არც ახლა შერხეულა. -ქანდაკება ხარ თუ რა-ვთქვი ხმამაღლა უკმაყოფილოდ. -შენსავით ოროსანი მაინც არა ვარ-მომიგო ნიშნის მოგებით. -ძალიან კარგად ვიცი, ვინც ვარ-შევუბღვირე და ჩანთიდან რვეული ამოვიღე, სადაც მასწავლებლების შეფასებები ეწერა და ცხვირთან მივუტანე. -ხედავ-ვუთხარი და ცალი წარბი ავწიე. -ოჰო, რუსულში საშემდგომო. სხვებმა მხოლოდ მშობლების გამო დაგიწერეს ექვსები-ცალყბად გაიცინა მან. -რომც ვისწავლო მაინც არაფერი გამოვა, ჩემი მომავალი უკვე გადაწყვეტილია-ვთქვი და ირონიულად გავიცინე. -ყველას შეუძლია შეცვალოს თავისი მომავალი-მითხრა და თვალებში ჩამხედა. -ცდები, კარტი არასდროს ტყუის-ვუთხარი შემთხვევით. რაღაც მემართებოდა და მასთან ყველაფერს ვამბობდი. არ ვიცოდი რა შედეგს გამოიღებდა.. მაგრამ არც გაჩერება შემეძლო. უნდა მეთქვა ვინმესთვის.. ისე არ შემეძლო და ეს ვინმე ხუთი წუთის წინ გაცნობილი ქანდაკება იყო. -რა კარტი?!-გაოცებული ჩამაშტერდა თვალებში, თითქოს ასე აპიებდა დაეძალებინა ჩემთვის სიმართლე მეთქვა, მან რა იცოდა რომ მე ისედაც ვაპირებდი თქმას. -ბოშამ მიმკითხავა დღეს...-ხმაში სევდა მერეოდა. თავს ვკარგავდი. თითქოს აღარ არსებობდა ის თავქარიანი გოგო, რომელსაც ყველა გიჟს ეძახდა. სადღაც გაქრა ის ენერგია, რამაც დღეს რუსთაველზე შადრევანში ჩასვლა გამაბედინა. -მერე?-ჩამეკითხა და იქვე ხეს მიეყრდნო. -ორიანი ყვავი-ვთქვი უნებურად. -რა?-გაკვირვებისგან პირი დააღო. -ორიანი ყვავი-ვიმეორებდი ინსტიქტურად. არ ვიცოდი რა მჭირდა.. ან ამით რას ვუშველიდი. უბრალოდ მინდოდა და ვიმეორებდი. უცებ ხეს მოშორდა. მომიახლოვდა და მკლავში ხელი წამავლო. -წამომყევი-მითხრა და გზისკენ მიბიძგა. მეც გავყევი. საკუთარ თავზე კონტროლი უკვე დაკარგული მქონდა. ფეხზე ძლივს ვიდექი. ყოველთვის შემეძლო ყველაზე რთულ სიტუაციაში მოქმედება, მაგრამ ახლა აღარ. ბოშას სულ არმოდენიმე საათის წინ შევხვდი, მაგრამ მას შემდეგ თითქოს შევიცვალე. საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. „ეს შენი ბედია, მას ვერ გაექცვი. კარტმა შენი მომავალი გამცნო."-გონებაში მკითხავის სიტყვები მიტრიალდება. „მას ვერ შეცვლი.."-იმეორებდა რაღაც ხმა. „ქანდაკებას" (ბიჭს, რომელმაც სკამი გამომიწია) სადღაც მივყავდი. მივყვებოდი, რადგან მჯეროდა, რომ ბედს ვერ შევცვლიდი. ..და იქნებ ეს იყო ჩემი ბედი... -მოვედით-თქვა და ხელი გამიშვა. ირგვლივ მიმოვიხედე. გარშემო ტყე იყო. სადღაც ბოლოში კვამლი ადიოდა. შიშმა ამიტანა. მშიშარა არ ვიყავი. პირიქით... პატარა ვიყავი, როცა სარკის წინ სამჯერ სისხლიანი მერი ვთქვი. არაფერი არ მომხდარა, მაგრამ ეს რომ გაიგეს კლასში პირველად მაშინ გამივარდა გიჟის სახელი. მაშინ მესამე კლასში ვიყავი, ახლა კი მეათეში ვარ. -იქ რა ხდება?-ვთქვი და ხელის კანკალით კვამლისკენ ვანიშნე... _____________________________________________________________________________________ ესეც მეორე თავი. იმედია მოგეწონათ. (მართალია ეს გოგო წითურია, მაგრამ თმის ფერს ნუ შეიმჩნევთ ;დ) შემიფასეთ.
daamowma:NiiiNaa♥
|