მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » ორიანი ყვავი [1]
10:29 PM
ორიანი ყვავი [1]
♡ ხუთთავიანი ისტორია 
იმედია მოგეწონებათ
  

როგორც ყოველთვის დილით ისევ მობილურის ზარმა გამაღვიძა. ლოგინიდან ზანტად ავდექი და მობილურს ვწვდი. 
-წითურების დღეს გილოცავ-მომესმა ნაცნობი ხმა. 

-რაა?-პირი დავაღე, საერთოდ თუ არსებობდა ისიც კი არ ვიცოდი. 
-რაც გაიგე, სკოლაში არ დააგვიანო-მითხრა და გამითიშა.
ეს ჩემი შეყვარებული იყო, აკო. 
აბაზანაში გავედი. სარკეში თავი შევათვალიერე. სახეზე წყალი შევისხი და წითური თმა მაღლა ავიწიე. 
-ესეც ასე- ვთქვი ჩემთვის და ოთახში გავედი. 
გარდერობიდან შავი მაისური და მწვანე მოტკეცილი შარვალი გადმოვიღე. ბინის გასაღები ავიღე და კარი გავაღე. 
-ჩანთა და წიგნები-დაკეტვას ვაპირებდი უკვე, რომ გამახსენდა. 
წიგნები ჩანთაში სწრაფად ჩავყარე და გარეთ გიჟივით გამოვვარდი. 
პირდაპირ ავთობუსის გაჩერებისკენ წავედი. ჩემი ავტობუსი უკვე მოსულიყო, მაგარამ მე ბედი არ მაქვს. გამასწრო. შემდეგი 20 წუთში მოვიდოდა.
-ამდენ ხანში მივიდოდი კიდეც-გავიფიქრე გამწარებულმა-არაუშავს ერთი გაჩერება, იქნებ მივასწრო. 
ვთქვი და გამწარებული გავეკიდე ავტობუსს, რომელიც უკვე მოსახვევში იყო. 
-ჯანდაბა ვერ დავეწევი-ვიყვირე ბოლო ხმაზე ხალხი ისე მიყურებდა, გიჟი ვეგონე. 
-ბრავო-შევაქე საკუთარი თავი და ხმამაღლა გავიცინე- ახალ დღესაც გიჟის სტატუსით ვიწყებ. 
ავტობუსით წასვლას აზრი აღარ ქონდა. მასწავლებელს ვეღარ გადავურჩებოდი.
„საზაფხულო სკოლა.. დედაჩემს გონია რამეს ვისწავლი! ისევ საშემოდგომო, მე ნამდვილად არ მიხდება კარგი მოსწავლის იმიჯი"-გამწარებული უკვე აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი. ფეხი ნაგვის ყუთს მთელი ძალით მივარტყი. 
-ფეხი-ტკივილისგან ამოვიკვნესე.. უკვე ორი წლის ბავშვების სასაცილო ვხდებოდი. 
ნაგვის ყუთს ვერაფერი დავაკელი, მაგრამ დღეს კოჭლობა გარანტირებული მქონდა. თან სკოლაშიც ვაგვიანებდი. ისედაც სამ საათზე მეწყებოდა.. მართალია გვიან იყო, მაგრამ ჩემთვის დილა იწყებოდა.. 
ტაქსის ფულიც კი არ მქონდა, როგორც ყოველთვის. ან როდის მქონდა.. დედაჩემის ხელფასით ვცხოვრობდით. მე მხოლოდ შატალოზე სიარული მეხერხებოდა მათი აზრით..ახლაც მარტო მიდიოდნენ დასასვენებლად.. არ ვიმსახურებდი, მართალიაცაა მამაჩემის მთელი ხელფასი ჩემს მომზადებას სჭირდებოდა. ამიტომ იყო დედაჩემი ჩვენი „მრჩენელი". კლასში რომ ჩავრჩენილიყავი ამას ვერ გადაიტანდნენ. მაგას ურჩევნოდათ მკვდარი ვენახე. 
„შესანიშნავია.. ნინა გაბისონია არ გირჩევნია კარგად ისწავლო და ზაფხულში დაისვენო, მაგრამ ეს შენი სტილი არ არის".

საზაფხულო სკოლაშიც მაგვინდებოდა. ფეხით გავუყევი გზას. ნერვებზე მოშლილი ვიყავი.. მხოლოდ ათი თეთრი მქონდა. მაღაზიაში შეევედი და ერთი ცალი კევი ვიყიდე. ცუდი ნიშნებს გამო ფულს საერთოდ არ მაძლევდნენ. ჩემი დაქალი მაძლევდა ხოლმე და ახლა ის დასასვენებლად იყო წასული. 
„აი მშვენიერია, ესა ჩემი ცხოვრება". 
სკოლას მივუახლოვდი, კლასში თამამად შევაბიჯე. 
-ნინა სწრაფად დაჯექი-მითხრა მან. 
ჩემს მერხთან ვიღაც გოგო იჯდა. მე აკოს გვერდით ვიჯექი. ეტყობა ვერ შემამჩნიეს. ერთმანეთის ალერსში იყვნენ გართულნი. ეს უკვეჩვეულებრივი რამ იყო. მერამდენე შეყვარებული იყო უკვე აღარ ვიცი, რომელიც ასე მრალატობდა. ისტერიული სიცილი ამიტყდა. მათ გვერდი ჩავუარე და გავკენწლე. 
-განაგრძეთ. განაგრძეთ- ვუთხარი. 

აკომ გაკვირვებულმა გამომხედა. მე კი თავისუფალ ადგილს მივაშურე. ჩანთა ზედ დავახეთქე და მოთენთილივით დავეშვი. ანდა იმდენი მქონდა ნარბენი, მიკვირდა გულის შეტევა რომ არ დამემართა.
მასწავლებელი კი ტიტინს განაგრძობდა. საათის ისრების ტიტინივით ჩამესმოდა, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც ვიღაცამ სკამი გამომიწია... 
ძირს დავენარცხე. თავზე აკო და მისი სასტავი მედგა და სიცილით იბრიდებოდნენ. მათი თავი არ მქონდა მაგრამ ადგომაც მეზარებოდა. წამოვწექი და დაკვირვებით დავუწყე ყურება. 
-რომელმა გამომიწია სკამი?-ვიკითხე და თვალები მივლულე. 
-კაკო ყაჩაღმა-მითხრა აკომ. 
მეც თვალები გავახილე და ვიკითხე: 
-რომელია ეგ თქვენი კაკო ყაჩაღი?-უკვე აღარც მახსოვდა როგორ მიღალატა აკომ, ეს ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო.
-ბავშვმაც კი იცის ვინ არის კაო, დაწერე ხუთი..-მე შევაწყვეტინე და ვუთხარი-ვინ? 
-ის-მიმანიშნეს ერთ შავგრემან ბიჭზე. 
-აი სად დაგერხა-ვიყვირე და ფეხზე წამოვხტი. ამას ნამდვილად არ მოელოდნენ და სიცილის უმატეს. იმ ბიჭმა მოკურცხლა. მეც დავედევნე, მეტი საქმე მაინც არ მქონდა. 
-გაჩერდი გირჩევნია, მაინც დაგეწევი-ვუყვიროდი და სირბილს ვუმატებდი. ის კი სიცილისგან იხეოდა. 
ავტობუსის გაჩერებამდე ვდიე. ალბათ მალე დავეწეოდი, რომ ამ დროს ავტობუსში ახტა და გამასწრო. 
-ჯანდაბა- ვიყვრე და სკოლისკენ წავედი. 
ზარი დარეკილი იყო. მე, როგორც მჩვევია დაუკაკუნებლად შეველი. რუსული მქონდა. ჩანთას ხელი დავავლე და გასვლას ვაპირებდი, რომ მასწავლებელმა შემაჩერა. 
-ნინა, ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩააბარებ რუსულის საშემოდგომოს. 
-არაუშავს ჩავრჩები.. სკოლას რა ჯობია. მითუმეტეს მე მარტო შატალოზე სიარული მეხერხება. ეს ჩემი პროფესიაა-ვუთხარი და კლასიდან გამოვედი. უკნიდან კი ბავშვების ხარხარი ისმოდა. 
ავტობუსის გაჩერებაზე გავჩერდი და ავტობუს დავუწყე ლოდინი. 
რუსთაველზე მეტროსთან იყო შადრევანი, იქ გაგრილება კარგი იქნებოდა. 
„გიჟი ხარ"-ვეუბნებოდი საკუთარ თავს-„ავტობუსი აღარ მჭირდება მეტროთი წავალ". 
მეტროში შევედი..
-როგორ გრილა-დავუწყე საკუთარ თავს ლაპარაკი.. მეგობარ ჩემთვის ხომ არ არსებობდა. მე მხოლოდ ბიჭებთან ვმეგობრობდი და მათი უმრავლესობა ჩემი ყოფილი მაინც იყო ხოლმე. ერთი მეგობარი მყავდა გოგო და ისიც ფულის გამო მჭირდებოდა.
მეტრო მალე მოვიდა. ხალხი მივწივ-მოვწიე და შიგ პირველი შევვარდი. 
-ნუ გადაგვიარე ყველას-მიყვირა ვიღაცამ უხეშად. მე ყურადღება არ მივაქიე და ზურგით კარებს მივეყრდენი. კუკლასავით გამოპრანჭული გოგოები ამრეზით მიცქერდნენ. მერე რა, რომ წითური ვიყავი.. არვის არ მოსდიოდა ჩემი თმის ფერი თვალში. მე მათთვის მასხარა ვიყავი.
-რუსთაველი-გამოაცხადა ვიღაცამ. კარები გაიღო და მეც გავედი. 
მეტროს სადგურს ცოტათი გამოვცდი და შადრევანი გამოჩნდა. ჩანთა იქვე დავაგდე და შიგ ჩავხტი. ვიღაცამ ალმაცერად გამომხედა.
-აქ ამის ადგილი არაა, ამოდი სწრაფად-მითხრა და დაჟინებული მზერა მომაპყრო. 
-არა შენ ვერაფერს ვერ მიბრძანებ.-ვუთხარი და ირონიულად გავიღიმე. 
ჩემთვის გავაგრძელე წუწაობა. აბა, ვინ გამეწუწა თუ არა გამვლელები. ზოგი მაგინებდა კიდეც, მაგრამ მე ეს ყვეაფერი მეკიდა.
უცებ ვიღაც ბოშა ქალმა მომკიდა ხელი. 
-გიმკითხავებ-თქვა და კარტი აათამაშა ხელში. 
-ფული არ მაქვს-ვუთხარი და გავუღიმე. არადა გავერთობოდი მაინც, დღეს მთელი დღე გასაყვანი მქონდა. 
ქალს ესიამვნა, რომ გავუღიმე.

-მე სხვანაირი მეგონე, ფული არ მინდა-მითხრა და კარტი გაშალა მიწაზე. 
შადრევნიდან მალევე ამოვედი და კარტს დავხედე. 
-ამოირჩიე ერთი-მითხრა და გადმობრუნებულ კარტზე მიმანიშნა. 
ხელი ერთი კარტს დავადე და ბოშამაც გადმოაბრუნა. 
-ორიანი ყვავი-თქვა და სახე გაუფითრდა. 


შემიფასეთ. ))

დაამოწმა და გაალამაზა: SmilerMegi-
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 771 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-11-29 Spam
pirveli tavi momewona, yochag kargia, gansakutrebit zogierti mtavari gmiristvis damaxasiatebeli terminebi momwons.. (Y)