მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 17 » ორი ბილეთი ნიცაში (დასასრული)
1:43 PM
ორი ბილეთი ნიცაში (დასასრული)
Two tickets to Nice!
ორ თავიანი მოთხრობა. 
იმედი მაქვს მოგეწონებათ. 
P.S ჩემი დაწერილი არ არის.

სუნამო ესხა ძალიან არომატული და გრილი..
არ ვიცი სასმელის ბრალი იყო, თუ რა მოხდა, ძალიან მინდოდა, რომ ეს მომენტი დიდხანს გაგრძელებულიყო..
- ძალიან ხომ არ შეგავიწროვე ? – მკითხა კეტებიანმა მშვიდად..
- არა.. – ვთქვი დაუფიქრებლად..
კეტებიანი ადგა და გამიღიმა…
ოფიციანტს მადლობა გადაუხადა და თავის ადგილზე დაჯდა..
ფოტოს გადაღების მომენტმა, რაღაც უხერხული სიჩუმე ჩამოაგდო..
მეც გავჩუმდი და ისიც..
მან სიგარეტს მოუკიდა .. და შემომხედა..
ქალი ყოველთვის გრძნობს მზერის შინაარსს..
არასდროს ვცდები..
ეს იყო ის, რაც
მე ვიგრძენი
და ის მიხვდა, ..
რომ მე ვიგრძენი, ის
რაც მან იგრძნო…..
განცდა ძალიან ბევრისმთქმელი იყო…..
კოქტეილი მოვსვი….. და თვალებში შევხედე..
- რაზე ფიქრობ? – მკითხა კეტებიანმა და უცნაურად გაეღიმა
- ვფიქრობ, კიდევ ხომ არ დაგველია.. – ზუსტად ისეთი ღიმილითვე ვუპასუხე მე
- მაგაზე არ ფიქრობ , მაგრამ არაუშავს – თვალი ჩამიკრა კეტებიანმა და 200 გრამი ვისკი შეუკვეთა – ხომ არ დაიღალე?
- ცოტა – მორიდებით ვთქვი მე – იცი რა მინდა?
- რა გინდა? – დაინტერესდა კეტებიანი
- აი, ლიმნისფერი სარაფანი რომ მეცვას , 3-4 მილიონი მქონდეს ჩემოდანში და
ერთი გზის ბილეთს ვყიდულობდე ნიცამდე..
- საფრანგეთი, ტო?
- ვგიჟდები ისე მინდა ..
- მაგას იტალია – მილანი არ გირჩევია?
- არა ნიცა! აი, იქ მინდა , მარტო მანდ დავისვენებ , ასე მგონია…
კეტებიანს გაეცინა..
- არა, მართლა ძალიან მაგარია ნიცა,
- ნამყოფი ხარ?
- კი, ბევრჯერ
- აუ, როგორია?
- აი, ძალიან მაგარია.. საერთოდ სხვა კონტინენტია.. სხვა პლანეტაა…შენ რომ ჩახვიდე, გადაირევი ისეთია…
- იცი, როგორ მინდა… ? არ იცი.. ლამის სანტა-კლაუსს მივწერო, რომ ნიცას ბილეთი მაჩუქოს…
- საწყალი სანტა-კლაუსი – გაეცინა კეტებიანს..
- ხოო.. მაგრამ ისე მინდა, მაპატიებს… : )
- კარგი, მაშინ არ დავინდოთ სანტა-კლაუსი, არაფერი უშავს. – ამყვა კეტებიანი
ორივეს გაგვეცინა…
- მგონი ძალიან დავთვერი – აღვნიშნე მე
- არა, გეჩვენება.. არაფერი გეტყობა – იუარა კეტებიანმა…
- თენდება.. – ფანჯრებზე მომდგარ სილურჯეს შევხედე მე
- არ მინდა, რომ გათენდეს… – თქვა კეტებიანმა……
- ვერც მე ვერ ვიტან დღეს.. – ვაღიარე მე
- ღამეს სულ სხვა M\” მუღამი \” აქვს
- მეც ეგრე მგონია…
- ღამე ყველაფერი \”მოსულა\” – მითხრა მან ისევ უცნაურად და თვალი-თვალში გამიყარა..
ამ სიტყვებზე გამეცინა და თვალი ავარიდე..
- მგონი ისე დროა, ყავა დავლიოთ და ვისაუზმოთ , არა? თენდება.. რომელი ყავა გინდა?
- \”ამერიკანო\”!
- ვგიჟდები \”ამერიკანოზე\”
- მეც..
- მე უფრო..
- კაი, შენ უფრო – დამითმო კეტებიანმა…
- ხომ ხედავ , ნელ-ნელა, აღარც მეწინააღმდეგები..
- აზრი აღარ აქვს და.. – თავი გაიმართლა კეტებიანმა…
- ხვალ მიდიხარ, ხო? – ვიკითხე უცნაური მოწყენილობით
- უკვე დღეს – კეტებიანმა საათს დახედა და შემომხედა
….. სამარისებულმა სიჩუმემ ყურები დამიგუბა….. – გინდა რომ დავრჩე, ხო ? – ჩემი აზრები წაიკითხა კეტებიანმა.
მე გავჩუმდი , ისე, რომ მისთვის არ შემიხედავს.
- მეეც – გააგრძელა მან – მაგრამ…..
- მაგრამ არ გამოვა, – დავასრულე მისი აზრი ..
- იცი რამდენია ხანია, ასე არავისთან ყოფნა არ მდომებია? შენც ხომ ხვდები..
….. მე ისევ გავიღიმე
- პლაჟზე დაწყებული რომანები დიდხანს არ გრძელდებაო, ამბობენ..
- იტყუებიან – მითხრა მშვიდად კეტებიანმა..
მე გამეცინა..
- შენ ეგრე გგონია? – ვკითხე გამომცდელად
- შენ ყველაფრის გჯერა, რასაც ამბობენ? – კითხვაზე კითხვით მიპასუხა მან და ღრმა ნაფაზი დაარტყა..
- არა.. – ვთქვი მე
- აბა, რა გაფიქრებს?
- არაფერი…
- კამერა რომ მქონოდა, დღევანდელ დღეს გადავიღებდი და სამსახსოვროდ დავიტოვებდი…
- ერთ ეგზემპლარს მეც ხომ ჩამიწერდი? – ვკითხე ღიმილით..
- აუცილებლად…..
- მოიწყინე ?
- არა, მეძინება.. – ისევ ვიცრუე მე
- და არ გაძინებ, ხო?
- რომ არ მინდოდეს, არც დავრჩებოდი აქ დილამდე – ვთქვი მე
- ვიცი..
ორივე გავჩუმდით…..
- 8 საათია – ვთქვი ხმადაბლა
- 12-ზე მივდივარ..
- 4 საათიც…
- ერთი, ორი, სამი, ოთხი..
მე გამეცინა..
- თავი მტკივა..
- იმიტომ, რომ ფხიზლდები.. შეგაბრუნო ? – მკითხა სიცილით
- გაგიჟდი? , ძლივს გონზე მოვდივარ..
- გინდა როო?
- გონზე მოსვლა..? არაა.. – გამეღიმა მე
- არც მე..
ორივეს გაგვეცინა..
- მართლა არ მინდა წასვლა.. – მითხრა კეტებიანმა – დალევა რომ მომინდეს, შენნაირ კომპანიონს ვერავის ვნახავ ..
- ჩემი მსგავსი, მხოლოდ მე ვარ.. …
- ნამდვილად – დამეთანხმა კეტებიანი
რესტორანი გამოცოცხლდა..
ხალხმა მოძრაობა დაიწყო..
- აი, ამიტომ არ მინდოდა გათენება.. სიმშვიდე არ სჯობდა ამ რია-რიას ?
- ძალიან გული მწყდება, რომ გათენდა.. – ვთქვი სინანულით
- ჩასაბარგებელი ვარ..
- მოგეხმარო ? – ვიკითხე სიცილით..
- არა, იყოს,, მეთვითონ.. …
\”… ვზივარ და ვხვდები, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მიზიდავს..
ის არაფერს იმჩნევს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემს დღეშია .. თვალებში ვეღარ მიყურებს….
არ ვიცი, როგორ დავემშვიდობო…
.. ან რა ვთქვა ..
კეტებიანი თვალს არ მაშორებს..
მე კი ისე არ მინდა მისი წასვლა, რომ საკუთარი თავის მოთოკვა მიჭირს..
არ ვიცი რა მემართება,
ალბათ, ყველაფერი \”მოხიტოსა\” და \”ვისკის\” ბრალია..,
ნეტა რას ფიქრობს ის ?…\”
კეტებიანმა ჩემი აზრები წაიკითხა
- იცი, მგონია, რომ ძალიან დიდი ხანია გიცნობ…..
მე გავიღიმე..
- და არ მინდა, რომ მივდიოდე.. და შენ რჩებოდე.. ალბათ ცოტა ალკოჰოლის ბრალია, ამდენი რომ გამაბედინა..
მე ისევ ჩუმად ვარ ..
- იმას გეუბნები, რომ საერთოდ ასეთი გულღიაც არ ვარ …..….უბრალოდ ისე უცნაურად დავიწყეთ.. და ისეთი ემოცია მაქვს.. არ ვიცი.. .. რა მემართება..
- ძალიან მაგარი ღამე იყო, ბევრი ვიცინე ..
- მეც – გამიღიმა კეტებიანმა…
- კაი , წავედი, შენც ჩასაბარგებელ ხარ.. – ვთქვი მოულოდნელად
- ხო – მითხრა კეტებიანმა ორაზროვნად..
არც ერთი არ ვინძრევით ადგილიდან…
სულელებივით ვუღიმით ერთმანეთს..
მერე კეტებიანი ადგა, მეორე კოლოფი სიგარეტი გახსნა და ბართან მივიდა
თანხის გადასახდელად…
მე წამოვდექი, თავბრუ დამეხვა და ისევ დავჯექი..
მერე ისევ ნელა ავდექი და შევეცადე წონასწორობა შემენარჩუნებინა.. .
\”ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია, ახლაც მთვრალი ვარ…\”
კეტებიანი გამობრუნდა და გამიღიმა..
- გაითიშე, ხო?
- ხო – ვთქვი და საცოდავი სახე მივიღე,,
- მორჩა, გეშვები.. მიგაცილებ ნომრამდე და დაიძინებ.. – დამამშვიდა მან..
მინდოდა მეთქვა : \”არ მინდა არსად წასვლა, შენთან დავრჩები დიდი სიამოვნებით მეთქი\” მაგრამ მხოლოდ გავუღიმე…
ლიფტი…
- რაზე ფიქრობ?- დავინტერესდი მე, როდესაც კეტებიანის სახეზე ღიმილი დავინახე..
- ყველაზე ძალიან მინდა, რომ ეხლა აქ შენთან ერთად გავიჭედო და ერთი 2საათი ვერავინ ვერ გამოგვიყვანოს…
ისეთი ხარხარი აგვიტყდა, კინაღამ გავიგუდეთ..
4 სართულზე გამოვედით,
ერთმანეთს ვასკდებოდით სიცილისგან..,
777 – ე ოთახთან გავჩერდით…..
- ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საღამოს გატარება, – მითხრა კეტებიანმა ღიმილით ..
- საღამო არა, ღამის გატარება – ვთქვი დაუფიქრებლად და მერე მივხვდი, რაც წამოვროშე..
ისევ გავლურჯდით სიცილისგან..
- ვიღაცამ რომ გისმინოს წარმომიდგენია, რას იფიქრებს…
- აღარ შემიძლია ცუდად ვარ.. – ძლივს ამოვისუნთქე მე..
- ნეტა ვრჩებოდე..
- ნეტა..
- სულ შენთან ვიქნებოდი..
- მეც…
- ძალიან გავერთე შენთან
- მეც…
- გამიხარდა, რომ გაგიცანი..
- მეც..
- და რომ არ წავიდე, უკვე მართლა დამაგვიანდება.. – მითხრა მან და მხრებზე ჩამოყრილი თმა გადამიწია.. მე სუნთქვა შემეკრა..
- ვიცი.. – ძლივს გასაგონად ვთქვი მე..
- კარგი, მაშინ..
- კარგი..
- იმედია, ოდესმე შეგხვდები..
- იმედია.. – თვალები ამემღვრა, მაგრამ არ შევიმჩნიე…..
- ჩაგეხუტები წასვლის წინ, შეიძლება?
ულაპარაკოდ მივუახოვდი და მთელი სხეულით ჩავეხუტე..
რატომღაც ტირილი მომინდა..
კეტებიანი ოდნავ წამოიწია და საფეთქელთან მაკოცა..
მერე თვალის კუთხეში მაკოცა და გვერდზე გადგა..
… გამაჟრიალა ..
ეს აღარ იყო ჩვეულებრივი მზერა..
- გეშინია, რომ არ შეგიყვარდე ხო? – ვთქვი ხმადაბლა
- მგონი, შიშს უკვე აღარანაირი აზრი აღარ აქვს – მიპასუხა ღიმილით…
- ფოტოს როგორ მომაწვდი..? – დავიბენი მე – რამე კოორდინატი არ გინდა ჩემი?
- გიპოვნი რამენაირად.. არ გამიჭირდება, – მითხრა კეტებიანმა ეშმაკური ღიმილით და ლიფტი გამოიძახა..
გული მეტკინა..
გავიღიმე და თვალი გავუსწორე..
კეტებიანი ლიფტში შევიდა და შემომხედა…
- იმედია, სიზმარშიც მე მნახავ – თვალი ჩამიკრა ღიმილით….
- იმედია – ხმადაბლა ვთქვი მეც ..
ლიფტი დაიკეტა…..
მე ნომერში შევედი..
თვალები მეხუჭებოდა უძილობისგან..
ტანსაცმლიანი ჩავწექი ლოგინში …
ასი ათასი.. და სამასი ათასი ფიქრი მომაწვა..
ჩემს ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა..
\”რომ გავიგო, რომ მანიაკია..
ან ბანდიტი, ვიღაც..
მკვლელი…..
თაღლითი..
ან ყველაზე უარესი – ცოლშვილიანი !!!!
შეიძლება, დარდმა გადამიყოლოს..
სახელი მაინც მეკითხა…
ან ჩემი მაინც მეთქვა..
ან მას მაინც ეკითხა..\”
ისევ თავბრუ მეხვეოდა..
\”რა სიგიჟე ღამე იყო.. ღმერთო\”..
სიზმარში სულელი გუგა ვნახე.. რა შუაში იყო, არ ვიცი… : )
ოღონდ, სიზმრის შინაარსი აღარ მახსოვს..
საღამოს 7საათზე გამეღვიძა…
თავი მისკდებოდა..
ძლივს ავდექი ლოგინიდან …
ჩავიცვი და რესტორანში ჩასვლა დავაპირე
….. კარებში წერილი დამხვდა..
გავხსენი და …
სკამზე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი..
კონვერტში ორი ბილეთი იდო.. :
\” საფრანგეთი, ნიცა \”
სუნთქვა შემეკრა…
და თავბრუ დამეხვა..
ბილეთებიდან პატარა წერილი გადმოვარდა..
\” რადგან ამ წერილს კითხულობ , ალბათ უკვე გაიღვიძე…..
იმედია, კარგად გეძინა…..
მე თვალი არ მომიხუჭავს.. საშინლად ვიფრინე, სულ მეგონა, თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა.. : )
დიდი მადლობა გუშინდელი ღამისთვის , ძალიან კარგი დრო გავატარე..
პატარა საჩუქარი გაგიკეთე, მგონი, გაგიხარდება..
და იმედია, არ გამიბრაზდები, -
შენი მარტო ნიცაში გაშვება ძალიან გამიჭირდა, ამიტომ
ორი ბილეთი გიყიდე,
რა იცი, რა ხდება smile
… ლიმნისფერი ვნახე, მაგრამ მგონი საღამოს კაბა უფროა , ვიდრე სარაფანი, იმედია , მოგეწონება..
ქვემოთ დაგიტოვე, ადმინისტრაციაში.. : )
რაც შეეხება 3-4 მილიონს, ცოტა დრო მქონდა და გამიჭირდა ფულის ჩემოდნებში ჩალაგება, მაგრამ ეგეც იქნება.. : )…
… გიტოვებ ჩვენს ფოტოს..
მრცხვენია, ისეთი მთვრალი ვარ,
მაპატიე, გთხოვ : )
მაგრამ შენ ისეთი ლამაზი ხარ,, ჩემი სიმთვრალე მავიწყდება.. smile
მინდა გითხრა, რომ უკვე ძალიან მენატრები და
გუშინ..
ნომერთან
რომ მიგაცილე ,
ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეკოცნა.. smile
ეს ისე ,
მაინც,
რომ იცოდე ..
ეხლა წავედი, მძღოლი მელოდება უკვე ნახევარი საათია…..
მანდ არ ვარ, მაგრამ იცოდე, რომ სულ, სულ, სულ შენზე ვფიქრობ..
და მინდა გითხრა, რომ იმაზე ბევრად ლამაზი აღმოჩნდი,
ვიდრე ქორწილიდან მახსოვდა.. smile :)

გკოცნი ბევრს,
ძიმკა \”გრუზინსკი\” : )

MissMartina
კატეგორია: ♥ Love ისტორ.. | ნანახია: 858 | დაამატა: LondonerGirl♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
2013-03-18 Spam
Dimkaze xo ici rogorc gadavbjirdi mariam ?? :D: biggrin :D biggrin :D biggrin
Momewona es motxroba ♥