მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 16 » ორი ახალი ჩანახატი
3:30 PM
ორი ახალი ჩანახატი
ერთი... ორი... სამი... ერთი... ორი... სამი... და ისევ აწვიმს ალუბლისფერ აპრილს...
წკაპ...
წკუპ...

ვითვლი თითოეულ წვეთს...
ავუწყობ ფეხს და... ვიწყებ ვალსის ცეკვას...
ერთი... ორი... სამი... ერთი... ორი... სამი... თვალებს ვხუჭავ და მთლიანად ვცეკვავ...

წკაპ ... და შეწყდა წვიმა...
ერთხანს ვდგავარ გაშეშებული...
მერე ვახელ თვალს...
... მი...
თავს შთავაგონებ და ისევ ვიწყებ... ერთი... ორი... სამი... ერთი... ორი...სამი... ოცნებებისგან დაღლილი იქვე მიდგმულსკამთან ვჯდები... იდაყვთან ხელებს ვკეცავ და ვიშვერ... უკვე ავიღე ჩამქვრალი აკორდი, ერთს მეორე მოჰყვა და მერე ისევ... ერთი... ორი... სამი... ერთი... ორი.... სამი... აქაც მღლის ოცნება დაისევ ვაგრძელებ გზას.
ვჩერდები.
ხელს ვიშვერ.
ვამოძრავებ და ისევ...
ერთი... ორი... სამი... ერთი... ორი... სამი... ვხატავ ნახატს რომელიც ჯერ არ დახატულა და არც დაიხატება...
ერთი... ორი... სამი... ერთი... ორი... სა...
და გავჩერდი.
სულთან გავჩერდი და ისევ...
წკაპ...
წკუპ...
ისევ ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი სამი...
და ისევ ზეიმობს გიჟი მე...


...სამი წერტილით დაწყებული წინადადება, უშინაარსო, უსულო და მკვდარი სიტყვები. გამოგონილი ჩემი სამყარო უკიდეგანო, ლურჯი ფიქრებით. ოცნება? ოცნებაშიც კი შემომეჭერი. სიცოცხლის იქით, ფიქრებში გაიჭერი. ვეღარ შეგაჩერე და თავი დაგანებე. მერე გათავხედდი ოცნებაშიც გაბედე შესვლა. მერე წახვედი.
იცი, მარტოობამ სულში ჩაიხედა, იცი, შენი გრძნობადაკარგული, ფერგახუნებული და ყალბი „მიყვარხარაც" მომენატრა. აზრგადასული მაგრამ მაინც „მიყვარხარ". იცი, უშენობა მტკივა. მარტოობამ შემოაბიჯა ჩემს სამყაროში, დაისადგურა და ხმაურიანი სიჩუმე გაამეფა. აქაც კი დაბნელდა, აქაც კი გაშავთეთრდა და განაცრისფერდა, აქაც კი ყველაფერი თქვენს სამყაროს დაემსგავსა. ბოლო აკორდი აიღო ყვითელმა, მრავალწერტილი დასვა წითელმა... მუსიკა აქაც გამომირთეს...
მერე რა მოხდა? გავაფერადებ, მერე რა მოხდა თუ შენც დაგკარგე, მერე რა მოხდა თუ მარტოობა ისევ მაწამებს, გაგაფერადებთ, მთელ სამყაროს გაგაფერადებთ...
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 707 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-09-29 Spam
მომეწონა ძალიან კარგებია :):) ასე გააგრძელე ..