მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » Only You Can Give Me That Feeling [2]
1:51 PM
Only You Can Give Me That Feeling [2]
Only You Can Give
Me That Feeling [2]


ბუმ ტაქსი საკმაოდ დიდ სახლთან გააჩერა და მობილურზე დარეკა
- ჰო , ბიჭო აქ ვართ უკვე შეგიძლიათ გამოხვიდეთ და მოგვეხმაროთ
- ...
- კარგი გელოდებით ,
2წუთი არ იყო გასული კარებში 2 უსიმპატიურესი ბიჭი გამოვიდა


რიგ-რიგობით გადაეხვივნენ ბუს და სახლში შეიპატიჟეს ბუ და კამი 
- ჰეი მე ვერ მხედავთ ? (ამოვიღე ხმა როცა ყურადღება აღარ მომაქციეს)

- აუ მაქს მიხედე რა მაგის ჭიჭყინის თავი არ მაქვს (თქვა ბუმ და კამისთან და ერთ-ერთ ბიჭთან ერთად სახლში შევიდა)

ის მაქსი თუ ვიღაც მომიახლოვდა და ბარგი გამომართვა
- მადლობთ ! (ვუთხარი უხეშად , ჯერ კიდევ ბუზე გაბრაზებულმა)
მანაც აშკარად შეამჩნია ჩემი ტონი მაგრამ გაატარა
- მე მაქსი, შენ ? (იკითხა და კარები დაკეტა ვინაიდან სახლში შევედით)

- მიკი (მოკლედ ვუპასუხე და მისაღებ ოთახშიც ავღმოვჩნდით სადაც კამი ბუ და ის ბიჭი ისხდნენ)
- ხო გაიცანი მიკი , ეს ნიკია (მიმითითა მაქსმა მეორე უცნობ ბიჭზე)
-სასიამოვნოა ( ვთქვი და სავარძელში მოვკალათდი)
- ალბათ დაიღალეთ შენ და კამი ხო ? (მომიბრუნდა ნიკი)
-კი ნამდვილად (გულწრფელად ვუასუხე)
- კარგით , შემიძლია თქვენი ოთახი განახოთ (გამიღიმა)
- კარგი (უპასუხა კამიმ)
ჩვენს ბარგს ხელი მოკიდა და მეორე სართულამდე მიგვატანინა მეორე სართულზე პირველივე ჩვენი ოთახი იყო
- იმედია კარგად მოეწყობით მე წავალ (ისევ გაიღიმა)
- კარგად , გმადლობ (უპასუხა ისევ კამიმ)
ოთახი საკმაოდ მყუდრო აღმოჩნდა , მაღალი ფანჯრებით , ღია ვარდისფერი ფარდებით , ერთი დიდი ფუმფულა ლოგინითა , საკმაოდ დიდი გარდერობით და სააბაზანოთი.
***
- რა სიმპატიურები არიან :O (ავღნიშნე როცა ბარგს გარდერობში ვალაგებდით)
- მართლაც , ის მაქსი მაგარი ტიპია (კამი)
- ნიკიც არ ჩამოუვარდება (ვთქვი და ჩემი ბოლო ჯინსი შევდევი გარდერობში)
- კარგი მე ქვემოთ მივდივარ შენ რას იზავ (მკითხა კამიმ)
- მე წავუძინებ (ლოყაზე ვაკოცე და ლოგინზე დავხტი)
- ხო რათქმაუნდა (თქვა და კარები გაიხურა)
კარგახანს მეძინა როცა გავიღვიძე უკვე საღამო იყო და ოთახს მხოლოდ გარედან შემოსული ლამპიონების შუქი ანათებდა,
ფეხზე ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავირბინე , არავინ დამხვდა , სამზარეულოში შევედი და ცივი წყალი დავლიე ,
მაცივარზე მიკრულ წერილსაც გადავაწყდი
''ჩვენ სანაპიროზე ვართ გასულები, რომ გაიღვიძებ შეგიძლია სემოგვიერთდე'' - კამი
იქვე ახლად გამოცხობილ ბლინებს მოვკარი თვალი , მას შეექეცი როდესაც მოვრჩი თეფში ნიჟარაში ჩავაგდე და სახლიდან გავედი , ბევრი ვიბოდიალე , ''სანაპიროზე ვართო მითხრეს და ამხელა სანაპიროზე სად ვიპოვო ეხლა'' ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც პატარა ბარივით რაღაც შევამჩნიე იქ მივედი და ჩამოვჯექი , საკმაოდ სიმპატიური მომსახურე პერსონალი იყო
- ერთი ჭიქა ვისკი თუ შეიძლება (შევეცადე რაც შემეძლო ნაზად მეთქვა)
- შენნაირი ლამაზი გოგოსთვის ყველაფერი შეიძლება (თვალი ჩამიკრა ბიჭმა და ვისკი ჩამომისხა)
- ნუთუ შენნაირი პატარა გოგო , ამ დროს ასეთ სასმელს უნდა სხვამდეს (მითხრა ადამიანმა რომელიც სულ რამოდენიმე წამის წინ გვერდზე მომიჯდა)
- რასაკვირველია შეიძლება , თანაც სულ არ ვარ პატარა (გამეცინა) - კიდევ ერთი თუ შეიძლება (მივმართე სიმპატიურ ოფიციანტს)
- მე ჯეიმსი (გამიცინა გვერდით მჯდომმა)
- მე მიკი (გავუღიმე) - ახლა კი ნახვამდის (ფეხზე წამოვდექი , მხოლოდ ახლა შევხედე ჯეიმს საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო , შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი )

- უზრდელობაში თუ არ ჩამითვლი ნომერს გთხოვ(გამიღიმა მომნუსხველად)
- რათქმაუნდა მომეცი ტელეფონი (მის ტელეფონში ჩემი ნომერი ჩავწერე და ყველანაირი დამსვიდობების გარეშე სანაპიროს გავუყევი ისევ)
''აი ისინიც'' როგორც იქნა შევამჩნიე ჩემები სანაპიროზე , კოცონთან იჯდნენ და საუბრობდნენ
- საღამო მშვიდობისა (მივესალმე ყველას და სილაზე ჩამოვჯექი)
- ჰეი ძილისგუდა , ჭამე (მზრუნველად მკითხა ბუმ)
- კი ბლინები მივირთვი , გემრიელი იყო ვისი შედევრია , ვიცი რო კამი არ იწვალებდა ;დ (გამეცინა)
- ჩემი შედევრია (სიამაყით გააქნია თავი მაქსმა)

საღამო წყნარად და სასიამოვნოდ გავატარეთ , ერთმანეთიც უკეთ გავიცანით , ორივე სასიამოვნო ადამიანი ჩანდა , გვიანობამდე ვლაპარაკობდით და ერთმანეთს ბავშობის სასაცილო ამბებს ვუყვებოდით , სახლში კი სადღაც პირველისთვის მივედით და დავიშალეთ ,ყველა ჩვენს ოთახებში გადავნაწილდით , პიჟამოები ჩავიცვი და ეგრევე ლოგინში შევწექი კამი რაღაცას მესაუბრებოდა მაგრამ ნახევრად უკვე ზილ-ბურანში ვიყავი ასე რომ არაფერი გამიგია , ცოტახანში კი ტკბილ სიზმრებში გადავეშვი
...
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 679 | დაამატა: Silly-Girl♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
2013-06-02 Spam
kargia momwons da male dade shemdegi <33