მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მაისი » 5 » OnLy LoVe
9:24 AM
OnLy LoVe

ერთ დღესაც, დილით როდესაც გავიღვიძე თავი ცოტა შეუძლოთ ვიგრძენი. ვიცოდი ეს ორსულობის ბრალი იყო, რადგანაც სულ რაღაც ორ ან სამ დღში ჩვენი პატარა დაიბადებოდა. მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ავდექი ჩავიცვი და საავადმყოფოში წავედი იანთან. სანამ სახლიდან გავიდოდი ნეითმა და ბლეიკმა შემაჩერეს. არ უნდოდათ ჩეემი გაშვება რადგან ძალიან ეშინოდათ. მაგრამ მე არცერთს არ დავუჯერე და მაინც წავედი.

დიდი ხანი ვიყავი მასთან ველაპარაჯებოდი, ვუყვებოდი თუ როგორ მეზრდებოოდა მუცელი.

რომ სწორედ არ მდროს საშინლად ამტიკივდა მუცელი. ტკივილისგან კივილი დავიწყე. იანს ვემუდარებოდი რომ გამოფხიზლებულიყო და თან შველას ვითხოვდი.

ამ დროს პალატაში ექიმი შემოვიდა, როდესაც ძირს მწოლი ტკივილისაგან გათეთრებული დამინახა, მაშინვე მიხვდნენ რომ მშობიარობა დამეწყო. ექიმს დაუძახეს და საოპერაციოში გადამიყვანეს.

მშობიარობა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან გამიჭირდა. მაგრამ როგორც იქნა დასრულდა.ეს წუთები ჩემთვის უსაზღვროდ მტკივნეულიც იყო და ამასთანავე უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი ამ დროს. ძაან საყვარელი ბავშვი იყო,პატარა ბიჭუნა მაგრამ მისი ხელში დაჭერა ვერ მოვახერხე რადგან ძალა გამოცლილს გული წამივიდა.

როდესაც გონზე მოვედი თვალების გახელა ძალიან გამიჭირდა. შემდეგ დიდი ძალდატანებით როგორც იქნა გავახილე, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი. მხოლოდ სითეთრე ჩანდა, ბოლოს ნელნელა ყველაფერი დაიწმინდა.

შემდეგ თვალი უკვე ნორმალურად გავახილე ჩემს წინ ისეთი სანახაობა გადაიშალა, რომ ისტერიკული ტირილი ამივარდა. რის გამო? ან რატომ? იმიტომ რომ ჩემს წინ დავინახე იანი ბავშვით ხელში


ვიცოდი, ვხვდებოდი რომ ეს უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილი იყო და იანი ისევ ისე უგუნოდ იწვა ერთ-ერთ პალატაში.

ჩემს ტირილზე პალატაში ექთნები შემოცვივდნენ. 

რაღაც გამიკეთეს და დამეძინა.

როდესაც გავიღვიძე უკვე კარგად ვიყავი. წამოდგომაც შევძელი და მაშინვე ბავშვის სანახავად წავედი.

ისეთი საყვარელი იყო, სულ პაწაწინა. ექთანმა ხელში ამაყვანია


  ამ მომენტმა ჩემი ცხოვრება საბოლოოდ შეცვალა. იანთან ერთად უკვე ის გახდა ჩემი სიცოცხლე, და ჩემი არსებობის მიზეზი. მე ის უნდა დამეცვა და გამეზარდა.

ამდენი ხანი არ ვიცი რატომ მაგრამ ბავშვის სახელზე არც მიფიქრია, თუმცა არც ახლა დამიწყია ფიქრი, რადგან ჩემს ბიჭუნას შევხედე თუ არა მაშინვე მივხვდი რომ მისთვის ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი სახელი "მეთი" დამერქვა. ბავშვიანად ჩემს პალატაში ჯერ არ მიშვებდნენ ამიტომ ამიტომ იქ დავრჩი საკმაოდ დიდი ხანი.

მინდოდა სულ მასთან ვყოფილიყავი მაგრამ ექიმებმა ძალით გამიშვეს, რადგან უნდა დამესვენა, მაგრამ მე მაინც არ წავსულვარ ჩემს პალატაში რადგან ახლა იქ მისვლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა,  ყველაზე ნაკლებად მინდოდა მარტო ყოფნა. მაშინ როცა ვიცოდი, რომ იანი და ჩემი შვილი სულ რამდნიმე ნაბიჯში იყვნენ. ამიტომ იანის პალატაში შევედი. ის ისევ ისე იყო. იანის გამო გული საშინლად მტკიოდა, საშინელება იყო როდესაც ის ამ დროს ჩემთან ერთად არ იყო. ვერ უყურებდა როგორ იბადებოდა პატარა.

დრო გადიოდა, იანის მდგომარეობა კი არ იცვლებოდა, ექიმები დასაიმედებელს ვერაფერს გვეუბნებოდნენ. ჩვენ საავადმყოფოდან გაგვწერეს, ყველამ სიხარულით მიიღო პატარა მეთი, ყველა ანებივრებდა მას. დედა, მამა, ნეითი, ბლეიკი, კეროლაინი, ქეითი, სტეფანი, ჰარი ყველა გვერდით მედგა და მეხმარებოდნენ. მამხნევებდნენ, სწორედ მათი დახმარებით არ ვკარგავდი იმედს რომ იანი გამოჯანმრთელდებოდა და ჩვენ ბედნიერ ოჯახს შევქმნიდით.

ერთ დღეს მაიკი მოვიდა ჩემთან და პატიება მთხოვა ყველაფრისთვის. მთხოვა რომ მეპატიებია მისთვის და მიმეღო ისე როგორც საუკეთესო მეგობარი, რადგან ყოველთვის შემეძლო მისი იმედი მქონოდა. მეც მივიღე მისი მეგობრობა და ჩემთვის უკვე ისიც ისეთივე იყო, როგორიც სტეფანი და ჰარი.

ეკვე ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც იანი კომაში იყო, ხოლო პატარა ერთი თვის იყო, თანდათან უფრო და უფრო ლამაზდებოდა და იანს ემსგავსებოდა.

ზუსტად მაშინ როდესაც ერთი წელი გავიდა იანის კომაში ყოფნის საავადმყოფოში დამიბარეს და მითხრეს რომ თუ კიდევ ერთ თვეში ის გონს არ მოვიდოდა უკვე აზრი აღარ ექნებოდა მის აპარატზე შეერთებას და მას აპარატიდან გამორთავდნენ და ყველაფერი დამთვარდებოდა. ამ სიტყვებმა თითქოს სიცოცხლის ხალისი კიდევ ერთხელ წამართვა. ცოტა ხანი იანთან ვიყავი ველაპარაკებოდი მას, ვთხოვდი რომ გონზე მოსულიყო, და მისი შვილისთვის მამობა გაეწია. შემდეგ საავადმყოფოდან პირდაპირ ეკლესიაში წავედი. რადგან ყველაზე მეტად ღმერთთან მინდოდა ლაპარაკი. ძალიან ბევრი რამ მქონდა მისთვის სათხოვი. დიდი ხანი ვიყავი ეკლესიაში, ძალიან მსიამოვნებდა ღმერთთან ახლოს ყოფნა, საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. ღმერთს ვსთხოვდი, რომ იანი მალე გამოჯანმრთელებულიყო და რაც ექიმმა გვითხრა ის არ მომხდარიყო რადგან ამის შემდეგ ჩემი ცხოვრებაც დამთვარდებოდა, ვთხოვდი რომ მეთი ჯანმრთელი ყოფილიყო ყველანაირად საუკეთესო ყოფილიყო.

ამასობაში შემომაღამდა.. ღამე ქუჩაში სულ მარტო მოვდიოდი და ყველაფერზე ვფიქრობდი. საოცრად წყნარი ღამე იყო. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ახლა რომ იანი ჩემთან ყოფილიყო ყველაფერი სრულყოფილი იქნებოდა. სახლში მისულმა ბავშვს დავხედე, უკვე ეძინა. ამიტომ ჩემს ოთახში გავედი და დავიძინე.

ასე გადიოდა დღეები.



bavshvebo imedia mogewonat. didi bodishi dagvianebistvis. gtxovt daakomentaret. 

miyvarxart<33

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 705 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2012-05-06 Spam
gaagrzelee ra da didi xania rac ar dagidiaaa