მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 25 » One Direction..)
1:12 AM
One Direction..)
One Direction — ბრიტანულ-ირლანდიური ბოიბენდი. მასში შედიან ვოკალისტები ნაიელ ჰორენი, ზეინ მალიკი, ლიამ პეინი, ჰარი სტაილზი, ლუის ტომლინსონი. ჯგუფმა პოპულარობა მოიპოვა შოუს The X Factor ბრიტანული ვერსიის ეთერით. ამჟამად იგი ჩრდილოეთ ამერიკული ლეიბლთან Columbia Records თანამშრომლობს. 

მე ეხლა შემოგთავაზებთ მათ მოკლე ბიოგრაფიებს 

დავიწყებ ჩემი ფავორიტით : ლიამ ჯეიმს პეინი 
ლიამ პეინი 1993 წლის 29 აგვისტოს ვულვერჰემპტონში დაიბადა, ინგლისში. დედამისს ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა და ახალდაბადებულ ბავშვს მხოლოდ ერთი თირკმელი დაჰყვა. სამედიცინო ჩარევის შემდეგ, ამჟამად ორი თირკმელი აქვს, თუმცა ერთი პრაქტიკულად არ მუშაობს. ლიამს ორი და ჰყავს. სკოლაში სწავლისას აქტიურად მონაწილეობდა სპორტულ შეჯიბრებებში. თავისი ადგილი მორბენალთა გუნდში მოიპოვა. როგორც ჰყვება ხოლმე, სკოლაში ხშირად დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც კრივზე დაიწყო სიარული და თავდაცვა ისწავლა. 14 წლიდან სერიოზულად დაინტერესდა მუსიკით. ამბობს, რომ ყველაზე დიდი გავლენა მასზე ჯასტინ ტიმბერლეიკმა მოახდინა.მისი შეყვარებულია დანიელა ახალგაზრდა მოდელი და მოცეკვავე :)) 

ჰარი სტაილზი : 
ჰარი ედვარდ სტაილსი 1994 წლის 1 თებერვალს დაიბადა ინგლისის ქალაქ ჰოლმს-ჩაპლში. მას უფროსი და ჰყავს. 7 წლის იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ. 
სკოლაში თავისი ბენდი ჰყავდა, რომლის სოლისტიც იყო. სწავლა საშუალო განათლების მიღების შემდეგ მიატოვა. 
X factor-ში გამოსვლამდე საარსებო ფულის საშოვნელად საფუნთუშეში მუშაობდა. 
ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა და მასზე გავლენა მოახდინა ელვის პრესლის შემოქმედებამ.ის დიიდი მექალთანის სახელით სარგებლობს .ამჟამად იგი ტეილორ სვიფტს ხვდება. 

ლუი ტომლინსონი : 
ლუი უილიამ ტომლინსონი 1991 წლის 24 დეკემბერს დაიბადა დონკასტერში, სამხრეთ იორკშირში. მისი მშობლები გაიყარნენ, როცა ლუი მოზარდი იყო და მამინაცვლის, მარკ ტომლინსონის გვარი მიიღო. მას ხუთი უმცროსი და ჰყავს: მამის და დედის მხრიდან. 
ლუი ბარნსლიში სამსახიობო ოსტატობის სკოლაში დადიოდა. პატარა როლიც ჰქონდა ერთ-ერთ ინგლისურ ფილმში. 
ლუი ამბობს, რომ მის მუსიკალურ გემოვნებაზე ყველაზე დიდი გავლენა რობი უილიამსმა მოახდინა.ის ხვდება ელეონორს ისინი უკვე დიდი ხანია ერთად არიან :)) 

ზეინ მალიკი : 
ზეინ მალიკი 
ზეინ ჯავად მალიკი 1993 წლის 12 იანვარს დაიბადა ბრედფორდში, ბრიტანულ-პაკისტანურ ოჯახში. მუსლიმანია, ნახევრად პაკისტანელი, მეოთხედით ინგლისელი და მეოთხედით ირლანდიელი. სამი და ჰყავს. 
ამბობს, რომ შერეული სისხლის გამო სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობა უჭირდა. თუმცა მოზარდობის ასაკში ამაყობდა კიდეც თავისი წარმომავლობითა და განსხვავებული გარეგნობით. 
შოუში მონაწილეობის დროს გარდაეცვალა პაპა. მის პატივსაცემად მისი სახელი ამოისვირინგა მკერდზე, არაბულ ენაზე. სულ ზეინს 24 ტატუირება აქვს. მუსიკაში ქუჩურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, შთაგონებას კი მაიკლ ჯეკსონი და აშერი ანიჭებენ. 
ზეიინი ხვდება პერი ედვარდს :)) Little Mix წევრს. 

ნაილ ჰორანი : 
ნაილ ჰორანი 
ნაილ ჯეიმს ჰორანი 1993 წლის 13 სექტემბერს დაიბადა ირლანდიაში, მალინგარში. მშობლები როცა დაშორდნენ, ბიჭი ხუთი წლის იყო. ის და მისი უფროსი ძმა დედასა და მამას შორის იხლიჩებოდნენ რამდენიმე წელი, სანამ ბოლოს და ბოლოს არ გადაწყვიტეს, რომ მამასთან ეცხოვრათ. 
ნაილი სკოლის გუნდში მღეროდა, ბავშვობიდან უკრავს გიტარაზე. თვითონ ამბობს, რომ გიტარა მისი საუკეთესო საშობაო საჩუქარია. 
X factor-ზე გასაუბრებისას ჰორანმა თქვა: "მე 16 წლის ვარ 
და მინდა ისეთივე ცნობილი გავხდე, როგორც ბიონსე და ჯასტინ ბიბერი არიან". 



GabbY♥
კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 1259 | დაამატა: Payne | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-12-25 Spam
Marie ♥ Swift, Madloba Kargii Survilebistvis hearts