ბრიტანული ბენდი One Direction მომდევნო თვეში კიდევ ერთ სინგლს შემოგვთავაზებს ალბომიდან ”Take Me Home”. ეს უკანასკნელი კი 12 ნოემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში და ჯგუფის დისკოგრაფიაში მეორე სტუდიური ალბომი გახლავთ.
რაც შეეხებე ახალ ნამუშევარს, იგი ”Little Things” გახლავთ. ფირფიტიდან პირველი სინგლის რელიზი სექტემბრის ბოლოს შედგა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. სიმღერა სახელწოდებით ”Live While We're Young” თხუთმეტამდე ჩარტში ამ დრომდე ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. ვიდეოპორტალ YouTube-ზე კი მისი კლიპის ნახვები 60 მილიონს აღემატება.
One Direction-ის ფანებს გაგახარებთ და გეტყვით, რომ ახალი ალბომის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება ”Little Things”-ს მისი რელიზი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 5 ნოემბერს შედგება