რა არის ცხოვრება?ზოგისთვის წიგნის ფურცელია რომელსაც ზოგი ავსებს, ზოგიც ვერა.....ზოგისთვის ერთი წამია რომელშიც ყველაფერი უნდა მოასწროს და გააკეთოს, ეს ცხოვრება სპექტაკლია,რომელიც სავსეა დრამატული ტრაგიკული და ბედნიერი წუთებით,ყოველი ჩვენგანი ამ სპექტაკლის მთავარი გმირია....
-ბელა ადექი გაგვიანდება !
სასიამოვნო ხილვები ისევე უეცრად შეწყდა როგორც დაიწყო.სიბნელე თვალისმომჭრელმა შუქმა გაარღვია.ამოვიოხრე და გვერდზე გადაბრუნება ვცადე. - ნუ გეზარება ადექი ! დედამ ჩვეულ დროს გამაღვიძა.უკვე ერთფეროვნებას შეჩვეული ვიყავი,დილის უცვლელი პროცედურები ..
თავი მოვიწესრიგე,გამოვიცვალე ჩანთაში წიგნები ჩავყარე და პირველ სართულზე ჩავირბინე .. დღეს ბოლო დღეა .. ზაფხულის არდადაგები წინა .. ვისაუზმე და სკოლაში წავედი .. შენობაში შესვლისას,მთავარი დერეფანი გავიარე ჩემს კარადას მივუახლოვდი და ქურთუკი შევაგდე .. კარი დავკეტე,რომ უცბად ემილის შევეჩეხე: -ოუ .. როგორ ხარ ? (გადავეხვიე) -არამიშავს .. დღეს მივდივართ STRABUCKS -ის კაფეში ? -არამგონია .. -გაგიჟდი ? ხვალ მიფრინავ სან-ფრანცისკოში და ეს დრო ერთად არ უნდა გავატაროთ ? საძაგელო .. -კარგი ხო ))
კლასში შევედი ,ლიტერატურული ენის გაკვეთილი უკვე დაწყებულიყო ,რატომღაც ზარი არ გამიგონია .. მასწავლებელს მოვუბოდიშე და ჩემი ადგილი დავიკავე .. მისტერ ბენერი დიდხანს ლაქლაქებდა .. რადგან ბოლო გაკვეთილი იყო,დავალებებს გვაძლევდა .. ასევე რამოდენიმე წიგნის სახელი ჩაგვაწერინა რაც აუცილებლად უნდა წაგვეკითხა სიაში შედიოდა:შექსპირი "რომეო და ჯულიეტა " ემილი ბრონტეს " ქარიშხლიანი უღელტეხილი " ,შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი " და ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერი" ამ სიიდან ყველა მქონდა წაკითხული გარდა ალექსანდრე დიუმას " სამი მუშკეტერი " .. კიდევ რაღაც ისტორიულ ფაქტებზე ისაუბრა .. მოკლედ ტვინი წაიღო .. გაკვეთილი მალე გამოვიდა,მაგრამ გეგონებოდათ საუკუნე გავიდაო .. მეორე სპორტი გვქონდა,ამიტომ სკოლის მეორე კორპუსში გადავინაცვლე და სტადიონისკენ გადავუხვიე .. მასწავლებელმა უფლება მოგვცა გასახდელში დავბრუნებულიყავით .. მხოლოდ ვარჯიშები გავაკეთეთ,მერე კი "ყირაზე" დავდექით,პირდაპირი მნიშვნელობით ..
ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმე გაკვეთილი გვქონდა .. ბოლოს ლანჩის დროს,მხოლოდ ბურგერი ავიღე და კოლა .. შევჭამე,შემდეგ კი ემილისთან ერთად STRABUCKS-ის კაფეში მივედით .. კოქტეილები დავლიეთ,ხილის .. ბევრი ვისაუბრეთ,ვიჭორავეთ .. ენა ამდენი ლაქლაქისგან მტკიოდა .. ძალიან მშიოდა კიდეც .. კუჭი გამიხმა ამიტომ იქვე კაფეს გვერდით პატარა რესტორანში შევედით .. სოკოს სალათა შევუკვეთთ და კოლა .. წავიხემსეთ .. ფული გადავუხადეთ და ბოლოს ჩემი სახლის წინ გავჩერდით .. -ძალიან მომენატრები(ემილი) -მეეცც(ძაან მაგრად გადავეხვიე) -იცოდე შემეხმიანე ხოლმე,ფეისბუქით,სკაიფით .. მობილურით .. -აბა რას ვიზამ(ისევ გადავეხვიე და დავემშიდობე)
... -მოვედი დე .. (კარები მივხურე) დედაჩემი ნამცხვრების ცხობით იყო გართული .. ოთახში ავედი და ჩემოდანის ჩალაგება განვაგრძე .. ბოლოს როდესაც ყველაფერი გადავამოწმე ოთახის კუთხეში მივაყუდე .. სააბაზანოში შევედი და ვიბანავე .. მესიამოვნა თბილი წყალი .. დიდი ხანი ვბანაობდი,ბოლოს მომბეზრდა და ხალათი მოვიცვი ..
ფიქრების მორევში გადავეშვი .. ხვალ სან-ფრანცისკოში მივფრინავდი,ბიძიაჩემთან .. იქ უკვე ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო .. შეიძლება იქ გამეგრძელებინა სწავლა .. წინასწარ არაფერი ვიცი .. დიდი ხანი ვიდექი გაშტერებული გარდერობის წინ მხოლოდ 2 საღამური და ერთიორი ხელი ტანსაცმელი იყო შიგნით .. თითმის ყველაფერი მიმქონდა .. საღამური ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი .. ლეპტოპი დავიდე მუხლებზე,ფილმის ყურება მინდოდა ამიტომ The Hunger Games-ი ჩავრთე .. ერთ ფილმს მეორე მოჰყვა მეორეს მესამე და ასე ჩამეძინა ..
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა .. ძლივს წამოვწიე თავი .. გამზადებული ტანსაცმელი ჩავიცვი,თავი ცოტა მოვიწესრიგე და ძლივსძლივობით ჩემოდანი კიბეებზე ჩამოვაგორე .. დედამ აეოროპორტში წამიყვანა .. გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია .. აი მივედით აეროპორტშიც .. წინასწარი შემოწმება გავიარე .. დედას ძალიან მაგრად გადავეხვიე: -ბიძაშენს დაუჯერე -დედა პატარა აღარ ვარ .. (გამეცინა) -კეთილი მგზავრობა .. ღმერთმა დაგლოცოს .. (შუბლზე მაკოცა და ესკალატორზე ასვლისას ხელი ბოლოჯერ დამიქნია)
.....
ბავშვებო ველოდები კრიტიკას ))
ვიცი ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა და ცოტა სულელობა გამომივიდა,მაგრამ რატომღაც მეც მინდოდა დამეწყო მოთხრობა ისე ადმინმა უფლება მომცა სხვათაშორის გაუგებრობა რომ არის იყოს .. ))
აბა შეაფასეთ კრიტიკას ვიღებ ))
mariko1
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:709 | დაამატა:დიანა♥ | რეიტინგი:5.0/2