მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 10 » Once Upon a Time,I was a CHILD))
12:19 PM
Once Upon a Time,I was a CHILD))
Once Upon a Time,I was a CHILD))
ჩემი საკონკურსო თემა მარიამოს კონკურსისათვის
იმედია დაგაინტერესებთ

პატარაობა,ბავშვობა - ეს არის ის პერიოდი,რომლის დაბრუნებაც ყველა ოცნებობს..მოხუცი თუ შედარებით ახალგაზრდა,ქალი თუ კაცი..ეს დრო ყველასთვის განსაკუთრებულ წლებს წარმოადგენს.. ამ დროს ხომ ყველა ჩვენგანს სჯერა რომ ოცნებები ხდება და მხოლოდ კეთილი ადამიანები არსებობენ.. როცა პატარა ხარ უბრალოდ შეგიძლია იყო ბედნიერი და უყურო ქვეყანას ფერადი ფერებით..ყოველ დღე,ყოველ წუთს, ყოველ წამს ვოცნებობ უკან დავბრუნდე,რადგან ბავშვობა მართლაც შესანიშნავი პერიოდია.. მახსოვს პირველად რომ მივედი ბაღში ბევრი ვიტირე და რო  გავეცუმებინე შოკოლადები მომცეს .. მახსოვს პირველად რო გავებუტე ჩემ საუკეთესო მეგობარს თოჯინას გამო.. თავის ბარბი არ მათხოვა და .. მახსოვს როცა პატარა ვიყავი როგორ ვცემე ბიჭი,რომელმაც ჩემი შოკოლადი შეჭამა..მახსოვს პირველად,ბავშვურად როგორ შემიყვარდა.. რო მეკითხებოდნენ ვინ გიყვარსო,მაშინვე მის სახელს ვიძახდი.. 
ბავშვობა,პატარაობა ეს მართლაც განსაკუთრებულია.. როცა პატარა ბავშვს ვუყურებ,მინდა მეც პატარა ვიყო..დავიბრუნო ის წლები,თუმცა ვიცი რომ ეს ასე არ მოხდება,მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ რადგან ეს წლები ჩემ მახსოვრობაში სამუდამოდ ჩარჩება ყველაზე დიდ და ლამაზ მოგონებად..
ფაქტები ჩემ პატარობაზე
✔პატარაობაში მეძახდნენ ზედმეტ სახელს "მაკაკო ან მაკაკა"
✔ვიყავი ძალიან მტირალა.. დედაჩემი სახლიდან მაგდებდა ხოლმე:დ
✔როცა სტუმარი მოვიდოდა სახლში არ ვაძლევდი უფლებას ჩემ სკამზე დამჯდარიყო და ჭამასაც ვუშლიდი.. იცი რას ვამბობდი თურმე "სახლში ვერ ჭამე,აქ იმიტო მოხვედი რო ჩემი ფია შემიჭამო-თქო" :დ 
დაახლოებით ასე ვამბობდი..
✔როცა მაბრაზებდნენ მამით ვემუქრებოდა "ვუთა მამიკოსა" ასე ვამბობდი ზუსტად
✔პატარა რო ვიყავი მიყვარდა ჩემ ძმასთან თამაში.. (ახლა ნერვებს
მიშლის ხოლმე :დ)
✔ერთხელ ბაღში ბიჭი ვცემე მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი თმისსამაგრი აიღო..
✔არ მიყვარდა საჭმელის ჭამა.. 
✔საჭმელს ისე არ ვჭამდი,თუ წიგნს არ ვათვალიერებდი ხოლმე თან...

✔ჩემი ტოლებისგან განსხვავებით ბევრად უფრო ჭკვიანი ვიყავი
✔9 თვისამ დავიწყე სიარული (ასე მითხრეს)
✔პატარა რო ვიყავი ვაკეთებდი ქოხს და იქიდან საათობით არ გამოვდიოდი,ხან იქ მეძინა კიდეც.. 
✔პატარა რო ვიყავი და როცა მეკითხებოდნენ ვის უნდა გაჰყვე ცოლადო,მე ვპასუხობდი მარშუტკას-თქო
✔დაახლოებით 4 წლის ვიყავი,მაშინ ერთი ცნობილი მომღერალი იყო ბაჩო გვარი არ მახსოვს და ის მიყვარდა.. მასთან ფოტოც კი მაქვს (სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ის ფოტო დავდო და გაჩვენოთ)
✔პატარაობაში განსაკუთრებით მიყვარდა მულტფილმები "ტომი და ჯერი" და "Ну погоди!"
✔პატარა რო ვიყავი ძალიან მიყვარდა წყალში თამაში და ბანაობა.. ვინც
მე წყალს მომაშორებდა არ ელოდა ხოლმე კარგი დღე..
✔პატარა რო ვიყავი მქონდა ცისფერი თვალები,ახლა მწვანე მაქვს..
✔პირველად ბაღში დედამ მიმიყვანა,როდესაც მან წასვლა მე ტირილი ავტეხე და ბევრი შოკოლადი მივიღე იმის სანაცვლოდ რომ დავრჩენილიყავი
✔პირველად ბიჭს იმიტომ ვეჩხუბე რომ შოკოლადი შემიჭამა(მსუნაგი ვიყავი და :დ)
✔არ მომწონდა როცა ვინმე ჩემი სათამოშოს იღებდა და მითუმეტეს თამაშობდა..
✔ჩემი პირველი სიტყვა იყო მამა..
✔არ მიყვარდა თმების დავარცხნა და დედა ყოველთვის საცარცხლით დამდევდა.. 
✔განსაკუთრებით მიყვარდა მოხარშული კვერცხი..
✔მახსოვს ერთხელ როგორ ვეჩხუბე ჩემ მეგობარს იმის გამო რომ თოჯინა არ მათხოვა ..ძალიან ვეჩხუბე და რამოდენიმე დღე ხმას არ ვცემდი..
✔მიყვარდა განსაკუთრებით ექიმობანას თამაში ..
✔არ მიყვარდა ადრე დაძინება,არც ახლა მიყვარს..
✔პირველ სურათში 8 თვის ვარ, მეორეში წლისა და 1 თვის(ხარისხისთვის ბოდიში)
 
✔პატარაობაში განსაკუთრებით მიყვარდა სახლის დალაგება,ჭურჭლის დარეცხვა და ა.შ ამის მაგალითია ეს ფოტოც..აქ მგონი 4 ან 5 წლის ვარ,მამიდაჩემთან..
✔როცა მეკითხებოდნენ დედა უფრო გიყვარს თუ მამაო,მე ვპასუხობდი მამა-თქო.. ახლა რო მკითხო კი ალბათ ორივეს გიპასუხებთ..
✔როცა მეკითხებოდნენ სად უნდა გათხოვდეო,მე ვამბობდი სოფელში უნდა გავთხოვდე თქო..
✔და ბოლოს,მეტს აღარ შეგაწყენთ და თავს არ მოგაბეზრებთ,პირველი ორი სიტყვა რომელიც ერთმანეთს გადავაბი იყო მამა მოდი,დედამ მასწავლა ..ამ დროს დაახლოებით 4 თვის ვიყავი..

მორჩა ეს იყო რაც მინდოდა დამეწერა,არა ეს ძალიან ცოტაა..იმედია კარგი გამოვიდა,მე ვფიქრობ არ არის ცუდი.. ველოდები თქვენ შეფასებას,ამ კონკურში მე უნდა გავიმარჯვო :დ თუმცა მართლა კი არა..ეს თემა მხოლოდ იმიტომ დავდე რომ ბავშვობა ლამაზი მოგონებაა და მინდოდა ჩემი ბავშვობის შესახებ ცოტა რამე მაინც გაგეგოთ.. მადლობა ყველას ვინც დრო დაუთმო ამ სიახლეს და წაიკითხა..ამ სიახლეს დავასრულებ ამ სიტყვებით:
Forever Young, Forever Child
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 822 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6
2013-03-08 Spam
momewona :* sayvareli xar <3 makakao da kinagam gulma mxia(mizezi es me vici) biggrin