მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 8 » Once Upon a TimE I was a CHILD
0:02 AM
Once Upon a TimE I was a CHILD
Once Upon a TimE
I was a 
CHILD
❀ სრულიადში ჩემი თემა 
 






ბავშვობა:))როგორც ყველასთვის ჩემთვისაც ეს სიტყვა დაკავშირებულია ტკბილ მოგონებებთან .. იმ დროსთან როდესაც იმისათვის რომ ვყოფილიყავი ლამაზი საკმარისი იყო დამება ბაფთა და არა წამესვა პომადა:))ის დრო როდესაც ვიყავი ყველაზე გულუბრყვილო არსება და ყველაფრის მჯეროდა , მაშინებდნენ პატრულით და მსჯიდნენ სახლში ჯდომით )) როდესაც Disney ჩემი საყვარელი არხი იყო და ყველაზე დიდი გაცრუება Kinder Surprise-ში ამოსული იგივე სათამაშო:))
ეს დრო რო მახსენდება ზოგჯერ ტირილი მინდება რადგან ვაცნობიერებ რომ რაცარუნდა დიდად მინდოდეს რო გავიზარდო ვერასოდეს დავაბრუნებ გასულ წლებს და იმ ტკბილ მოგონებებს:))"როდის გავიზრდები" ეს ფრაზა ყველას პირზე აკერია მაგრამ ყველა აცნობიერებს რომ არ უნდა ამ წლების უკან დატოვება და უნდა ისევ იყოს ბავშვი:))






ჩემი ბავშვობაც ისეთი ფერადი და ტკბილი იყო როგორც სხვების:))ჩემი პირველი სიტყვა იყო "ოცი" რაზეც ბიძაჩემი სულ მეკაიფებოდა :დ რადგან როდესაც მკითხავდნენ მაგალითად "10+10" რამდენია?ოცი,"20+40" -იც ოცი იყო ჩემთვის რო გეკითხათ :დ .. თავისუფალ დროს ვატარებდი ეზოში .. თავისუფალი დრო კი ბავშვობაში ყოველ წამ და წუთს ნიშნავს .. რათქმაუნდა ეზოს ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი : დამალობანას , მგელობანას , "კრასკობანას :დ" , დედა-შვილობანას და ა.შ .. ჩემი საყვარელი Baby Born - ის თოჯინა ემილი და რათქმაუნდა ბარბები თავიანთი ფერადი კაბებით:))2 ბაღი გამოვიცვალე და ყველაზე კარგად პირველი მახსოვს რადგან ყოველდღე დავყავდით ბულვარში, სწორედ ამ ბაღში შევასრულე მთავარი როლი ფიფქიასი:))მეორე ბაღში სულ გამოკეტილი ვყავდით :დ ამიტომ დიდად არ მიყვარდა მაგრამ იქედან გავიჩინე ბავშვობის მეგობრები ნიკა და თიკო:))ბევრი ბავშვობის მეგობრები მყავს მაგრამ განსაკუთრებულად მაინც ქეთი მიყვარს:))უბრალოდ მასთან ძალიან ძალიან ტკბილი მოგონებები მაკავშირებს .. მახსოვს იმ დროს H2o პიკი იყო :დ და ჩვენაც ქალთევზების როლს ვირგებდით :დ მე კლეო ვიყავი ის კიდე რიკი :დ წარმოიდგინეთ ეხა ხალიჩაზე გაწოლილი 2 ქალთევზა მიმავალი კუნძულ მაკოსკენ :დ .. ცელქი ბავშვი არ ვყოფილვარ მაგრამ ზოგჯერ მოვიგიჟებდი :დ ..





სკოლაშიც თიკოს და ნიკას კლასში მოვხვდი და პირველი კლასიდან დღემდე ერთად ვართ :)) რო გავიზარდე მე და ქეთის მეგობრობა უფრო გამყარდა :)) გამყარდა ტკბილი მოგონებებიც:)) ჩვენი სიმღერები და ჩვენი ბოსი "ლალა" :დ ლალა ჩვენი უბნის მოხუცი ქალია და ვითო ჩაკ ნორისის ცოლია :დ და ჩვენ მისი ანგელოზები ვართ :დ მე და ქეთის ჩათი დღესაც იწყება ფრაზით "რასშვება 1 გოგო" :დ ეს ლალას უყვარს ასე და ხო გესმით :დ
დღესაც ვიღებთ ვიდეოებს რომელსაც ვამთავრებთ ფრაზით "Love you All Kiss You All Bye" (ქისტაურის შკოლა) :დ
ბავშვობის ფოტო ძალიან ბევრი მაქვს:))მაგრამ უმეტესობა მამაჩემთან )) ნუ ეს გარკვეული მიზეზების გამო .. მამაჩემს და მე ყოველთვის გვქონდა ერთგვარ ტრადიციაც ყოველ ახალ წელს და ბავშვთა დღეს ფოტოების გადაღება .. ყოველთვის მანებივრებდა მამაჩემი და ცოტა მეტიჩარა ამიტო ვარ :დ (როგორც ჩემმა დამრიგებელმა მიწოდა :დ გველი ქალი :დ)





ეხლა კი შემოგთავაზებთ ფაქტებს )) ისეთი შეგრძნება მაქვს რო რაღაც გამომრჩა და თემას რო დავდებ ვიცი რაღაც გამახსენდება მაგრამ რა ვქნა :დ


6 წლამდე ვერ ვამბობდი ასო "რ"ს
პირველი სიტყვა ვთქვი როცა ვიყავი წლინახევრის
დავდიოდი ორ ბაღში
პირველ ბაღში ვითამაშე ფიფქიას როლი მეორეში ერთხელ წამყვანი ვიყავი და მეორეჯერ ფიფქი :დ
ბაღში მომწონდა ერთი ბიჭი რომელსაც ერქვა ჯონი :დ
სკოლაში შევედი 7 წლის
ბავშვობის მეგობარი ქეთი
მუსიკალურში სპეციალობის მასწავლებელი მეძახდა : ლობიოს, ბაჭიას , მეგობარო-ს
დავამთავრე ზაქარია ფალიაშვილის 6 წლედი
დავდიოდი 5 წელი ქართულ ცეკვებზე
ბავშვობიდანვე მქონდა ინიციატივა უცხო ენებზე .. განსაკუთრებით რუსული ვიცოდი თავიდანვე კარგად
ბავშვობაში ვგიჟდებოდი გვირილაზე ამიტომ ბევრი ფოტო მაქვს გვირილის გვირგვინით
ბავშვობაში ვგიჟდებოდი ცხენებზე ))
როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი დედაჩემთან მივდიოდი და ვთხოვდი რო ჩემი თავი გულზე დაედო:))არვიცი რატო ალბათ ესე თავს დაცულად ვგრძნობდი ..
არასოდეს არ ვყოფილვარ ზედმეტად თბილი ბავშვი )) ყველა "ცივ ლობიო"-ს მეძახდა :დ ..
ნუ რათქმაუნდა ვგიჟდებოდი ბარბის მულთფილმებზე და დისკების კოლექცია მქონდა ))
მქონდა ჟურნალ "ფერადი სამყარო" -ს და "კარუსელი"-ს ყველა ნომერი ..
ბავშვობაში პუტკუნა ვიყავი ეხლა კიდე უკვირთ როგორ ვარ ესეთ ფორმაში :დ ..
როცა ტანსაცმელები მიპატარავდებოდა ვინახავდი ვამბობდი ჩემს შვილს უნდა ჩავაცვა თქო :დ
ჩემი პირველი საჩუქარი რომელიც თოვლის ბაბუმ (ოხ მამა :დ) მაჩუქა ეს იყო ბარბის სახლი:)) 8 წლის ასაკში გავიგე რო თოვლის ბაბუ იყო მამაჩემი :დ .. მაგრამ მაინც მოვითხოვდი საჩუქრებს :დ
პირველ სამოდელო ქასთინგზე ვიყავი როცა მიმიწვიეს სკოლიდან 11 წლის მეორეზე 13 წლის
ელასტიური ბავშვი ვიყავი და დედაჩემი "მაუგლი"-ს მეძახდა :დ
საყვარელი ზღაპარი იყო ფიფქია და შვიდი ჯუჯა
საყვარელი მულთფილმი ბარბის შემდეგ შრეკი
დისნეის საყვარელი სერიალი Totally Spies
ვგიჟდებოდი და ეხლაც ვგიჟდები Dress Up ების თამაშებზე :დ
როდესაც კომპიუტერი მიყიდეს კომპიუტერში მქონდა : ჯესიკა ალბას , ტეილორ სვიფტის და დისნეის მულთფილმების პაპკები:))
ბავშვობის საყვარელი ფილმი Home Alone ყველა ნაწილი
საყვარელი მულთფილმი ბარბის შემდეგ შრეკი და მონსტრების კორპორაცია




ბავშვობის ფოტოები ალბომში მაქვს :დ
აქ კი ცოტაოდენი :))








(meore var)



იმედია მოგეწონათ:))
კომენტარები:*



კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 921 | დაამატა: Sunshine♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-03-09 Spam
marriaaaaam ra sayvareli iyaavii biggrin <333333333 exacc xar mara bavshobashi gansakutrebulad sayvareli iqnebodi