მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 8 » Once Upon a Time,I was a CHILD))
2:11 PM
Once Upon a Time,I was a CHILD))
ღამის 12 საათი იყო..მე ჯერ კიდევ ქართულის წიგნები მეყწო წინ და ხვალინდელი გამოცდისთვის ვემზადებოდი..
ჩემს გვერდით ტკბილად ეძინა ჩემს დას...მომბეზრდა ამდენი მეცადინეობა და მას გავხედე.
როგორ უდარდელად იყო.ხვალ ბაღში მიდიოდა,სამეცადინო არ ქონდა,პირიქით იმაზე ფიქრობდა მსაწვალებელი რას ათამაშებდათ...მე წამით ვინატრე,ხომ შეიძლება ახლა მეც ვიყო მის ადგილას....
და გადავეშვი იმ ფიქრთა მორევში,რომელსაც ბავშვობა ქვია...

ადამიანი მართლაც რომ უცნაური არსებაა..ვცდილობთ რაც შეიძლება მალე გავიზარდოთ,ვიყოთ "დიდები" )) მაგრამ შემდეგ,კვლავ ბავშობაში დაბრუნებააზე ვოცნებობთ.

ბავშვობა–ეს არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო ხანა,რომელზედაც დაუსრულებლად შემიძლია ვწერო...
როცა არ არსებობს ბოროტება და შენ ყველაფერი სხვაგვარად გგონია,ტირიხარ იმის გამო რაზეც ახლა გეცინება,ფიქრობ იმაზე რაზეც ახლა ფიქრიც კი არ ღირს,დარდობ და გიხარია რაც ახლა არც კი გიღირს.
რაც არ უნდა იყოს,და რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო,ვფიქრობ რომ ჩემი ბავშვობა ბევრად განსხვადებოდა იმისგან,რომელიც ახლა ჩემ 6 წლის დას აქვს.  )) რათქმაუნდა ფიქრობს გართობაზე,თამაშზე მაგრამ ამავდროულად დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელთა 70%ში..:დ არ ტოვებს ყოველდღე თამაშებსა და სხვადასხვა ვიდეოებს,როცა მე მის ასაკში ამ დროს თოჯინების მოვლასა და ზღაპრების კითხვაში ვატარებდი.მიუხედავად იმისა,რომ დიდი სხვაობა არაა ჩვენ თაობებს შორის,გასნხვავება მაინც ძალიან ბევრია.

მაქვს ძალიან კარგი მახსოვრობა და ძალიან ბევრი რამ მახსოვს..
ზოგჯერ როცა ჩემს დაქალებს ამ ამბებს ვუყვები,ბრაზდებიან შენ რატომ გახსოვს და ჩვენ არაო : )) 

ერთი სიტყვით ვიწყებ ფაქტებს ჩემს ბავშობაზე: ))

ვიყავი ძალიან მორცხვი ბავშვი.ზედმეტ სიტყვას არავის ვეუბნებოდი :))
ბაღში ყოველთვის ბიძა მაკითხავდა...ყველაც მამაჩემი ეგონა,რაზეც ძალიან მეშლებოდა ნერვები :დ ერთხელ მამაჩემმა მომაკითხა და მასწავლებლები ჩემს თავს არ ატნევდნენ,"უცხო ხართ და ბავშვი როგორ გაგატანოთო",სანამ არ გაერკვნენ რომ სინამდვილეში მართლა მამაჩემი იყო.

ბაღში მასწავლებელი გვეუბნებოდა თუ კარგად არ მოვიქცეოდით შუბლზე ორიანს დაგვაწერდა.წარმოვიდგენდი,როგორ გამოვდივარ ბაღიდან,მივდივარ სახლში დ შუბლზე მაწერია დიდი ორინანი.მეშინოდა და ხელს ვიფარებდი :დ
4 წლისას მომიყვანეს ლეკვი,რომელსაც ლომა დაარქვეს.მე კიდე ვითხოვდი სახელის შეცვლას,რადგან მეშინოდა როცა ძაღლი გაიზდებოდა ლომი არ გამხდარიყო.
დამშვიდდით,გაიზარდა და ჩვეულებრივი ძაღლია :დ
ბაღიდან მომყვება ორი ჩემი ბავშობის მეგობარი.  : )) თათია და ანანო..ორივესთან დღემდე იდეალური ურთიერთობა მაქვს,განსაკუთრებით თათიასთან..და არ მომწონს როცა ამბობენ,რომ ბავშობის მეგობარი ბავშობის მეგობრად რჩება...
თუმცა გასაკვირვი ისაა,რომ ბაღში მე და თათია დასანახავად ვერ ვიტანდით ერთმანეთს...:დ
კითხვა ვისწავლე 4 წლის ასაკში,ჩემით..ახლაც ნათლად მახსოვს,ზღაპარი რომელიც დამოუკიდებლად წავიკითხე,ასოები ამოვკითხე და რამოდენიმე წინადადება გადავაბი ერთმანეთს.მეგონა მარტო ვიყავი და თურმე მთელი ოჯახი მე მიყურებდა :დ
მყავდა მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბებია(დედის დედა).მისი გარდაცვალებით ნამდვილად ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილიც მას გაყვა.თან მყვებოდა,ჩემი მეორე დედა იყო.ძალიან ძალიან ძალიან მიყვარდა.!ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი.ნამდვილი მაგალითი,როგორ უნდა ვიყო ძლიერი ქალი!(4 წლის წინ გარდაცვლილია)
ორივე მხრიდან ბებია–ბაბუსთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი.განებივრებული მარიამი(მარიკუნა ან მარიამო:დ)

ყოველთვის მქონდა ჭამის პრობლემა!!ოღონდ სუპი არ დაეძალებინათ და ყველაფერზე დავთანხმდებოდი:დ მხოლოდ შემწვარ კარტოფილსა და ტკბილეულს ვჭამდი :დ

ჩვეულებრივ,როდესაც ბაღიდან მოვედი დედა შემეკითხა"რა ისწავლე დღესო"?ყველანი ერთად ვიყავით,რომ მეც სიხარულით ვთქვი:
–დღეს მასწავლებელმა ახალი დამატება გვასწავლათქო
რათქმაუდა ყველას გაუკვირდა რა იყო ახალი დამატება.
მე სახელი ვერ გავიიხსენე"თუ არ ვცდები კასრული,თუ ქვაბი ქვიათქო".ჩემებმა სიცილი დაიწყეს,რაღაც გეშლებაო.მე კი ვიჯინებდი გინდა თუ არა კასრული ქვიათქოო :დ დედამ მითხრა,რომ მეორე დღეს როცა მივიდოდი მასწავლებლისთვს მეკითხა..
და მართლაც აღმოვაჩინე რომ დამატებას მეორენაირად კასრული კი არა "ჯამი"ერქვა :დ

პატარაობაში ძალიან მეშინოდა სულების :დ და საერთოდ მაგ დროს მოდაში იყო "სულებზე"საუბარი ჩვენში;;ეზოში ყოველთვის ეგეთ ამბებს ვყვებოდით.
ერთხელ ჩემი მეზობლისგან გავიგე,რომ თურმე შოკოლადი დაუდევს მაგიდაზე(მოხუცს ქალს) და ცოტა ხანში აღარ დახვედრია.დაასკვნა,რომ მისი გარდაცვლილი მეუღლის სულმა შეუჭამა,რადგან ძალიან უყვარდა ცხონებულს ტკბილეული :დ
ეს ამბავი ავიტაცეთ უბანში...მართლა შეშინებული ვიყავი.
მეორე დღეს ვაშლს ვჭამდი,და როგორც ჩანს ისეთ ადგილას დავდე რომ მერე ვეღარ ვიპოვნე..
მეც შეშინებულმა დავასკვენი რომ სულმა შეჭამა.მთელ ეზოს მოვადევი,და დიდისამბით ვარჩევდით ამ ამბავს :დ
საღამოს დედაჩემთან ავედი სახლში,რომ ყველაფერი მეთქვა.
მოფიქრებული მქონდა,რომ სახლიდან უნდა გადავსულიყავით სულების გამო:დ
ჩემი სახლში შესვლა და დედაჩემის საყვდერი ერთი იყო.
წამეჩხუბა,რომ ნაჭამი ვაშლი ფანჯრის რაფაზე არ უნდა დავტოვო :დ
ასე და ამგვარად მივხვდი,რომ სულს არ უჭიამია და უბრალოდ კარგად ვერ მოვძებნე :დ

ჩემი პირველი კასეტა იყო "ტომი და ჯერი"
7 წალმდე მჯეროდა თოვლის ბაბუის.
მეშინოდა სიბნელეში გასვლის,რათა იქ "შავი ხელი"არ დამხვედროდა.
პირველად მარხვა დავიცავი 8 წლის ასაკში და მის მერე არცერთი მარხვა არ გამომიტოვებია.ერთადერთი ზაფხულში მიჭირს,მარიამობის მარხვის დაცვა.
4 წლისას სურამის ტყეში დავიკარგე (( :დ
ჩემი ბავშვობის საუკეთესი მეგობართან,ახლა საერთოდ არ მაქვს ურთერთობა.
(ყველასთან არა რათქმაუნდა)
ძაღლს აქვს ნაკები სამჯერ.:დ პირველად მეზობლის ძაღლმა მიკბინა,მეორედ კი დეიდაშვილისას,რადგან დავაჯექი ვითომ ცხენი იყო :დ
ვგიჟდებოდი წრეშიბურთსა და ბანბიგტონზე.
ვერ ვიტანდი სკოლის მერე მოსულს,ტანზე რომ უნდა გამომეცვალა
ყველაზე ბევრი მაქვს ნატირები,რომ სიცხეების გამო,არ მიშვებდნენ ეზოში.მხოლოდ საღამოს,როცა სტადიონზე მზე გადავიდოდა :დ
ყველაზე ხშირად ვთამაშობდი თოჯინებით :დ
7–8 წლის ვიქნებოდით,მე და ჩემმა საუკეთესო დაქალმა(იმ დროისთვის) სტადიონზე ვიღაც კაცს,სიგარეტი მოვპარეთ :დსახლის პირველი სართული საერთოდ ჩემი იყო :დ მთელი დღე იქ ვიყავით.და პირველ სართულზე ცარიელ კარადაში შევიპარეთ და იქ გავაბოლეთ :დდ ვაი ღმერთო ჩემო!!! რომ მახსენდება რა სულელი ვიყავი.ნაფაზის დარტყმა მაინც მცოდნოდა :დ

ცელქი არ ვიყავი,ვიყავი ხიფათიანი.ყოველდღე ზაფხულში,რაღაც რომ არ მეტკინა გამორიცხული იყო.
6 წლის ასაკში ჩემით შევიჭერი "კარე" :დ წინ მოკლე და უკან ძალიან გრძელი :დ
მეზობლის ბავშვს ჩოლკები შევჭერი :დ
ერთხელ თმა ვერ დავივარცხნე,ნერვები მომეშალა და მოვიჭერი.ამის გამო ბიჭურად მომიხდა შეჭრა :დ
პატრაობისას მინდოდა,გამვსულიყავი მასწავლებელი ან კიდე საკნცელარიოში გამყიდველი :დ
მიყვარდა სუნაომები.ტრილიაჟთან მივიპარებოდი და ყველას ვისხამდი.მერე მთელი დღე აყროლებული დავდიოდი.
ბაღში ერთდროულად 9 ბიჭი მომწონდა :დ 
გამრავლების ტაბულა რომ ვისწავლე,ყველაზე კარგად ვიმახსოვრებდი ექვსჯერ რვა ორმოცდარვას :დდ
ირითმება და ალბათ მაგიტომ :დ
ყოველთვის ვოცნებობდი ვყოფილიყავი ქალთევზა არიელი ან ფიფქია :))
ვოცნებობდი ჯადოსნურ ჯოხზე
პატარაობისას კატამ კისერზე ჩამომხოტა(თუ როგორც არი) და მის მერე ვერ ვიტან კატებს :დ
ზაფხულის დასაწყისში,ვჭამე ძალიან ბევრი დაუმწიფებელი ტყემალი :დდ თეთრად გამათენებინა მთელი ღამე :დ 
ფეხი მაქვს ნაღრძობი 5ჯერ,5ვეჯერ მარჯვენა.
როცა დედაჩემი სადმე მიდიოდა,ბებიასთან იმ ხათრით ვრჩებოდი,რომ თითებზე ლაქს წამისვამდა :დ
ყური გავიხვრიტე 6 წლისამ.პირველ ნახვრეტი მახსოვს ძალიან მეტკინა,მაგრამ დამაშინეს თუ ვიტირებდი მეორე მხარეს აღარ გამიხვრეტდნენ.როცა მეორე მხარესაც დავინახე საყურე მერე დავიწყე ღრიალი :დ
მიყვარდა მაგიდის ქვეშ ჯდომა და კითხვა

აი როგორი ბეჯითი ვიყავი :დ


აქ რავიცი წლინახევრისვარ ალბათ :დ


პირველი და ბოლო 14 წლისწინანდელია.)მეორე 2 თვისწინანდელი :)


აქ მეორე კლასსში ვარ:


ალბათ დაგღლეთ...კიდეევ უამრავი მახსენდება და
 მეცინება,მაგრამ რამდენი მოვყვე? :დდ
იმედია მოგეწონათ :** 




კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 872 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 181 2 »
2013-03-08 Spam
უმაგრესია <3 რა საყავრელი ხარ <3