Once upon a time, I was a Child)) ჩემი თემა მარიამოს კონკურსისთვის.
ბავშვობა-ეს სიტყვა უმეტესობისთვის ბედნიერებასთან ასოცირდება. პატარები ვიყავით ბედნიერები,ხალისიანები და ყვალაფერი გვიხაროდა. გვეგონა ყველა კარგი იყო და ცხორებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდით. ვიცინოდით და ცხოვრება გვიხაროდა. გვიხაროდა თითოეული წამი,რომელსაც ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებდით და ვსვამდით უაზრო კითხვებს,რომლებიც ოდესმე აზრიანად გვეჩვენებოდა.
თქვენი არ ვიცი,თუმცა მე ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი)) ყოველთვის ყველაფერი მაინტერესებდა და სანამ ამაზე პასუხს არ მივიღებდი არ ვჩერდებოდი. ახლა კი ფაქტები ჩემი ბავშვობიდან. ✖ ვიყავი ძალიან აქტიური. მასწავლებლებს და არა მარტო მათ,ტვინს ვუჭამდი ხოლმე :დდ )) ✖ მეგონა რომ მასწავლებლები სკოლაში ცხოვრობდნენ და არც სხვა კლასში შედიოდნენ ჩემი კლასის გარდა. როდესაც სიმართლე გავიგე,ძალიან გამიკვირდა. ✖ ძალიან მიყვარდა ცეკვა. დავდიოდი ბალეტზე,სადაც ყოველთვის პირველი ვიდექი ხოლმე)) ერთხელ მახსოვს "ღია გაკვეთილი " იყო და ბავშვები ვცეკვავდით. მეც ჩემთვის დავიწყე ცეკვა და უცებ მესმის ჩემი მასწავლებლის ყვირილი "ტუღუში,ტუღუშიო". ეს ქალი რუსი იყო და რუსული აქცენტით ლაპარაკობდა. ვერ მივხვდი მე თუ მეძახოდა და ცეკვა განვაგრძე და იქამდე ვცეკვავდი,სანამ ჩემთან არ მოვიდა და არ გამასწორა (თურმე რაღაც შემეშალა:დდ). ✖ მიყვარდა მანქანები. მახსოვს ერთხელ ბაღში ერთ ბიჭს პატარა მანქანა მოვპარე,რომელიც შემდგომ სხვას დიდ მანქანაში გავუცვალე. :დ )) ✖ თურმე პატარაობაში ქურდი ვყოფილვარ.არაერთხელ მომიპარავს ბაღის გასაღები. ✖ ერთდროულად ბაღში მომწონდა 7 ბიჭი. ✖ მახსოვს,როდესაც გავიგე სიკვდილზე გადავტრიალდი და მთელი ღამე ვტიროდი. არ მინდოდა ჩემი მშობლები მომკვდარიყვნენ. ✖ როდესაც ჩემს ოთახში შევდიოდი მუდმივად ვიხედებოდი ფანჯარაზე და საწოლის ქვემოთ. მეგონა იქ ვინმე იმალებოდა,რომელიც შემდეგ ამოხტებოდა და რამეს მიზამდა:დ ✖ ბავშვობაში მაქვს ფეხი მოტეხილი. მეორე სართულიდან გადმოვვარდი,კარტებს ვხევდი და ფეხი ამიცურდა ნაწვიმარი იყო. ✖ პირველი კბილი დედაჩემმა ამომიღო. ძალიან მშიშარა ვიყავი და სკოლაში რომ მივდიოდი გზაში ამომიღო,მერყეოდა:დდ )) . ✖ ბაღში ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა და მათი უმრავლესობა ბიჭები იყვნენ. სკოლაშიც მეოთხე კლასამდე ჩემი სურვილით ბიჭთან ერთად ვიჯექი. ✖ ადრე როდესაც წავიქცეოდი ვტიროდი,თუმცა ხუთი წლის ასაკში მივხვდი რომ არ უნდა მეტირა. პირიქით უნდა გამერბინა რადგან ფეხი უარესად არ მტკენოდა (ჩემი ერთგვარი თერაპია იყო :დ ) ✖ დედის გარეშე არსად მივდიოდი,სულ დედაზე ვიყავი მიკრული. ✖ ვიყავი მორცხვი,თუმცა ძალიან მიყვარდა სიმღერა. არანაირი კომპლექსი არ მქონია. ✖ ბავშვობაში მიყვარდა ეს სიმღერა. მამაჩემს ვუმღეროდი ხოლმე,რაზეც იცინოდნენ. ეხლა ვხვდები რაც აცინებდათ. (ისეთი ტექსტი აქვს:დ) . ✖ ყოველთვის ვტიროდი სერიალებში ქორწილებზე და სერიალების დასასრულებზე. ✖ ერთი პერიოდი მუდმივად მეტირებოდა სელინ დიონის "My heart will go on"-ზე. ძალიან ემოციური სიმღერაა. ✖ მიუხედავად ყველაფრისა მიყვარდა ბარბები და ათ წლამდე ვთამაშობდი კიდეც. ✖ ყოველთვის ვტიროდი კონკიას დასასრულზე. გული მიჩუყდებოდა ხოლმე. აგრეთვე კონკია ჩემი ფავორიტი მულტფილმი იყო. ✖ ძალიან მიყვარდა საბავშვო ფილმები "მარტო სახლში","ჯადოქარი ტყუპები" და სხვა.
ჩემს თემას აქ დავასრულებ,რადგან შემიძლია ამაზე უსაზღროდ ვისაუბრო. არ ვიცი რამდენად გამომივიდა,რადგან ცეკვაზე ვაგვიანებ თუმცა რაც მთავარია დავწერე ძალიან მინდოდა.<3 დიდი მადლობა მარიამს ასეთი არაჩვეულებრივი იდეისთვის. ჩვენი იდეინი გოგო ხარ მარიამო :დდ<3
|