მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 7 » Once Upon a Time,I was a CHILD ))
11:48 AM
Once Upon a Time,I was a CHILD ))
Once Upon a Time,I was a CHILD
ჩემი საკონკურსო თემა|ფაქტები|

♥რა არის ბავშვობა ?♥

ბავშვობა ის ბედნიერი პერიოდია რომელიც ყველამ გამოვიარეთ. ბავშვობას მოსდევს
სულელური ჩვევები და აზრები რომელთა გახსენებაც ალბათ ძალიან სახალისო იქნება,
ბავშვობა.მაინც რა მშვენიერია.ეს ხომ მხოლოდ ერთხელ ხდება.ამიტომ არ უნდა
იფიქრო მომავალზე როცა ბავშვი ხარ,თორემ ეს ისე ჩაგივლის ვერც კი გაიგებ.



Tumblr_m8jn1bli021ryukkpo1_500_large
ახლა ძალიან ბევრი რამ მახსენდება და როდესაც ამ ყველაფერს ვიხსენებ
ჩამეღიმება ხოლმე,ვფიქრობ რა სულელი ვიყავი და
რა კარგ დროს ვატარებდი ხოლმე ))

♥რა არის ბავშვობა ?♥



ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი,როდესაც სტუმრები მოდიოდნენ ჩემს სანახავად,მე დედაჩემის უკან ვდგებოდი და ვილამებოდი.


საშინლად ვერ ვიტანდი შუადღეს ძილს,დედა მეუბნებოდა:კარგად გამოიძინე და საღამოს პარკში წავიდეთო ! მეც,რომ არ მეძინებოდა რაღაცეებით ვირთობდი თავს და დრო გამყავდა,როდესაც დედაჩემი შემოვიდოდა ოთახში ვითომდა უკვე გაღვიძებული ვიყავი

http://25.media.tumblr.com/f784a6be37ba785028ad0ff26cc31bc6/tumblr_mj4mtdT87q1rjtbsho1_500.gif
ერთხელ ბაღში მე და ჩემმა 'ბაღელმა' თოჯინის გამო ჩხუბი დავიწყეთ,და ისე მოხდა,რომ ნელ-ნელა წინ მოდიოდა,მეც ხელი გავუშვი თოჯინას და წინ გადაეშვა,სკამს მიარტყა თავი და კოპი ამოუვიდა.
როდესაც რამე წვნიანს ან საჭმელს ვტოვებდი,ბაბუა მეუბნებოდა:უსუფთაო ქმარი გეყოლებაო.თავიდან ამის აზრს ვერ ვხვდებოდი,მაგრამ მაინც მაძალებდნენ ჭამას

წერა-კითხვა ვისწავლე 4 წლის ასაკში,სხვათაშორის ბაღში.გვყავდა ერთი ძიძა,რომელიც თავისუფალ დროს,ანბანს გვიკითხავდა და გვასწავლიდა.როდესაც პირველად სკოლაში მივედი,თავისუფლად და სწრაფად ვკითხულობდი.

http://25.media.tumblr.com/01a33b58bb5422e46ed33f4f0f7ca24e/tumblr_mj7gfhOVfp1rp7r2jo1_500.gif
როდესაც სოფელში ჩავდიოდი,და იქ ვრჩებოდი რამოდენიმე კვირით,ბაბუას სულ ვთხოვდი,რომ წავეყვანე მაღაზიაში და 'სტიკერები' 'ნაკლეიკები' ეყიდა,სულ მყიდულობდა ხოლმე არიელის,კონკიას,მზეთუნახავის ნაკლეიკებს მეც ჩემ პატარა ბლოკნოტს ვამშვენებდი ამ ნაკლეიკებით.

პირველად წიგნი წავიკითხე 8 წლის ასაკში და ეს იყო 'ტომ სოიერის თავგადასავალი'.ისე გადავყევი ამ ტომ სოიერს და ისე დამაინტერესა,რომ ერთხელ დენი,რომ წავიდა ფანარი მეკავა ხელში და ისე ვკითხულობდი ))

ვერ ვიტანდი 'ტომი და ჯერს',რადგან სულ ტომი მეზიზღებოდა ჯერის,რომ დასდევდა.ვგიჟდებოდი ვინი პუხზე.
http://24.media.tumblr.com/tumblr_l6o2jwHRoT1qztf34o1_500.jpg

5 წლის ასაკში შევედი მუსიკალურ სკოლაში '12 მტრედი'.როდესაც სკოლა მიმთავრებოდა,დედას მივყავდი და იქ ლექსებს,სიმღერებს გვასწავლიდნენ.მყავდა 2 პედაგოგი.ძალიან კარგად ვმღეროდი,ამიტომ კონცერტზე გამიყვანეს ამხელა აუდიტორიის წინაშე.ძალიან მორცხვი ვიყავი და ძლივს მოვაბი თავი და სიმღერა შევასრულე.დასასრულს დიპლომი გადმომცეს,როგორ მენატრება ის წლებიი ♥

ახალ წელს სულ ჩემს ოჯახთან ვხვდები ზესტაფონში.ერთხელ ახალი წლის ღამეს,მე და ჩემი ძმა ველოდებოდით თოვლის ბაბუას.უცბად დედაჩემი ეზოში გავიდა, {კერძო სახლი გვაქვს} ბაბუამ მთხოვა 'გარაჟიდან' გამომატანინე რაღაცოო.მეც გავყევი სამზარეულოში,სამზარეულოს გვერდით არის კარები,შევაღე და გამოვიტანე ჩაქუჩი,პლოსკო და ა.შ უცბად მივედი ბუხართან და დავინახე პარკი.მეგონა ნაგვის პარკი იყო და ვკითხე ბაბუას:გადავაგდოთ ნაგვის პარკი თქო ! და უცბად მითხრა:უი თოვლის ბაბუას მოუტანია საჩუქრებიო ! (ვაიმეე ღმერთო,როგორ მახსოვს ეს ყველაფერი)
 Good Luck Charlie


ზაფხულის არადდაგებზე სულ დასავლეთში ვიყავი .ჩემს მეგობრებთან ერთად დავბროდი ეზოში,ვთამაშობდით:ამის პატრონმა რა ქნას,ბურატინო რა მფერია,დაჭერობანა,დამალობანა.მოკლედ ერთხელ დამალობანას ვთამაშობდით და მინდოდა ისეთი ადგილი ამერჩია,რომ ვერ მომაგნებდნენ ამიტომ მეზობლის სახლები გადავჭერი,და ავღმოჩნდი 'დანგრეულ შენობასთან' ირგვლივ უაამრავი მასალა ეყარა,ზოგი ტელევიზორის ზოგი მანქანის მოკლედ ეს იყო 'ჯართი'.უცბად ამ დანგრეულ შენობაში მოვკარი თვალი ვიღაცას,შავი სილუეტი იყო და გული გამისკდა,კივილი დავიწყე და უკან გავბრუნდი.მერე მეგობრებს,რომ მოვუყევი აღმოჩნდა,დავბრუნდით იმ ადგილას და უკვე დავინახეთ ორი ადამიანი.თურმე მუშები ყოფილან და ჯართს იბარებდნენ.

ერთხელ ჩემმა ძმამ საღეჭი რეზინა თმებზე დამაკრო,ტირილი მოვრთეე და დავსდევდი ერთი ნახევარი საათი:მოგკლავ თქო -ვყვიროდი და ვტიროდი ! თან იმ დროს,9 წლის ასაკში დიდი თმები მქონდა,ძაან პრანჟია ვიყავი და თმებსაც ვიზრდიდი.მომიწია თმების შეჭრა,იმდენს ვბღაოდი,ვტიროდი.დედაჩემი მარწმუნებდა:გიხდება შეჭრილი თმაო,მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი და ვტიროდი.

ბაღში ერთროულად მოვწონდი 3 ბიჭს,როდესაც ტირილს ვიწყებდი ესენი სულ გვერდში მედგნენ.

http://24.media.tumblr.com/275a6fb079e7662f5ab35c3d6feebccd/tumblr_miul73A7PW1qbr76lo1_500.gif
5 წლის ასაკში,ბიძიაჩემმა იყიდა ძაღლი და დავარქვით 'ტანგო'.როდესაც ჩავდიოდი სოფელში,სულ ტანგოს ვნახულობდი და ვთამაშობდი.ერთხელ,როდესაც ჩავედი ბიძიამ მითხრა,რომ გაგვექცა და მანქან დაეჯახაო.ტირილი დავიწყე,მერე წამიყვანეს სოფელში 'ფუთში' სხვათაშორის ზესტაფონტან ახლოსაა,იქაც მყავს ნათესავები.წავედით და იქ ბავშვებთან დავიწყე თამაში.ასე ჩავუარეთ სახლებს და უცბად დავინახე ტანგო.გავიქეცი ბიძიაჩემთან და მითხრა,რომ:ბაბუას ეზიზღება ძაღლები და ამიტომ თავის მეგობარს აჩუქაოო.ბაბუაჩემს ჭირად ეზიზღება ძაღლები და ამიტომ თავიდან მოიშორა.ბაბუას 2 დღე ხმას არ ვცემდი,მაგრამ წყენამ ადვილად გადამიარა,როდესაც სახლში კურდღელი მომიყვანეს.
 

Good Luck Charlie

პირველი ჩემი სიტყვა ეს იყოო:'დეე'

დედაჩემი მეუბნება,რომ ბავშობაში ანუ ასე 2,3,4, თვის,რომ ვიყავი შენი დაძინება შეუძლებელი იყოო,თავზე უნდა 'მოეღუტუნათ,მოეფხანათ' და ისე მაძინებდნენ.

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 854 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-03-13 Spam
❤Mariamo QueeN TVD❤, biggrin )) Madloba