Once Upon a Time,I was a CHILD)) სათაურის ნუ შეგეშინდებათ,უბრალოდ არ მინდოდა დამეწერეა ახალი–კონკურსი და ეს მოვიფიქრე :)) თვითონ კონკურსი კი არის ბავშვობაზე.,რომელიც თითოეულ ჩვენგანს გამოუვლია :) ვის არ უნატრია იმ დროში დაბრუნება,როცა ყველაფერს ვარდისფერი ფერებით ვუყურებდით. როცა არ ვიცოდით რა იყო ბოროტება და ყველგან სიკეთეს ვხედავდით.: )) ტკბილი ბავშვობის მოგონებები,"ბავშვური ლოგიკა"–როცა ყველაფერი სხვაგვარად და ძალიან უნცაურად აღვიქვამდით,პატარაობის სურათები,სასაცილო ფაქტები და ბავშვობის მეგობრები–ამ ყველაფერს ერთ თემაში მოუყრეთ თავი!! აიფუნს გაუზიარეთ თქვენი მოგონებები ცხოვრების ყველაზე მხიარულ დროზე და ავტომატურად დადებული თემით,ჩემს კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა : ))
იმედია ყველაფერი გასაგებია... არაფერი განსაკუთრებული,უბრალოდ ვდებთ საკონკურსო თემას სათაურით Once Upon a Time,I was a CHILD )) ყვებით ყველაფერს რაც მოგაფიქრდებათ ბავშობაზე. კარგია თუ ამ ინფორმაციებს ფაქტებად დააწყობთ,უფრო საინტერესო წასაკითხია.დარწმუნებული ვარ სასაცილოც გამოვა,რადგან ყველას ქონია უცნაური შემთხვევები...
(4 წლის ვიყავი ლეკვი მომიყვანა მამამ და დაარქვე ლომა :დ მე კიდე ვითხოვდი სახელი გადაერქვათ,რადგან მეშინოდა როცა გაიზრდებოდა ლომად არ გადაქცეულიყო (( ) დარწმუნებული ვარ ასეთი "ბავშვური ლოგიკა" ყველას ქონია : )) რა გიყვარდათ,რა მოგწონდათ,რაზე ოცნებობდით,რის გეშინოდათ,რაზე რა შეხედულება გქონდათ,რაც ახლა სასაცილოდ მიგაჩნიათ:)თქვენი ბავშვობის მეგობარი,მაშინდელი ზაფხული,ზამთარი თუ სკოლის დღეები.ერთი სიტყვით ყველაფერი.
მგონი მხიარული თემა გამოვა.. თან დაურთეთ პატარების სურათები და ასევე თქვენი პატარაობის ფოტოებიც... დანარჩენი თქვენ რაც გაგიხარდებათ
იმედია დადებთ თემებს : )) მე აუცილებლად დავდებ <3 გამოვალენ გამარჯვებულებს თემების რაოდენობის მიხედვით <3
|