მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 29 » Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥
9:21 PM
Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥

Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥

იმედი მაქვს მოგეწონებათ
=ბოლო თავი=



ორივე ქალაქში ბრუნდებიან, ლონდონის ცენტრში დგანან და არ იციან საიდან დაიწყონ ძებნა. ლონდონი ნისლში ჩაძირულა როგორც ყოველთვის და უფრო შავი ღრუბელი მოიწვეს ქალაქისკენ, ცა მოიღუშა და მოკუპრა, თითქოს რაღაც უბედურებას ელოდება და წინასწარ გლოვობსო. ირგვლივ სამარისებული სიჩუმეა გამეფებული, ისეთი საზარელი სიჩუმეა რომ თვით ვამპირისთვისაც კი საშიშია, უცებ სიჩუმე ირღვევა და არემარეს ქალის განწირული კივილი იცავს.  ორივე იმ ბნელი კუთხისკენ გაიქცა საიდანაც ქალის განწირული ხმა ისმოდა...თითქმის უკვე კუთხეში იყვნენ რომ ჰაერში დატრიალებული სისხლის სუნი ორივემ შეიგრძნო..ორივემ გაიფიქრა რომ რაღაც საშინელება მოხდა და წამში კუთხესთან გაჩნდნენ..ორივე გაშეშებული იდგა და სისხლში მოსვრილ ჯეიკს უყურებდნენ..

-ეს რა გააკეთე (იყვირა ნინამ და მუხლებზე დაეცა)
ბოლო იმედი..იმედი რომელიც თავისუფლებას მოუტანდა ყველას წამში გაქრა..გაუჩინარდა...ჯეიკი გაშტერებული უყურებდა ნინას და მაიკს ვერ ხვდებოდა ამ წამს რა მოხდა მის თავს..ნინა თავჩაღუნული ერთ ადგილს მიშტერებოდა
-სხვა გზას ვიპოვით (ნინას დამშვიდებას ცდილობდა მაიკი)
-რა ხდება ვინმე ამიხსნის ? (ჯეიკი)

-მე აგიხსნი შვილო (როგორც ყოველთვის ბნელი კუთხიდან გამოვიდა სარა)
ნინას გვერდით ჩაუარა და გვამთან გაჩერდა
-ხედავ ნინა ? რამდენჯერ გაგაფრთხილე ? მაგრამ არ მომისმინე...ახლა შენთვითონ აგე პასუხი შენს შეცდომებზე (სარა)
-რა ხდებათქო ? (გაღიზიანებულმა იყვირა ჯეიკმა)
-რა ხდება ჩემო საყვარელო და შენ შეგეძლო ჩემი მოკვლა, მაგრამ უკვე აღარ შეგიძლია, თან უკვე მე მემორჩილები (საზეიმო ხმით გამოაცხა სარამ)

ჯეიკი შეეცადა რაც შეიძლებოდა სწრაფად გაეანალიზებინა ის რაც სარამ უთხრა, თუმცა არ უნდოდა იმის დაჯერება რომ ნინას იმედები გაუცრუა, სევდიანი თვალებით გახედა და ისიც მუხლებზე დაეცა
-მაპატიე (ყრუდ წაიჩურჩულა ჯეიკმა)
-ამას აღარაფერი ეშველემა, შენ უკვე მე მეკუთვნი ისევე როგორც ელენა (ნინას გახედა)

ნინას სახე ნელ-ნელა ეცვლებოდა, სიბრაზე მის გონებას აწვებოდა...უცებ წამოხდა და სარასკენ გაექანა, თუმცა სარამ ადვილად მოიშორა და კედელს შეახეთქა, ნინა ღონე მიხდილი დაეცა ძირს, წამოდგომას შეეცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა..მაიკი შეეცადა მისკენ წასულიყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა სარამ ის ერთ ადგილს მიაჯაჭვა
-ხედავ ნინა ? ჯერ მამა დაკარგე, მერე საუკეთესო მეგობარი, ახლა ჯეიკი და რაც მთავარია საკუთარი თავი დაკარგე..შეხედე შენმა სიჯიუტებ, დაუმორჩილებლობამ რად გაქცია..რამდენჯერ გაგაფრთხილე ჩემი თამაში წესებს დაემორჩილეთქო ? (სარა)
ნინა ბრაზმორეული სახით უყურებდა სარას, მან იცოდა რომ სარას თითოეული სიტყვა მართალი იყო..
-ხომ იცი ერთადერთი გამოსავალი არსებობს (სარა)
-ვერ ეღირსები (სიმწრით გამოსცრა ნინამ )

-ნუ მაცინებ ნინა..ხომ იცი ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა (სარა)
-ჯანდაბამდე გზა გქონია (ნინა)
-ნუ მაიძულებ რომ უფრო მეტი ტკივილი მოგაყენო (სარა
)
ნინამ როგორც იქნა შეძლო წამოდგომა, წამში ისე რომ ვერავინ მიხვდა როგორ ნინა სარასთან გაჩნდა, კედელთან მიაყუდა და გააკავა
-ხომ იცი თუ ამას იზავ შენც ჩემთან ერთად სამუდამოდ გაქრები (სარა)
-მე და შენ გავქრებით..სანაცვლოდ ჩემთვის საყვარელი ადამიანები თავისუფლები იქნებიან..ეს აზრი მომწონს ხომ არ იცი რატომ ? (ირონიით კითხა ნინამ)

-აქ თამაშის წესებს მე ვაწესებ ნინა, ხომ იცი ბ გეგმა ყოველთვის მაქ (იხტიბარს არ იტეხდა სარა)
-შენ კი გავიწყდება რომ მე წესებს არ ვემორჩილები (ხელში დანა აათამაშა ნინამ)

მაიკი და ჯეიკი გაოცებულები უსმენდნენ სარას და ნინას დიალოგს...ალბათ დაიბენით..ნინას ხელში ის ერთადერთი იარაღი ეჭირა რაც მას და მის მეგობრებს სარასგან გაანთავისუფლებდა..მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ "სუფთა" სისხლის მქონე ვამპირს შეეძლო, როგორიც იყო ჯეიკი, თუ ამას სხვა ვამპირი გააკეთებდა ის სარასთან ერთად სამუდამოდ გაუჩინარდებოდა...
-ნინა ამას თუ იზავ შენც თან გამომყვები (სარა)

-მე სიკვდილის არ მეშინია, დაგავიწყდა ? შენ ხომ უკვე მომკალი (ჩაილაპარაკა ნინამ და სარას დანა გულშI გაუყარა)

არემარე საოცარმა ნათელმა მოიცვა, სინათლე იმდენად ძლიერი იყო რომ ჯეიკმა და მაიკმა თვალებზე ხელი აიფარეს..წამიერად თითქოს დრო გაჩერდა..გარშემო ყველაფერი გაშეშდა..ქალაქი დადუმდა და სამარისებული სიჩუმე გამეფდა ყველგან...სამარისებული სიჩუმე ჯეიკის "ღრიალმა" დაარღვია

-ნინა (რაც შეეძლო ხმამაღლა მკაფიოდ გამოთქვა)
-ის გაქრა (მაიკი)
-მე მას ვიპოვი (ფეხზე წამოვარდა და წასვლა დააპირა)
მაიკმა ხელი ჩაკიდა და მისი შეჩერება სცადა
-ტყუილად გაირჯები ჯეიკ..ის გაქრა სამუდამოდ გაუჩუნარდა სარასთან ერთად (სევდიანი ხმით წარმოთქვა მაიკმა)

ჯეიკმა თავი გაინთავისუფლა და სანაპიროსკენ წავიდა...მისი ნათელი წერტლი,მისი ცხოვრების აზრი..ის რისთვისაც ამდენი ტკივილი გამოიარა..რომლს გამოვლასაც აპირებდა სადღაც გაქრა..აორთქლდა როგორც პატარა გუბე ორთქლდება ხოლმე...ამის მიზეზი კი თვითონ იყო..იმის გამო რომ უაზროდ იეჭვიანა..მაგრამ სულაც არ აპირებდა დანებებსა ის აუცილებლად იპოვნიდა გზას რომლითაც ნინას დაიბრუნებდა..რომლითაც შეცდომებს გამოასწორებდა..ჯეიკი ნელა მიუყვებოდა სანაპიროს და ახალ დღეს ეგებებოდა..ახალი იმედით..იმედით რომელსაც ნინას დაბრუნება ერქვა..

ბავშვებო არ ვიცი რა გამოვიდა და მოგეწონათ თუ არა..ვერ ვიტყვი რომ ეს დასასრულია..შეიძლება ისევ გავაგრძო რამოდენიმე კვირაში ან ერთ თვეში..იმედი მაქვს მოგეწონათ "დასასრული" მადლობა ყველას ვინც კითხულობდა ♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 956 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 8
2013-04-06 Spam
tu sicocxle ginda aucileblad gaagrdzeleb biggrin dzaan magaria nii da icode gaagrdzele tan male tore saqme chemtan geqneba biggrin <3