მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 3 » Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥
5:55 PM
Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥
ძნელია იდგე საკუთარი სახლის წინ და შესვლის გეშინოდეს, გეშინოდეს ადამიანების რეაქციის რომბლებიც 2 წელია არ გინახავს, ყველა საშინლად მომენატრა, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი ადამიანურობა გავთიშე ნაკლებ ტკივილს ვგრძნობდი, ახლა, ახლა კი ისევ ადამიანური გრძნობები პყრობდნენ გულს, მაგრამ ამის უფლებას ვერ მივცემდი, სარას წინააღმდეგ ეს არ გამომადგებოდა, მაგრამ რა მოხდება სულ ერთი დღე, რომ თავი ისევ ადამიანად ვიგრძნო ? მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღე...ნინას გონებაში ორი მე ებრძოდა ერთმანეთს, მაგრამ საბოლოოდ ძველმა ნინამ გაიმარჯვა, წამებში სახლის კარებთან გაჩნდა და ნელა დააზარუნა, კარები ჯერემიმ გააღო. ნინა გაოცებული და გაყინული უყურებდა მის პატარა უკვე დიდ ძმას, რომელიც ამ 2 წლის მანძილზე ძალიან გამოიცვლა, გამაღლდა, დაკაცდა და მამას დაემსგავსა. ჯერემიც გაოცებული უყურებდა მის დას, მართალია ვერანაირ ცვლილებას ვერ ატყობდა თუმცა მან უკვე ყველაფერი იცოდაა, კარების ზღურბლს გადააბიჯა და დას ძლიერად ჩაეხუტა

-ნინა მომენატრე (ჯერემი)
-მეც (და ნინაც ძლიერად მოეხვია)
ასე დიდხანს იდგნენ სანამ მყუდროება კლერმა არ დაურღვია
-ნინა, არ მჯერა შვილო როგორ მომენატრე
კლერი ძლიერად ჩაეხუტა დიდი ხნის უნახავ შვილს
-შემოდით რა გარეთ დგახართ ? (ოთახიდან გამოსძახა ჯერემიმ)
-ხო მართალია შევიდეთ
-ხო მაგრამ დე თუ არ მიმიპატიჟებ ვერ შემოვალ (გაუღიმა)
-ხო ეგ სულ დამავიწყდა, შემობრძანდი ნინა (კლერი)

ნინა ოთახში შევიდა და ისევ ჩაეხუტა დედას, მასში ყველა გრძნობ ერთად მოიყარა თავი, სიბრაზე, სითბო, სიყვარული, ტკივილი, ასე ხდება როცა ვამპირი დიდხანს გათიშავს ადამიანურ გრძნობებს.
-ნინა სად იყავი ? რატო არ დაბრუნდი ამდენ ხანს ? (ჯერემი)
-ჯერ ასე იყო საჭირო, თავის კონტროლი უნდა მესწავლა, არ მინდოდა თქვენთვის ტკივილი მომეყენებინა (ნინა)
-მერე როგორ ჩაიარა შენმა 2 წლიანმა წასვლამ ? აკონტროლებ თავს ? (კლერი)
-კი (იცრუა ნინამ)
-კარგი მიხარია რომ დაბრუნდი შვილო, იმდენი რამ შეიცვალა აქ (კლერი)
-თუ ელენას გაუჩინარებას გულისხმობ ეგ უკვე ვიცი (ნინა)
-შენ რა იპოვე ელენა ? (გაკვირებულმა კითხა ჯერემიმ)
-თვითონ მიპოვა, სარამ ისიც ვამპირად აქცია (ნინა)
-ჯოჯოხეთშიც წასულა, კიდევ რამდენ ადამიანს უნდა მიაყენოს ტკივილი (გაბრაზებულმა თქვა ჯერემიმ)

-დამიჯერე მალე წავა ჯოჯოხეთსი, ეს მხოლოდ დროის საიკითხია, გპირდები ყველაფერს ვაზღვევინებ (ნინა)
-როგორ მიხარია ისევ ერთად რომ გხედავთ (სიამოვნებით გადახედა კლერმა ჩახუტებულ და-ძმას)
-ახლა უნდა წვაიდე (ფეხზე წამოდგა ნინა)
-სად მიდიდხარ ? (ჯერემი)
-ჯეიკი და მაიკი უნდა ვნახო (ნინა)
-მალე დაბრუნდი (კლერი)
-ვახშმისთვის აქ გავჩნდები (გაუღიმა ნინამ და კარებისკენ წვაიდა)

ხალხი გაოცებული უყურებდა ნინას, მის შესახებ ყველამ იცოდა, გოგონა რომელიც 2 წელია რაც გაუჩინარდა, ახლა ლონდონის ქუჩებში დადიოდა, ის გრძნობდა ხალსიხ გამალებულ და გაშტერებულ მზერას, თუმცა არავის აქცევდა ყურადღებას, სკოლის ქუჩაზე შეუხვია და სწორადაც მოიქცა,ბავშბების ბრბოში მაიკს მოკრა თვალი
-მაიკ (ხმამაღლა დაუძახა )
მაიკი აქეთ იქით იხედებოდა, თავიდან ვერ მიხვდა რომელი მხრიდან ეძახდნენ
-მაიკ აქეთ (კიდევ ერთხელ დაუძახა ნინამ )
მაიმა ამჯერად კარგად გაიგო ხმა, ეცნო კიდეც და გაოცებული შეტრიალდა იმ მხარეს საიდანაც ხმა მოდიოდა, მის წინ მომღიმარი ნინა იდგა, რომელიც ხელს უქნევდა, მაიკი მისკენ გაიქცა ხელში აიყვანა დააბზრიალა და ჩაეხუტა
-როგორც იქნა (მაიკი)
-ბოდიში ბევრი გალოდინეთ (ნინა)
-მთავარია დაბრუნდი (მაიკი)

-მართალია (ნინა)
-წამოდი სახლში წავიდეთ და თან ყველაფერი მომიყევი (მაიკი)
-არა მოიცა, იქ ჯეიკი იქნება, მე კი მის სანახავდ არ ვარე ჯერ მზად (ნინა)
-ნუ გეშინია, ახლა სახლში არა, ამ დროს როგორც ყოველთვის შენ გეძებს (გაუღიმა, შუბლზე აკოცა, ხელი გადახვია და სახლისკენ წავიდნენ)

-ბოლოს აქ რომ ვიყავი, სარამ ვამპირად გადამაქცია (ნინა)
-ხო ცუდი მოგონებები, ახლა მომიყევი სად იყავი ამდენ ხანს (მაიკი)
-მინდოდა თქვენგან შორს ვყოფილიყავი, თავის კონტროლი მესწავლა და მერე დავბრუნებულიყავი, თუმცა ჩემი დაბრუნება დაჩქარდა (ნინა)
-ალბათ ელენაზე გაიგე და მაგიტო (მაიკი)
-გავიგე რა თვითონ მიპოვნა და ის ვამპირია, თან სარას ემორჩილება (ნინა)
-ჯანდაბა ჯერ შენ, ახლა ელენა (გაბრაზებულმა გახედა ნინას)
-არ შერჩება (ნინა)
-მართალია, ისწავლე თავის კონტროლი ? (მაიკი)
-სიმართლე გითხრა ვერა, შენი ნახვა სწორედ მაგიტო მინდოდა, იქნებ დამეხმარო ? (ნინა)

-რათქმაუნდა (მაიკი)
-ოღონდ ჩემებმა და ჯეიკმა არ უნდა გაიგონ (ნინა)
-როგორც შენ იტყვი (მაიკი)
-ახლა კი აჯობებს წავიდე, არ მინდა ჯეიკის ნახვა (წამოდგა)
-არა ეს ყველაფერი სასაცილოა, ჯერ 2 წელი გადაიკარგე ახლა კი ისე მიდიხარ ჩემი ნახვაც კი არ გინდა

ნინამ იცნო ეს ხმა, ეს ის ხმა იყო რომელიც 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად მოენატრა, გაიყინა, მისთვის დრო გაჩერდა, განძრევას ვერ ახერხებდა და ელოდა როდის გაჩნდებოდა მის წინ, ამ ხმის ავტორი. მართლაც დიდხანს არ მოუწია ლოდინი, ჯეიკი წამებში გაჩნდა მის წინ, მისი უძიროდ ლურჯი თვალები ინტერესით მიაჩერდნენ ნინას პასუხის მოლოდინში
-ჯობს დაგტოვოთ (სიჩუმე მაიკმა დაარღვია და სახლიდან საერთოდ წავიდა)
-რატომ გაჩუმდი (ჯეიკი)
ნინამ ვეღარ გაუძლო, მის მზერას ზურგი აქცია და მისგან მოშორებით დადგა
-პასუხის ღირსიც არ ვარ ? (განაგრძობდა ჯეიკი)

ნინა ისევ დუმდა
-რატომ არ დამელოდე ? ან რატომ არ დაბრუნდი ? ხომ იცოდი რომ გეძებდი ? (ჯეიკი)
-შენ გგონია ჩემთვის ადვილი იყო ? (ნინა)
-რაღაც არ გემჩნევა რომ გიჭირდა (ჯეიკი)
-გაჩერდი (ნინა)
-არა ნინა..! უნდა გითხრა რასაც ვგრძნობ..! მე ერთი იდოტი 2 წლის მანძილდე გიჟივით გეძებდი, იმიტო რომ მიყვარხარ, შენ ..შენ კი ბრუნდები და ისე გინდა ისევ გაუჩინარდე რომ არც მომესალმო (ყვირილით უთხრა ჯეიკმა)
-მე მიყვარხარ ჯეიკ (წაიჩურჩულა ნინამ)
-რა თქვი ? (გაოცება ვერ დამალა ჯეიკმა)

ნინამ აღარაფერი უპასუხა უბრალოდ შეტრიალდა, მისკენ გაიქცა და აკოცა.

ჯეიმაც კოცნით უპასუხა. რომც მოენდომებინა, წინააღმდეგობას მაინც ვერ გაუწევდა, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, მას ნინა უბრალოდ უყვარდა. ნელ-ნელა კოცნა სხვა რამეში იზრდებოდა, ორივე ხვდებოდა ამას , თუმცა გაჩერებას არცერთი არ აპირებდა, ორივე ხვდებოდა რომ რაღაც იცვლებოდა, წამებში ორივე საწოლზე აღმოჩნდნენ.

მათ უბრალოდ უყვარდათ ერთმანეთი..!
-მხოლოდ ერთი დღე (ჩაილაპარაკა ნინამ და ჯეიკს რაც შეიძლება ძლიერად მიეკრო)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 880 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-02-07 Spam
Momewona :**
Maleee <3333