მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥
4:47 PM
Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥
მას შემდგომ რაც ნინა ვამპირი გახდა მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა და აირია, მას აღარ შეეძლო მისი ოჯახის წევრების გვერდით ყოფნა, ვერც ელენასთან გაჩერდებოდა, ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ეს სისხლი იყო , ამიტომ ეშინოდა მათთვის რამე არ დაეშავებინა, მათგან მოშორებით თუ იქნებოდა ეს უკეთესი იქნებოდა. სარამ რათქმაუნდა ამით ისარგებლა და ნინა თავისთან წაიყვნა, ნინას ნამდვილადა რ გაუწევია წინააღმდეგობა, ამით ის სარას მიაქცევდა ყურადღეაბს და უფრო შეძლებდა ოჯახს დაცვას.
-ნინა ვამპირობა ადვილი არ არის (სარა)
-ამას უკვე მივხვდი (სევდიანი თვალებით გახედასარას)
-მე დაგეხმარები რომ წყურვილის გაკონტროლება შეძლო (სარა)
-იმედია (ნინა)

-ნინა კარგად მისმინე, შენ უკვე ვამპირი ხარ, შენზე უამრავი ადამიანი დაიწყებს ნადირობას, შენ უნდა გაიქრო ყველანაირი სინანულის გრძნობა და იბრძოლო გადარჩენისთვის, ადამიანურობა ვამპირის ყველაზე სუსტი ნაწილია, ამიტომ შენ უნდა გათიშო ის (სარა)

-კი მაგრამ როგორ ? (ნინა)
-შენ ახლა გაორებას გრძნობ , შენი ერთი ნაწილი ასე ვთქვათ ურჩხულია, რომელიც ძალიან ძლიერია, შეუძლია უამრავი რამის გაკეთება, მეორე კი ჯერ კიდევ ადამიანი და უჭირს მასთან გამომშვიდობება, ამ ნაწილს არ შეუძლია დალიოს სისხლი და მზადა მოკვდეს. მართალი ვარ ? (სარა)
-კი მართალი ხარ (ნინა)
-შენ შეგილია ერთ ერთი მათგანი გათიშო, მხოლოდ შენ თავს უნდა დაარწმუნო რომელი მათგანი გინდა რომ იყო და ყველაფერი მაშინვე შეიცვლება (სარა)
-მე ასეთი ცხოვრება არ მინდოდა, ყველა მიცავდა ამ ცხოვრებისგან მაგრამ უშედეგოდ (ნინა)
-აი ისევ შენი ადამიანურობა, რომელიც მხოლოდ წუწუნებს (სარა)
-რა გინდოდა ჩემგან ? ხომ დაიბრუნე ძალა ? რაღას მერჩოდი ? (გაბრაზებულმა დაუყვირა ნინამ)

-ეგ უკვე შენი საქმე არა, მე შენთან დიდი გეგმები მაქვს (სარა)
ეს თქვა და ოთახი დატოვა, ნინა იქვე კედელთან ჩაიმუხლა, თავში უამრავი რამ უტრიალებდა, ის არ იყო მზად ასეთი ცხოვრებისთვის, თუმცა ვეღარაფერს შეცვლიდა, ის უკვე ვამპირი იყო და მოუწევდა ამ აზრთან შეგუება. საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო და თავისი ადამიანობა დათმო, მართალია ეს გრძნობა არ გაუთიშავს, მაგრამ სადღაც შორს გული ყველაზე ბნელ და მიუღწეველ ადგილას გამოკეტა. სარამ ისარგებლა ამით და შთაგონების წყალობით ნინა უარეს მონსტრად აქცია, აკეთებინებდა ყველაფერს რაც კი მას მოესურვებოდა. ნინა უკვე ვეღარ აკონტროლებდა თავს, თავიდან ცდილობდა შეწინაღმდეგებას, მაგრამ ბოლოს როცა მიხვდა რომ აზრი არ ქონდა ბრძოლა შეწყვიტა და სარას ყურმოჭრილ მონად გადაიქცა. ელენა ყველანაირად ცდილობდა მეგობრის დაბრუნებას და თითქოს გამოსდიოდა კიდეც,
მაგრამ არ აცალა სარამ, მან ნინა აიძულა ის ვამპირად გადაექცია, თუმცა ნინა დროზე მოვიდა გონს, მიხვდა რაც გაუკეთა მეგობრას.
გზაზე მიმავალ ნინას ცხოვრებაში პირველად არანაირი ფიქრი არ აწუხებდა. ის დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში და ამით ბედნიერი იყო, რამდენიმე წელი მოშორდობედა ლონდონს, ძალას მოიკრეფდა დაბრუნდებოდა და სარას ყველანაირი ტკივილისთვის აზღვევინებდა, რაც შეეხება ჯეიკს, ის ახლა ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა. უკვე შორს იყო ლონდონიდან შიმშილის გრძნობამ რომ შეაწუხა, მაგრამ არ უნდოდა ადამიანის მოკვლა, ამიტომ სავადმყოფოში წავიდა, სისხლის რეზერვში ჩუმად შეიპარა და სისხლის პაკეტების რაღაც რაოდენობა თან წამოიღო, აღარ უნდოდა მეტჯერ სადმე გაჩერება, უნდოდა მალე გაცლოდა ქალაქს.
-ხვალ ალბათ ყველა ჩემზე დაიწყებს ლაპარაკს (გაიფიქრა თავისთვის, ჩაეღიმა და სისხლის პაკეტიდან სისხლი მოსვა).

უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ნინამ ქალაქი დატოვა, ელენა ცდილობდა მასზე რამის გაგებას, თუმცა უშედეგოდ, ნინა გაქრა ყველას ცხოვრებიდან, ისე გაუჩინარდა თითქოს არც უარსებია, ნინასთან ერთად გაუჩინარდა სარაც, თუმცა ის თვალს ადევნებდა მისთვის საჭირო ყველა ადამინს, ახალ გეგმას ადგენდა, შვილების დაბრუნებას ელოდა და ნინასთვის ახალ მტკივნეულ დარტყმას ამზადებდა. ელენამ შეძლო და ცხოვრება განაგრძო, ის ყოველდღე ელოდა ჯეიკს, იცოდა რომ ის შეძლებდა ნინა სდაბრუნებდა, და არი როგორც იქნა, ბიჭები ქალაქში დაბრუნდნე. ელენა სკოლის წინ იდგა როდესაც მანქანით მომავალი ჯეიკი დაინახა.

მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ჯეიკმა მანქანა სკოლის წინ გააჩერა, ელენა გაიქცა და ძლიერად მოეხვია, ჯეიკმაც თბილი ჩახუტებით უპასუხა.
-ნინა ? ნინა სადა ? (კითხა ჯეიკმა და სკოლას მოავლო თვალი)
-მოდი წავიდეთ აქედან და ყველაფერს მოგყვები, შენ ბევრი რამ არ იცი (ელენა)
ჯეიკი და ელენა მანქანაში ჩასხდნენ და სკოლას მოშორდნენ. ელენამ ყველაფერი უამბო ნინაზა, ის თუ როგორ ელოდებოდა მას, როგორ ემზადებოდა გამოსაშვებისთვის, როგორ ვარჯიშობდა.
-და ახლა სადა ? (ჯეიკი)

-ჯეიკ ნინამ დატოვა ლონდონი და მასზე არაფერი არ ვიცი (ელენა)
-ესე უბრალოდ ადგა და წავიდა ? (ჯეიკი)
-ჯეიკ მე შენთვის მთავარი არ მითქვამს (ელენა)
-რა მოხდა ? (ჯეიკი)
-ნინა სარამ ვამპირად გადააქცია

ამის გაგონება და ჯეიკის გაცოფება ერთი იყო, მანქანა ჯერ დაატორმუზა, ორი წუთი შუა გზაზე იდგა, შემდეგ ისევ დაქოქა და გიჟივით მოწყდა ადგლის, გეზი სარას სახლისკენ აიღო. ის მზად იყო ღვიძლი დედა მოეკლა, მისთვის უკვე მნიშვლენლობა არ ქონდა არაფერს, ელენა ცდილობდა მის დაწყნარებას თუმცა არაფერი გამოსდიოდა. 15 წთში ჯეიკი უკვე სარას სახლის წინ იყო
-რას აპირებ ჯეიკ ? (შეშინებულმა კითხა ელენამ )
-ამას რაც ადრე უნდა გამეკეთებინა
თქვა ჯეიკმა და სახლისკენ წავიდა.

ბავშვებო, კომენტარები თუ არ ექნება ალბათ ამის გარდა კიდევ ერთ თავს დავდებ და მეტს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ მართლა არ აქ აზრი... იმედი მაქვს მოგეწონათ :))) ♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 755 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
2013-01-20 Spam
Kide kai rom momwere, ar vicodi es tavi ^__^ )
Dzalian momwons, magram patara iyo tan dzalian.
ras qvia ar gaagrdzeleb? angry dade male