მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 4 » Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥
11:53 PM
Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥
იდგა თავსხმა წვიმაში , ცა თავზე ექცეოდა, თითქოს ღრუბლებიდან ტყვიამფრქვევი დაუშინესო.... ნინა იდგა წვიმაში და თვითონ იყო წვიმა, ქარიშხალი, წყალი მიწა, სადღაც სიმაღლიდან მოვარდნილი ელვა მის არსებაში ერთდებოდა, ახლა ის თვითონ იყო მძვინვარე სტიქიის ნაწილი.. წვიმდა, ყველაფერი წვიმის წვეთებს დაეფარა, ნინა ქალაქის შუაგულში იდგა და ცდილობდა იმ ტკივილის ჩამორეცხვას რაც თავის თავს, ოჯახს და მეგობრებს მიაყენა, მისი სახიდან ჩამოღვენთილი სისხლი წვიმას უერთდებოდა და სადღაც უსასრულობაში უჩინარდებოდა. მან თავის თავს მიაყენა ტკივილი, ის შეიცვალა, აღარ იყო ძველი ნინა, მასში ამოუცნობი მოსნტრი ჩასახლდა და აღარ აძლევდა ძველ ნინას დაბრუნების საშვალებას, ის აკონტროლებდა მისი სხეულის ყველა ნაწილს, მხოლოდ გულს ვერ უხერხებდა რამეს, თუმცა ზოგჯერ მაინც ახერხებდა მასზე გამარჯვებას, მართალია წუთიერად მაგრამ მაინც ახერხებდა.
მისი ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა მის დაბრუნებას მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, ის მონტრად იქცა რომლადაც ყოფნა თვითონვე არ უნდოდა, ის ვამპირი გახდა, სისხლის მსმელი წურბელა, რომელიც მზადა სისხლის გამო მისთვის ძვირფასი ადამიანიც კი მოკლას..!!
ნინა გრძნობდა როგორ ეცემოდა მის სხეულზე წვიმის წვეთები, წვეთებს სისხლთან ერთად მისი ცრემლებიც უერთდებოდა, როგორც იქნა გზა იპოვნეს ცრემლებმა და თავი გაინთავისუფლეს, ისინი აღარ აპირებდნენ შეჩერებას და ნინა პატარა ბავშვივით ატირდა, მას ტკიოდა გულის ყველა ნაწილი სტკიოდა, ჩაიკეცა მუხლებზე დადგა ხელი ძირს დაუშვა და დაუსრულებელ სივრცეს მიაშტერდა, მეტი აღარ შეეძლო ის უნდა წასულიყო აქედან, მისი დარჩენით მხოლოდ ტკივილს აყენებდა მისთვის ძვირფას ადამიანებს.

"ჯეიკ სად ხარ ? ერთი თვეა უკვე წახვედი, არაფერი არ ვიცი შენზე, ერთხელაც არ დაგირეკია, იცი მე შევიცვალე, მე მონსტრი გავხდი, ის გავხდი ვისგანაც მიცავდი, ვანადგურებ ყევლას და ყველაფერს, შევიცვალე, არა ეს იმის გამო არა რომ წახვედი, უბრალოდ რაღაც შეიცვლა, სარამ შემცვლა, წახვედი და შენი წასვლით ისარგებლა, მან მე მონსტრად მაქცია, ჯეიკ მე ვამპირი ვარ..!

ასე აღარ შემილი დახმარება მჭირდება, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ, დღეს თავი ვეღარ შევიკავე და ელენა კინაღამ მოვკალი, ამას ჩემ თავს ვერასდროს ვაპატიებ, მჭირდები ნუთუ ასეთი ძნელია შენთვის ჩემთან დაბრუნება ?? სად ხარ ?? მაგრამ აზრი არ აქვს, რომც დაბრუნდე ვეღარ მნახავ მე მივდივარ აქედან, ჩემი დარცენით მხოლოდ ტკივილ ვაყენებ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, იმედი მაქვს ცოცხალი ხარ და არაფერი გჭირს."
ნინამ წერილი დაკეცა და ჩემოდნის ჯიბეში ჩადო, სახლიდან ისე გავიდა არც დედამის და არც ჯერემის არ გაუგია, ნელა გაუყვა ლონდონის ქუჩას და გეზი ელენას სახლისკენ აიღო, დიდხანს აზარუნა კარზე და როგორც იქნა კარიდან შეშინებულმა ელენამ გამოიხედა, მას ეშინოდა საკუთარი დაქალის
-ელე გთხოვ მაპატიე, ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, ძალიან მიყვარხარ, გპირდები ტკივილს აღარასდროს მოგაყენებ (ნინა დაიხარა და ჩანთიდან წერილი ამოიღო) ელე ეს ჯეიკს გადაეცი თუ ოდესმე ქალაქში დაბრუნდება, მე კი უნდა წავიდე ყველასთვის ასე აჯობებს (ნინა)

-არა ნინა შენი წასვლა გამოსავალი არ არის, შენ არ უნდა გაიქცე, ჩვენ ერთად ვიპოვით გზას რომ დაგეხმარო (ელენა)

-არა ელე იმის მერე რაც რამის მოგკალი არ შემილია აქ გაჩერება (ნინა)
-სად მიდიხარ ? (ელენა)
-არ ვიცი, სადმე ძალიან შორს ამ ქალაქიდან (ნინა)
ელენა გარეთ გამოვიდა და მეგობარს მოეხვია
-ნინა დაიმახსოვრე, რაცა რ უნდა მოხდეს შენ ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები და ყოველთვის მეყვარები, გპირდები ვიპოვი საშვალებას რომ დაგეხმარო, სადაც არ უნდა წახვიდე გიპოვი და დაგეხმარები (ელენა)
-მეც მიყვარხარ ელე, ახლა კი დროა წავიდე (ნინა)
ნინამ მეგობარი მოიშორა და სიბნელეში გაუჩინარდა, მას უჭირდა მშობლიური ქალაქის დატოვება, მაგრამ სანამ წავიდოდა კიდევ ერთ ადგილა სუნდა შეევლო, სასაფლაოზე წავიდა და მამის საფლავს სევდიანი მიუახლოვდა
-მამა, რომ იცოდე ახლა როგორ მჭირდები, შენ თავი გაწირე იმისთვის რომ ასეთი ცხოვრება არ მქონოდა, მაგრამ ხედავ ? მაინც ვერ ავცდი ასეთ ცხოვრებას.

სარამ ბრძოლა მოიგო,მაგრამ ომი ჯერ კიდევ წინაა.. გპირდები დავბრუნდები და ბოლოს მოუღებ იმ ბოროტ სულს... 
ნინამ ცრემლი მოიწმინდა.
ფეხზე წამოდგა, ჩანთას ხელი მოკიდა და მანქანაში ჩაჯდა, ნელა დაქოქა, ფეხი პედალს დაადგა და ქალაქიდან გასავლელისკენ წავიდა,მან სამუდამოდ დატოვა ქალაქი... ის ერთი თვის წინ ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონა იყო, რომელიც მთელი გულით ელოდა ჯეიკის დაბრუნებას და ცხოვრებას აგრძელებდა, ემზადებოდა სკოლის გამოსაშვებისთვის, ერთობოდა მეგობრებთან ერთად, უამრავ სულელურ თემაზე საუბრობდა საუკეთესო მეგობართან ერთად.... ახლა კი ის უბრალოდ სისხლის მსმელ მონსტრად გადაიქცა..!
ერთი თვის წინ...

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 756 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-01-06 Spam
axla wavikitxe yvela is tavi rac wakitxuli ar mkonda wakitxuli <3 ai dzalian dzalian momewona )) wow ra magaria REGINA rom shemoiyvane <3 ert-erti chemi sayvareli personajia ONCE UPONE A TIMEshi biggrin