მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 18 » ოლივია უაილდი თხოვდება
8:43 PM
ოლივია უაილდი თხოვდება

"ექიმ ჰაუსის" ვარსკვლავი ოლივია უაილდი ქორწილისთვის ემზადება. 28 წლის მსახიობი, რომელიც ერთი წლის წინ იტალიელ პრინცს ტაო რუსპოლის დაშორდა, დაინიშნა. 
უაილდს ხელი მისმა ბოლო საყვარელმა, ჯეისონ სუდეიკისმა სთხოვა და კინოვარსკვლავიც დათანხმდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი საქმროს მშობლიურ ქალაქში - კანზას-სიტიში იქორწინებს. 
"ქალაქში ყველა მათი მომავალი ქორწილის შესახებ საუბრობს. მათ უკვე დაჯავშნეს ადგილები სტუმრებისთვის და ახლა დარჩენილ დეტალებს აგვარებენ", - აცხადებს WENN-ის წყარო. 
უაილდი საქმროს, რომელსაც ის 2011 წლიდან ხვდება, მშობლიურ ქალაქში არაერთხელ ჩაუყვანია. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას ადგილობრივებმა მსახიობის ხელზე ბრილიანტის ბეჭედი შენიშნეს, თუმცა მაშინ კინოვარსკვლავის წარმომადგენელმა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია უარყო. 
"ისინი ერთად თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ, მაგრამ დანიშნულები არ არიან", - განაცხადა მაშინ უაილდის წარმომადგენელმა. 
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლივია ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლს ჰყიდის და ნიუ-იორკში საყვარელ მამაკაცთან საცხოვრებლად გადასვლას აპირებს.

  

ეს გოგო სერიალ ექიმი ჰაუსიდან ვიცი, თვითონ სერიალი ძალიან მაგრად მიყვარს და გოგოც ყოველთვის მომწონდა. თქვენ?


დაამოწმა
Marri-da-GabbY
-Smiler-

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 677 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-12-18 Spam
1. Tày Sama   ( Tày[??????]

oliviaze vgijdebi , ulamazesia wink