ხშირად მიფიქრია, რომ უკეთესი იქნებოდა ახალგაზრდა, თინეიჯერობის წლები გამეტარებინა 70'იანებში ან თუნდაც 80'იანებში. მსოფლიო მაშინ სხვანაირი იყო თავისთავად დამახასიათებელი პლიუსებით და მინუსებით. ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, რომ მაშინ უფრო ცხოვრობდნენ.:) წარმოიდგინეთ არ არსებობდა youtube. facebook, tweeter, iphone, google... და ბევრი სხვა რამ, რის გარეშეც დღეს ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. ჩვენთვის უცხოა როცა მეგობრის ან ნათესავის წერილს რამდენიმე კვირა ელოდები, ან ერთი სული გაქვს როდის გამოვა შენი საყვარელი ბენდის ალბომი რომ მათ ახალ სიმღერებს მოუსმინო..
ჩვენთვის უცხოა როცა მეგობრის ან ნათესავის წერილს რამდენიმე კვირა ელოდები, ან ერთი სული გაქვს როდის გამოვა შენი საყვარელი ბენდის ალბომი რომ მათ ახალ სიმღერებს მოუსმინო..
არ ვამბობ რომ ადვილად შეველეოდი 21-ე საუკუნეს, ტექნოლოგიების ერას და სამუდამოდ დავბრუნდებოდი ძველ დროში, მაგრამ დროის მანქანა რომ არსებობდეს, სიამოვნებით გავატარებდი რამდენიმე თვეს 20 წლის ასაკში მყოფი ჯერ 70, შემდეგ 80 და 90'იანებში. (ლონდონში, პარიზში ან ამერიკაში)
ბოლოს სასიამოვნო ფოტოებს დაგიტოვებთ და ველოდები თქვენს მოსაზრებას ძველ დროში მოგზაურობასთან დაკავშირებით:)
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:806 | დაამატა:-Beauty™ | რეიტინგი:5.0/2