ესეც ასე: "ოქროს ბურთი" პატრონს ჩაბარდა! როგორც მოსალოდნელი იყო, 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, რომელმაც ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ (!) მოიპოვა [იხილეთ ვიდეო]. როგორც წინასწარვე ცნობილი იყო, საუკეთესო სამეული არგენტინელთან ერთად, ჩავი ერნანდესმა და კრიშტიანო რონალდომ შეავსეს.
ამ მიღწევით "ბარსას" გენიალური ათიანი ყველა დროის ერთ-ერთი განსაკუთრებული ფეხბურთელი ახლა უკვე ოფიციალურადაც გახდა - ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება ზედიზედ სამჯერ აქამდე არავის დაუმსახურებია და საერთოდ, სამგზის წლის ფეხბურთელი დღემდე მხოლოდ ორი იყო: ზინედინ ზიდანი (1998, 2000 და 2003) და რონალდო (1996, 1997, 2002). "ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთი" კი ზედიზედ სამჯერ მიშელ პლატინის (1983, 1984 და 1985 წლებში) აქვს აღებული.
შეგახსენებთ, რომ 2010/2011 წლების სეზონში მესიმ "ბარსასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. 2001-ში მესი "ბარსელონასთან" ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. 53 გოლი ოფიციალურ მატჩებში, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 12 გოლით (ამ შედეგით რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა) – ეს მესის მონაგარია 2011 წელს.
|