მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 1 » OH, I Found You
4:45 PM
OH, I Found You



ერთი
სული ქონდა როდის დაუკავშირდებოდა ნიკა, თუმცა ეს სულაც არ მოხდა ისე როგორც იმედოვნებდა.
ეგონა ის მეორე დღეს თუ არა, იმ კვირაში მაინც დაურეკავდა ან მისწერდა, მაგრამ შეცდა.
ყოველ დღე ზარის მოლოდინში იყო, როცა ტელეფონი აწკრიალდებოდა გული სწრაფად ცემას დაუწყებდა
და როგორცკი ნახავდა, რომ ნაცნობი ნომერი იყო,
 
მაშინვე  იღუშებოდა.

საკუთარი თავის
თვითონ უკვირდა, როდის იყო ბიჭებზე ასეთი რამ დამართნოდა. მაგრამ რა ექნა ეს საშინელი
სურვილი კლავდა.

თუმცა საკმაოდ
დიდი დრო გავიდა. უკვე უცრუვდებოდა გული, ნელნელა მის გონებაში ქრებოდა ნიკას სილუეტი
და ბინდი იბადებოდა.

ნიკა კი ამ დროს
სრულიად არხეინად იყო, ანი არ ყოფილა პირველი, ვისაც ასე გამოართვა ნომერი და დარეკვას
შეჰპირდა. იგივე ხერხით ბევრს იზიდავდა და მერე აგდებდა. მოკლედ რომ ვთქვათ თავში ჰქონდა
ავარდნილი. არც იყო გასაკვირი, მისნაირი სიმპათიური
  სხვების გულს რომ იგებდა. ნიკა მაღალი, წაბლისფერთმიანი
ბიჭი იყო, მისი შავი, დიდი თვალები ყველას ხიბლავდა.

რომ ვთქვი დარეკვას
არ აპირებდათქო, ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა,
ნიკას საშინელი სურვილი გაუჩნდა აეღო ტელეფონი და აეკრიფა ანის ნომერი, 

ბევრჯერ სცადა
თუმცა თავს მაინ გაუწია წინააღმდეგობა, და რატომ? იმიტომ რომ თავმოყვარეობა უღობავდა
გზას ჭეშმარიტი სიყვარულისკენ...

ერთ დღეს თავის
ძმაკაცთან ერთად მიდიოდა სტუმრად

- ბიჭო, იმ გოგოზე რა ქენი?

- რა უნდა მექნა?

- არ დაურეკე?

- როდის იყო ვრეკავდი, ეგეთ გაჩალიჩებულ ნომრებზე?

-  არასდროს, მარა ამ გოგოს სხვა თვალებით შეხედე, იასნად
გეტყობოდა

- კაი რა ძმაო, შენ მაინც არ მიცნობდე

- რო გიცნობ მაგიტომ გეუბნები, იმ გოგოს რო უყურებდი ეგრე
არცერთისთვის არ შეგიხედავს

ნიკას
პასუხი არ გაუცია, ცოტა ხნის შემდეგ ისევ სანდრომ თქვა

- კარგად დაფიქრდი და ისე მოიქეცი, რო მერე არ ინანო

იმ
საღამოს, ნიკა ამ სიტყვებზე, სერიოზულად დაფიქრდა.
 დრო უკან გადაახვია, სწორედ იმ მომენტზე, როცა  ანი პირველად დაინახა და გაახსენდა, ის რაც იგრძნო.
ტანში ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს მიხვდა რომ გამონაკლისი უნდა დაეშვა, თითქოს ჰაერი
აღარ ჰყოფნიდა და ამისათვის რაღაც უნდა ეღონა. ანის რბილი ხმა გაახსენდა და მაშინვე
ტელეფონს სტაცა ხელი, სასწაფოდ აკრიფა ნომერი, მერე წამით შეჩერდა და დარეკა. ზარი
გავიდა, ნიკას გული აუჩქარდა.

 იმ დროს ანი ნოუთბუქში ფილმს უყურებდა

 

როლებში ისე
იყო შესული ძლივს გამოერკვა და როცა მიხვდა, რომ ტელეფონი რეკავდა, ფილმი დააპაუზა
და ისე უპასუხა ნომრისთვის არც დაუხედავს

-  ალო

დუმილი

- გისმენთ

ისევ
დუმილი

- რომელი ხართ?

- გამარჯობა

- ვინ ხარ?

- როგორც ჩანს ხმაზე ვერ მიცანი

- ვერა

- ნიკა ვარ

იმ
წამს ანი გაიყინა, ღრმად ჩაისუნთქა და უპასუხა


- რომელი ნიკა? (რათქმაუნდა ეს სპეციალურად კითხა)

- არც ის გახსოვს რომელი?

- სამწუხაროდ, არა

-  საერთოდ დაგვიწყებივარ

- ამმმ

- არც ის რესტორანი და გამოგზავნილი ღვინო გახსოვს?

- ააააა, გამახსენდა, მაშინ დაბადების დღეს ავღნიშნავდი

 - ხო, და მე წამოსვლისას ნომერი გამოგართვი, და გითხარი
რომ დიდ შეცდომას დავუშვებდი თუ ასე არ მოვიქცეოდი

- ეგეც მახსოვს

ბოდიში რომ ამდენ ხანს არ დავრეკე

- ვერ ვხედავ საბოდიშოს ვერაფერს

- მაშინ... კაფეში გეპატიჟები

- და მე უნდა დაგთანხმდე წამოვსვლაზე?!(გაიცინა)

- რათქმაუნდა

- მაშინ, კარგი

როგორცკი
ყურმილი დაკიდეს ორივემ ღრმად ამოისუნთქეს და გაიღიმეს

შაბათი დღე მნიშველოვანი იყო ანისთვის,
თორმეტ საათზე გაეღვიძა თავი მოიწესრიგა და ჩაიცვა

- სად მიდიხარ ასე გამოპრანჭული

-  კაფეში

აჰა, გასაგებია, იმ ნიკას ხვდები ხომ

- კი დე

არ გაგიკვირდეთ
მათი ასეთი საუბარი, ანისთვის ლანა არამარტო დედა, არამედ საუკეთესო მეგობარიც იყო,
რომელსაც ყველაფერზე ელაპარაკებოდა.

ანი მანქანაში
ჩაჯდა და დაძრა, ვაჟა-შაველადან ათ წუთში მივიდა რუსთაველზე და ავტომობილი გააჩერა.
სიტყვებით ვერ გადმოგცემთ მის მდგომარეობას იმ მომენტში.ორ წუთში უკნიდან ვიღაცამ დაუძახა

- ანი

ანიმ მიიხედა,
ის უახლოვდებოდა, ცოტაც და გაჩერდებოდა

ნიკაც არანაკლებ
აღელვებული იყო. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, მაშინვე დაინახა თეთრ რეინჯროვერთან
ტროტუარზე ჩამომჯდარი ქერათმიანი გოგონა, 

ეგრევე იცნო და დაუძახა. მანაც უმალ მოიხედა და ნაზად გაუღიმა,
ნიკამაც იგივეთი უპასუხა.თითო ნაბიჯი, თითო წამი, ეს იმდენს ნიშნავდა ორივესთვის.

- ნიკა


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 750 | დაამატა: nonka11 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2013-12-14 Spam
dzaan momwons,male ♥