მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 24 » Oh, I Found You
6:03 PM
Oh, I Found You



აუცილებლად ამ სიმღერის თანხლებით წაიკითხეთ :*






   ის საღამო
გამორჩეული იყო ანის ცხოვრებაში. მგონი ხვდებით რატომაც... მაგიდის გარშემო ისხდნენ,
უკვე ექვსნი და საუბრობდნენ, განწყობა განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ იქ ახალი ჯადოსნური
ძაფი გაიჭიმა, ფერადით და ბედნიერებით, ოქროსფერ არშია გარშემორტყმული ძაფი.. ძაფი
ერთგულებისა, ძაფი სიყვარულისა, სიკვდილამდე ერთად ყოფნისა, სიხარულისა და ერთაინობისა,
ხო ეს სიმბოლური ძაფი იქაურობას ლამაზ შუქში ახვევდა, ჯადოსნურ შუქში...



  იმ სარამოს,
იმ ქერა ბიჭმა პირველად, თავისი ღიმილით ანის გული გაალღვო და გზა ახალ, მისთვის სრულიად
უცხო გრძნობას გაუხსნა.



  რესტორნიდან
გვიან გამოვიდნენ, გვიან იმ მხრივ რომ დილიდან იქ იყვნენ.. ლაპარაკში გართულებმა ვერც
შეამჩნიეს დრო რა სწრაფად გავიდა.



 რესტორნის კართან
მათი გზა იყოფოდა



-  ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ანი



-  ჩემთვისაც ნიკა



წამიერი დუმილის
შემდეგ, ნიკამ მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლის ყველაზე მთავარი ნაბიჯი
გადადგა



-  ცხოვრებაში ბევრჯერ შევმცდარვარ და ვფიქრობ რომ თუ ახლა
ნომერს არ გამოგართმევ ყველაზე დიდ შეცდომას დავუშვებ, რასაც  თავს  ვერ
ვაპატიებ



  ორივეს გაეცინა. ასე უბრალოდ ანი თავის ნომერს არავის
აძლევდა,  თუმცა ეს ხომ უბრალო არ იყო, ეს ყველაზე
ბრალიანი მომენტი იყო მის ცხოვრებაში... ანიმ ნიკას მის სამყაროში შესასვლელი კარი,
ცხრა ჯადოსნური ციფრის წარმოთქმით გაუღო. დამშვიდობებისას ერთმანეთს გაუღიმეს და ორივე,
მოჯადოებულნი, თავ-თავიანთი ავტომობილებისკენ  წავიდნენ.



 ანის ხმა არ ამოუღია, ინსტიქტურად რთავდა მანქანას
სიჩქარეებში, ატრიალებდა საჭეს, პედლებს აჭერდა ფეხს, შუქნიშნებზე აჩერებდა.. ყველაფერს
დაუფიქრებლად აკეთებდა

car, city, cool, cruise, dope



-  მოვედით თქვა ბოლოს, როცა ნინჩო მიიყვანა სახლში



-  აბა თქვენ იცით გოგოებო, ხვალამდე



- კარგად ნიინ თქვა ნიამ



  მერე კინოში წავიდნენ, ნინის საქმეები ჰქონდა და
ამიტომ მოუწია სახლში დაბრუნება. ფილმის დასრულების შემდგეგ რუსთაველზე გაისეირნეს
და ძალიან ბევრი იგიჟეს...



 ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, პირდაპირ ვიტყვი რომ
ნინი შინ გვიან დაბრუნდა, გასაღები ფრთხილად გადაატრიალა და სახლში შევიდა, მისაღებიდან
ტელევიზორის ხმა შემოესმა



-  დედა, არ გძინავს?



სავარძელში მჯდომმა ლანამ უკან მდგომ შვილს გახედა და გაღიმა



-  გელოდებოდი... როგორ გაატარე დღე?



-   საოცრად



  ყურებამდე გაღიმებული ნინი მეორე სავარძელში ჩაჯდა



- რაღაც ძალიან ბედნიერად გამოიყურები



-  ხო



  მეტი არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის, ფილმს უყურეს
და დასაძინებლად წავიდნენ..



22 სექტემბერის
დილა გათენდა. ანი მაღვიძარამ გამოარკვია სიზმრიდან, თვალები მოიფშვნიტა და წამოდგა



20 წუთში ოთახიდან
გავიდა და სასაუზმოდ ოჯახის წევრებს მიუჯდა



-  აბა როგორ არის ჩემი დიდი გოგო?



-  კარგად, თქვენ როგორ გეძინათ?



-  მე სიზმარი ვნახე, პრინცესა რაპუნცელი ვიყავი და დიდი
თმები მქონდა



-  უ, შეგენაცვალე ანიმ მაგრად აკოცა სკამზე მჯდომ პატარა
დაიკოს



  დედის მომზადებული
ბლითები და ყავა მიირთვა და სახლიდან გავიდა, თვალები უბრწყინავდა, სახე ღიმილს მოეცვა,
სასწავლებელთან 10 წუთში მივიდა, გარეთ დაქალებს შეხვდა და გადაკოცნა. ლექციებს ყურადღებით
მოუსმინა მერე კი პირველ საათზე, განუყრელი მეგობრები, რუსთაველის მაკდონალდისკენ გაეშურნენ.
ბურგერები, კოლა, ფრი, 

შეუკვეთეს და მეორე სართულზე ავიდნენ ფოტნოსებით ხელში



-  ანი, რაღაც სხვანაირი ხარ დღეს



-   საიდან მოიტანე ნია



-   ჩემი დაკვირვებულობის წყალობით შევამჩნიე



გოგონებს გაეცინათ



-   არა აშკარად ხდება რაღაც..



-  არაფერი ნინ



-  დარწმუნებული ხარ? კითხა ელენემ - ხომ იცი რომ ჩვენ
ვერ მოგვატყუებ



-   ოხ



-  აააა, მივხვდი, შენ მგონი ის ნიკა მოგეწონა



-  აამ, ნუ არა... კიარადა..



-  კიარადა... კი დააბოლოვა ელენემ



-  ხო მოკლედ უპასუხა ანიმ



-  ახლა ალბათ მის ესემესს ან ზარს ელოდები



- დაახლოებით, ოჰ რას ვმორცხვობ კაცო... ძალიან მომეწონა
და ცუდად ვარ, ერთი სული მაქვს როდის შემეხმიანება


მადლობთ რომ კითხულობთ, წინ უფრო და უფრო საინტერესო თავები გელით :*


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 750 | დაამატა: nonka11 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-11-28 Spam
Momewona ♥