მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 21 » Oh, I Found You
7:54 PM
Oh, I Found You

- არა, ნუთუ ეს სიმართლეა?!

-  დიახ

- კი მაგრამ, თქვენ ხომ არ იცით იმ მანქანაში მყოფი ადამიანი, ის იყო თუ არა?!

-  - თქვენ თვითონ თქვით რომ, დილით იმ მანქანით გავიდა სახლიდან და არავისთან შეხვედრას არ აპირებდა, გუდვილის ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებულ კადრში ,ჩანს რომ მანქანაში მარტო ზის, ავარია კი , ამ კადრების დაფიქსირებიდან დაახლოებით 15 წუთში მოხდა

-   არა, არ მჯერა.. თქვა აცრემლიანებულმა ანიმ

-   სამწუხაროა მაგრამ რეალობაა...

-  ხომ შეიძლება რომ ვნახო გვამი.. იქნებ ის არ არის...

-  გვამი იმდენადაა, აფეთქების გამო დამწვარი რომ, მისი გარჩევა შეუძლებელია

-  არა, არა არ შეიძლება.... ეს შეუძლებელია.. არა... არააა .... პოლიციის განყოფილებაში მყოფ ანის ისტერიკული ტირილი აუვარდა და კედელთან ჩაიკეცა.  ბატონი ზვიადი და ვაჟა სასწრაფოდ წამოდგენ და ანის წამოდგომაში დაეხმარნენ, თუმცა ვერ დაამშვიდეს, რის გამოც ექიმის გამოზახება გახდა საჭირო.

გასაკვირი არც იყო მისი ასეთი მდგომარეობა.. ანიმ საყვარელი ადამიანი დაკარგა, და თან როდის?- ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ.

4 წლით ადრე

ყველაფერი ამ დღიდან დაიწყო

-  ანიიიი -პატარა თეკლა შევარდა მის ოთახში და ლოგინზე ახტა

- გაიღვიიძე

-   თეკლა, რა გინდა-ძილმორეულმა ჰკითხა პატარა დას

-  დღეს შენი დაბადების დღეა

-  აჰჰ, და რა საჭირო იყო ასე ადრე გაღვიძება?

-  მინდოდა პირველს მომელოცა-მოიღუშა თეკლა

ანი წამოდგა და დას მაგრად ჩაეხუტა

-  მადლობ პატარავ

თეკლა ლოგინიდან ჩახტა და გაიქცა.. ანი წამოდგა, სარკეში ჩაიხედა

-          ღმერთო ჩემო, რა მალე გავიდა დრო... უკვე 20 წლის ვარ, არადა თითქოს, გუშინ ვიყავი თეკლას ხელა.

მალევე ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა

- ანი, გილოცავ ჩემო ლამაზო, ბედნიერებას და სიხარულს გისურვებ. ეს კი ჩემგან

-  დედააა...

-  გახსენი :*

 პატარა კოლოფში ერთი ძალიან ბრალიანი ნივთი იდო-„გასაღები"

- დეეედაააა, აღფრთოვანებულმა წამოიყვირა

ანი დედას მაგრად ჩაეხუტა

-  მადლობ, ვაიმე, რა მაგარია

-  გადაიხედე აივნიდან

 ანი აივანზე გაიქცა და ქვემოთ თეთრი Range Rover Sport-ი დაინახა

-  ყველაზე მაგარი დედა ხარ მთელს მსოფლიოში

ლანას გაეღიმა და შვილებს მოეხვია

ანიმ არაფერი შეჭამა, ისე გავიდა სახლიდან. დაქალებს დაურეკა, ყველას მე გამოგივლით, გამზადებულები დამხვდითო, მანქანა დაქოქა და გზას გაუდგა

1 საათში ოთხივე: თვითონ, ნინჩო, ელენე და ნია რესტორანში ისხდნენ და წვენს წრუპავდნენ

-   ჩვენი გოგო გაიზარდა , თქვა ნინჩომ

-  ხო, და თან როგორ. უპასუხა ელენემ

- გაიზარდა მაგრამ, მარტოა. დაამატა ნიამ

-  ოჰ, ნია... შენებურები

- რა იყო ანუს, არ ვარ მართალი? 20 წელი შეგისრულდა და შეყვარებული ერთხელაც არ გყოლია

-  ყველა შენნაირი მოთხოვნადი არ არის

- ნურასუკაცრავად, ზუსტადაც რომ ხარ მოთხოვნადი, მაგრამ ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერავინ გეკარება

-  რას გულისხმობ?

-  სწერვულად უყურებ ყველას, ვინც გიღიმის

- კაი, რა. გაიცინა ანიმ

სასიამოვნოდ მუსაიფობდნენ როდესაც ოფიციანტი მოვიდა და ბოთლით, საუკეთესო ფრანგული ღვინო მიუტანა

-  ჩვენ არ შეგვიკვეთავს, გაკვირვებით თქვა ნინჩომ

-  ვიცი, აი იმ მაგიდიდან გამოგიგზავნეს

გოგონებმა მითითებული მაგიდისკენ გაიხედეს, იქ ორნი იჯდნენ, ორი ბიჭი,

- მადლობ პირის მოზრაობით ანიშნა ანიმ

-  ვაუ, რა ბიჭები არიან

-  ნია... ხამი ხარ

-  თან აი ის, ქერა ანის თვალს არ აშორებს

-  გეყოფა

- და არც ანია მგონი გულგრილი

ანი არ შეწინააღმდეგებია. ანდა რატომ უნდა ეარყო რომ, მართლა მოიხიბლა?!

ათი წუთის შემდეგ ის ორი ბიჭი მათ მაგიდასთან მივიდა

-  შეძლება შემოგვიერთდეთ?

- ამ, უკვე წასვ.. სიტყვის დამთავრება არ დააცადა ანის ნიამ

-  რათქმაუნდა


როგორი გამომივიდა არ ვიცი, მაგრამ მთელი გული ჩავდე... იმედია მოგეწონათ



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 741 | დაამატა: nonka11 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-11-25 Spam
kargia gaagrdzele :))