თბილისის შუშის კონსტრუქციის საფეხმავლო ”მშვიდობის ხიდი” მსოფლიოს საოცარ ხიდებს შორის მოხვდა. ინტერნეტ-პორტალმა ”ტექნო-ბიგმირმა” მსოფლიოს 13 ყველაზე უჩვეულო ხიდი დაასახელა.
პორტალის ექსპერტების შეფასებით, თბილისური შუშის ხიდი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ძველი თბილისის ხედების შერწყმის მცდელობაა. საიტი ”მშვიდობის ხიდს” ეიფელის კოშკს ადარებს, რომელმაც თავის დროზე პარიზის არქიტექტურული იერსახე მთლიანად შეცვალა.
”მშვიდობის ხიდის” შესახებ მოყვანილ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონსტრუქციაში ილუმინაციის ორიგინალური სისტემაა ჩამონტაჟებული, რომელიც ღამით 30 000 ნათურის საშუალებით მორზეს ანბანის პრინციპით გარკვეულ შეტყობინებას აკეთებს. ”ეს შეტყობინება სიცოცხლისა და მშვიდობის ჰიმნია”, - აცხადებს კონსტრუქციის არქიტექტორი ფილიპ მარტინო.
საუკეთესო 13 ხიდს შორის მოხვდა ნორვეგიაში, აკერსხუსში მდებარე ლეონარდო და ვინჩის სახელობის ხიდი, რომელიც თავის დროზე დიდმა მხატვარმა დააპროექტა. ასევე აშშ-ში, მდინარე არკანზასზე აშენებული ხიდი. ჰოლანდიაში, მდინარე ჰარლინგერზე დამონტაჟებული ასაწევი ხიდი, ბრიტანეთის თაღისებური ხიდი და ლონდონში მდებარე ხიდი ”ტრანსფორმერი”. ასევე გერმანიაში, მდინარე ელბაზე გადებული გემებისთვის განკუთვნილი ხიდი, მალაიზიის დაკიდებული ხიდი. საუკეთესოთა შორისაა ასევე სინგაპურში, საფრანგეთსა და ისრაელში აგებული ხიდები
დაამოწმა:-Marriamo<3))
|