მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 24 » ნუთუ ასე ძნელია ეს მარტოობა?! ♥
2:13 PM
ნუთუ ასე ძნელია ეს მარტოობა?! ♥


ნუთუ ასე ძნელია ეს მარტოობა?!

გულში ისევ გაზაფხული შემოიჭრა, ისევ აყვავილდა სულში იასამანი. ჩიტევი მოფრინდნენ, მის გამხმარ ხელებს მაცოცხლებელი ნიავის სიგრილე უსახსოვრეს, მოუჟღურტულეს და ისევ დატოვეს მარტო. მოხუცმა თავი ხელებში ჩარგო. "-ნუთუ შეიძლება ამხელა იარა მოვიშუშოო?!"- ბრაზმორეულმა ჰკითხა საკუთარ თავს, აცრემლებულმა მიმოიხედა ირგვლივ, პასუხი რომ ვერავისგან მიიღო თვალები დხახუჭა და ცრემლე ბიძგი მისცა მის ნაოჭებში გზა გაეკვალა... მზის სხივებმა მის ფიცრულშიც შემოაღწიეს, ძველ რაინდს სალამი უძღვნეს და ისინიც დამნაშავესავით მიეფარნენ თვალს. მოხუცმა მისი ერთგული მეგობარიც რამდენიმე დღის წინ მიაბარა მიწას და ახლა აღარაფერი ებადა გარდა იმ სამფეხასა, რაც იატაკისგან მიჯნავდა მის უსიცოცხლო სხეულს. "-კიდევ ცოტაც და მეც დავისვენებ"- თავს იიმედებდა ბერიკაცი და ისევ ჰორიზონტს გასცქეროდა მანამ, სანამ მასზე ორი დიდი შავი ლაქა არ ამოიზარდა, ბოლოს კი ერთი პატარა წერტილი, რომლებიც თანდათან იზრდებოდნენ და უახლოვდებოდნენ. მოხუცმა თვალები მოიფშვნიტა, უკვე აღარც კი ახამხამებდა ისე უმზერდა ბილიკზე მომავალ ადამიანებს. იმედი მიეცა, იმ წამს მასზე ბედნიერი არავინ იყო... სიცოცხლის ბოლოს უკანასკნელად გაიღიმა და სული ჩიტებს გაატანა ზეცაში. ჰორიზონტზე მომავალმა ოჯახმა კი გეზი იცვალა და მოპირდაპირე ჩიხში შეუხვია...
ის ისევ მარტო დარჩა... მარტო, თავის ფიქრებთან და ოცნებებთან, რომლებსაც ახდენა არ ეწერათ...





იმედია წაკითხვის დროს რამე მაინც იგრძენით, ძალიან მინდოდა ბინმესთვის ეს ესმოცია გამეზიარებინა, თქვენ კი ამის საშუალებას მაძლევთ smile რის გამოც უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ თავს smile კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის, ვისაც ჩემი უფრო ახლოდან გაცნობა გსურთ, პირადში მომწერეთ და ჩემს სკაიპს მოგცემთ smile იმედია დავმეგობრდებით :).




დაამოწმა: Marriieee
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 730 | დაამატა: -Anna♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-11-20 Spam
ara kargi ikooo,,ubralod cotaaaa ,,ragac'' damaklda