მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » Regresa A Mi (1)
5:13 PM
Regresa A Mi (1)
ქუჩიდან წყნარი  შხაპუნი ისმოდა, თითქოს ოთახში შემოჭრას ცდილობდა რაღაც უხეში, უნუგეშო, უფორმო, რაღაც უფრო ნაღვლიანი ვიდრე ნაღველი...თუმცა იმაზე უხეში და ნაღვლიანი ალბათ ვერ იქნებოდა ის "რაღაც" ვიდრე კრემისფერ ოთახში "ჩაკეტილი" ახალგაზრდა გოგონა. საკმაოდ დიდი ოთახი, ოთახის ცენტრში დიდი ხის მაგიდა, მაგიდის მოპირდაპირე კედელს ელენე ახვლედიანის სურათი ამშვენებდა, მეორე მხარეს კი თაროთი გაწყობილ კედელს შეეჩეხებით, რომელიც პატრონს უამრავი წიგნით და საბუთების დასტით გაუვსია...თუმცა ყველა შეამჩნევს ერთ გამორჩეულ წიგნს, რომელიც თითქოს მედიდურად გადმოხედავს ყველა დანარჩენს, ეს ამ კაბინეტის მფლობელის საყვარელი წიგნი "ტრიუმფალური თაღია", ამ მოკლე ახწერით ალბათ ყველა მიხვდება რომ პატრონი უზოომოდაა შეყვარებული ხელოვნებაზე და კაბინეტში სიმყუდროვეს ინარჩუნებს. ოთახის ცენტრში, მაგიდასთან ახლოს თქვენ თვალს მოკრავთ ახალგაზრდა 25 წლის ქალს, რომელიც სულგანაბული უსმენს წვიმის წვეთების ხმას და თან საბუთებში თავჩარგული თითქოს ნახაზებთან და ციფრებთან ერთად შორეულ მოგზაურობაშია წასული. წარმატებული ქალი, პროფესიული წინსვლა და ცხოვრებისეული კრახი. თუმცა მისთვის, ახლა ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი მამის დანატოვარი ბიზნესია და არა პირადი ცხოვრება, მემკვიდრეობას მან უფრო მეტი შესძინა, ვიდრე დააკლო. პირადი ცხოვრება ან უფრო სწორი იქნებოდა ცხოვრებისეული ტრავმა სხეულის ბნელ ნაწილში ჩაკლა, უფრო სწორედ შეეცადა ჩაეკლა და სრულიად საქმეში გადაეშვა. 25 წლის ახალგაზრდა ქალი, თავისი ჭკუით და სილამაზით ყოველთვის ყველას ხიბლავს. გამხდარი, მაღალი, სავსე მკერდით, ყვავით შავი თმით, თეთრი კანით, მწვანე მეტყველი თვალებით, ლამაზი ნაკვთებით ხშირად იქცევდა გამვლელთა ყურადღებას ქუჩაში.
-ვინ მოქცა ჩემთან ასეთი მოქცევის უფლება? ოთახის კარი გaცეცხლებულმა ნიკა ყიფიანმა შემოანგრია
-კარებზე დაკაკუნება არ გასწავლეს
? ჩვეული სიმშვიდით უპასუხა ნენე დადიანმა ისე რომ საბუთებისთვის თვალი არ მოუშორებია. ნენე ყოველთვის განსაკუთრებული მოთმინებით და სიმშვიდით გამოირჩეოდა, საშინელება უნდა გეთქვა ან ჩაგედინა რომ მისგან ხმამაღალი სიტყვა მოგესმინა, ნიკა კი ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც მას მოთმინებას და სიმშვიდეს წამებში აკარგვინებდა. ნიკას ყოველი დანახვა, მასთან სიახლოვე მის სულიერ სიწყნარეს აფორიაქებდა, ამიტომ მისგან შორს ყოფნა ამჯობინა და უკვე ერთი წელია მისთვის ხმა არ გაუცია, თუ რამე საქმე ქონდა მდივანს აბარებდა და მისი საშვალებით ეკონტაქტებოდა. ნიკა ყიფიანი..კარგი ოჯახის შვილი და წარმატებული ადვოკატი, საკმაოდ სიმპატიური შეიძლება ითქვას, ოდნავ დაკუნთული სხეული, ხორბლისფერი კანი და ჩალისფერი თმა, შავი მეტყველი თვალები და ლამაზი ნაკვთები.
-ნენე ნუ მეთამაშები ყვირილით განაგრძო ისევ საუბარი..ნიკა ისეთი გაცეცხლებული იყო რომ საშვალება რომ მიეცათ მთელ კაბინეტს და მთლიანად ოფისს მიწასთან გაასწორებდა
-ჯერ ერთი ნუ ყვირი და მეორეც მე არანაირ თამაშს არ ვთამაშობ ნიკა, ახლა კი შეგიძლია კაბინეტი დატოვო
საბუთებში თავჩარგულმა ისევ მშვიდად უპასუხა.
ნიკას ეს სიმშვიდე უფრო აღიზიანებდა, უყურებდა საყვარელ ქალს და მისთვის ძნელი დასაჯერებელი იყო მისი ასეთი რადიკaლური ცვლიბება, თითქოს სიცოცხლე აღარ უნდოდა, მხოლოდ მოჩვენებით ცხოვრობდა და ძალიან იშვიათად თუ წავიდოდა მეგობრებთან ერთად სადმე, ნიკა თავიდან მის ასეთ ცვლილებას ბატონი გიორგის (ნენეს მამის) გარდაცვალებას აბრალებდა თუმცა მალევე ნიტასგან (ნენეს ახლო მეგობარი) შეიტყო, რომ კიდევ რაღაც მოხდა ნენეს ცხოვრებაში, რაღაც უფრო მტკივნეული ვიდრე მამის დაკარგვა იყო.

-ნენე რა გემართება ? სად გაქრა მხიარული გოგონა ? შენ 25 წლის ხარ და ისე იქცევი თითქოს 60 გადაბიჯებული იყო..! ჩაიკეტე და აღარავის უშვებ შენთან, მთელ დღეებს ამ კაბინეტში ატარებ და ჩემთანაც კი აღარ ლაპარაკობ, შენი აზრით გიორგის გაუხარდებოდა შენი ასეთ მდგომარეობაში ნახვა ? არა ...საკუთარ თავს ცოცხლად ასამარებ.
ბოლო წინადადება განსაკუთრებით ნაღვლიანად წარმოთქვა ნიკამ
ნენეს ნიკას სიტყვები ეკალივით მოხვდა გულზე, ტვინი გადაეკეტა, ვერ იტანდა როცა მასთან საუბარში ვინმე მამის ახსენებდა, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, საბუთები გადადო და ფეხზე წამოდგა. ტანზე მომდგარი შავი კაბა მის გარეგნულ სიალამაზე უფრო კარგად უსვამდა ხაზს, მაგიდას მოშორდა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ნიკას წინ გაჩერდა. ნიკას მისი სიახლოვე აგიჟებდა, ცივმა ოფლმა დაასხა, უნდოდა მოხვეოდ ეკოცნა და გაგცევის საშვალება არ მიეცა
-ყიფიანი ახლა კარგად მომისმინე (თითქოს ყინულივით ცივი წყალი შეასხეს ნიკას, როცა ნენემ ოფიციალურად მიმართა ცივი , უემოციო ხმით) დღეიდან სანამ ჩემთან შემოხვალ კარებზე დააკაკუნებ, პრეტენზია იმის შესახებ რომ მდივანის საშვალები კეტონტაქტები არ მიიღება, თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია განცხადება დაწერო და წახვიდე, თვითონაც დიდი სიამოვნებით გაგდებდი, უბრალოდ მამის უკანასკნელ თხოვნას ვასრულებ და არ გიშვებ სამსახურიდან , მაგრამ თუ შენით წახვალ უკეთესი იქნება და ბოლოს აღარ გაბედო ჩემთან გიორგის ხსენება.
ნენემ დაამთავრა თუ არა სიტყვები ზურგი აქცია და ისევ მაგიდას მიუჯდა
-შეგიძლია გახვიდე მე შენთან საუბარს მოვრჩი
ნიკა ცოტახნით გაშტერებული უყურებდა კედლის ერთ წერტილს და უფროსის სიტყვებს იაზრებდა, შემდეგ გიჯივით გამოვარდა კაბინეტიდან, რაც შეიძლებოდა ძლიერად მოაჯუხანა კაბინეტის კარი და ჰოლში გავ
რდა
-მე შენ გასწავლი ჭკუას "თავადის ასულო" ჩაილაპარაკა და მანქანა ადგილს მოწყდა

იმედი მაქვს მოგეწონათ და ისიამოვნეთ, კრიტიკას რათქმაუნდა ვიღებ..შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით, იმედი მაქვს ამ მოთხრობის გაგრძელების საშვალებას მომცემთ )))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1240 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-06-08 Spam
ძალიან მაგარია,უბრალოდ ყიფიანი კი არა ყიფიანო
საინტერესო მოთხრობაა ♡