მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 11 » Regresa A Mi (5)
2:28 PM
Regresa A Mi (5)
Crazy or not,that kind of love never dies
ნიკა კაბინეტის კარს მოშორდა, ცდილობდა აბობოქრებული გრძნობების შეჩერებას, დაწყნარებას, ღრმად ჩაისუნთქა და თითქოს ოდნავ მოეშვა, თუმცა ეს მოჩვენებითი სიმშვიდე იყო, რომელიც არც ისე დიდხასნ გასტანდა...
-თამაში იწყება-გაიფიქრა და ელენესკენ წავიდა
-ელე შენთან სათხოვარი მაქვს
-გისმენთ ბატონო ნიკა
-ელენე, ელენიკო, ელენკა, ელე, ელ
-რა გინდა ბირდაპირ მითხარი ნიკა -
სიცილი ძლივს შეიკავა მდივანმა
-გეხვეწები ნენეს მანქანის გასაღები მომეცი რა, ვიცი რომ შენ გაქვს
-გაგიჟდი ? რომ გაიგოს მომკლავს
-გთხოვ, სიკვდილ სიცოცხლის საქმეა -
ბაბნიკური მზერა მიაბყრო
-შენ რომ ადამიანს შეუჩნდები-უჯრიდან გასაღები ამოიღო-იცოდე 6 საათამდე დააბრუნე
-მადლობა-ლოყაზე აკოცა და პარკიგინსკენ გაიქცა
გარემო კარგად მოათვალიერა და როცა მარტოობა დაიგულო, ნინას მანქანას "კაპოტი" ახადა, მატორს ზეთის შნური ამოაცალა და გაღიმებული სახით ისევ დახურა "კაპოტი" და ოფისში დაბრუნდა, გასაღები ელეს დაუბრუნა თვითონ კი კაბინეტში შეიკეტა. როგორც იქნა დამღელი დღე დასასრულს უახლოვდებოდა, ნენეს ემოცირად და ფიზიკურად საკმაოდ დაღალა ამ დღემ, თუმცა შეხვედრამ სარფიანად ჩაიარა, როგორც იქნა ინვესტორები დაითანხმა ბათუბში ახალი ფილიალის გახსნაზე...კაბინეტიდან ნელი ნაბიჯებით გამოვიდა, თანამშრომლებს დაემშვიდობა და ფარეხისკენ წავიდა, ახლა ერთი სული ქონდა როდის გაიხდიდა ქუსლიანებს და კაბას, ერთი სული ქონდა როდის მიირებდა ცხელ აბაზანას, დააგემოვნებდა ნანას (დედამისი) გაკეთებულ გემრიელ კერძს....რამონიმეჯერ სცადა მანქანის დაქოქვა, თუმცა უშედეგოდ
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა-საჭეს მიარტყა ხელი
მანაქის საზუგეს მიეყრდნო და დაღლილი თვალები მილულა, რამოდენიმე წამში წვიმის წვეთების ხმამ გამოაღვიძა, წვიმის პატარა ჯარისკაცები ხმაურიანად ეცემოდნენ გარემოს და გამეფებულ სიჩუმეს ახმაურებდნენ...ნენეს ღიმილმა გადაურბინა სახეზე, უყვარდა წვიმა განსაკუთრებით შემოდგომის წვიმა...უყვარდა ჰაერში დატრიალებული წვიმის სუნი, ნესტის და გაწმენდილი ჰაერის არეული სუნი, მანქანიდან გადმოვიდა და მთელი სხეული შეუშვირა წვიმას, თითქოს იმ ტკივილის ჩამორეცხვას ცდილობდა, რომელიც უკვე ორი წელის გულს უღრღნის, იმდენად იდეალისტია რომ საკუთარ თავში ხინჯს ვერ ეგუება, სწორედ ამ ხინჯის მოშორებას ცდილობდა ახლა ამ თავსხმა წვიმაში დგომთ, თუმცა გამეხებული სინდის მაინც არაფერი შველოდა...
-ნენე გაგიჟდი ? - მის წინ შავი მარკის BMW გაჩერდა
-არა ნიკა სრულ ჭკუაზე ვარ-ღიმილით უპასუხა ნენემ
-გაცივდები, დაჯექი წაგიყვან
-არ მინდა ჩემი მანქანაც დადის
-არც იოცნებო რომ შენი ჯიპი აამოძრაო -
სიცილით უთხრა ყიფიანმა
-უნდა მიმვხდარიყავი რომ შენი ნახელავია-გაბრაზებული სახით შეხედა
-ჩვენ ხომ ვთამაშობთ დაგავიწყდა ? ახლა კი ჩაჯექი მანქანაში თორემ 1:0 იქნება.
ნენემ მანქანას კრუგი დაარტყა და მეორე მხრიდან ჩაჯდა, ღვედი გადაიჭირა და მანქანაც დაიძრა, მემგონი ნიკა ცხოვრებაში პირველად ატარებდა ასე ნელა მანქანას...ჩუმად გაპარებული მზერა და აწითლებული ლოყები, თითქოს ორი წლის ბავშვები იყვნენ.
-ნიკა სად მივდივართ ? -გაოცებულმა კითხა ნენემ, როცა თბილისის პეკინის გზიდან ბაგებისკენ გადაუხვიეს
- ჩემთან წყნეთში- ისე უპასუხა არც კი შეუხედავს
-ეს გატაცებაა
-ჩვენ ვთამაშობთ დაგავიწყდა ნენე ? - მომგებიანი სახით გახედა
ნენემ აღარაფერი უპასუხა, ფანჯარას მიადო თავი და მინაზე ჩამოცურებულ წვეთებს დაუწყო ყურება, 20 წთში უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ...სახლი ხეებში იყო ჩაფლული, პირველი სართული სულ ხისგან იყო გაკეთებული, მეორე სართულის წინა მხარე კი მინაში, სადანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა, შემოსასვლელის მაცხნივ აუზი, პირველი სართული ძველ სტილში იყო მოწყობილი, ბუხარი, ხის პატარა მაგიდა დივანი და ორი სავარძელი გვერდით, ნამდვილად მყუდრო სანახაობას ქმნიდა...ორივეს გაუჭირდა ამ სახლში შესვლა, ყველა მოგონება, ყოველი ერთად გატარებული დღე, ღიმილიანი სახეები, სიცოცხლის სიხარული, სიყვარულით გაჟღენთილი გარემო ამ სახლს უკავშირდებოდა და ორ წლიანი პაუზის შემდეგ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გრძნობა ორივეს გულს ცუნამივით დაატყდა თავს, იმდენად ძლიერი იყო ეს დარტყმა, რომ ნენემ ძლის შეიკავა ისედაც დაღლილი სხეულის ძლივს შეკავება...ნიკამ მეორე სართულზე აირბინა, სპორტული შარვალი და თეთრი მაისური ჩამოუტანა ნენეს
-შენ ადი მაღლა გამოიცვალე და მოწესრიგდი, ამასობაში ბუხარს ავანთებ მე
ნენე უხმოდ აუყვა კიბეებს, წყალი გადაივლო და ნიკას მოცემული ტანსაცმელი ჩაიცვა, ოტახიდან გასვლამდე ღრმად ჩაისუნთქა, საკუთარ თავს "გამძლეობა" უსურვა და პირველ სართულზე ჩაირბინა, ნიკას ბუხარი უკვე აენთო და ახლა სამზარეულოში საჭმლის გაკეთებას ცდილობდა
-გადი მე გავაკეთებ
ნიკა აპით ხელში მოტრიალდა და რამის ხელიდან გაუვარდა "ნაცოდვილარი" ორი ზომით დიდ ტანსაცმელსშიც ულამაზესი იყო ნენე, მის ბავშურ იერს უფრო ხაზს უსვამდა დიდი მაისური და შარვალი, შავი თმა კი წელზე დასთამაშებდა...ნიკამ უხმოდ დადო ტაფა გაზქურაზე და ახლა თვითონ გადაინაცვლა შემოსასვლელში, ნენემ კი საჭმლის კეთება განაგრძო...გრძნობდა ზურგს როგორ უწვავდა ნიკას მზერა რომელიც სიყვარულით და ბრაზით იყო სავსე
-ნენე ისე 1:0 ია- სიჩუმე დაარღვია
-რატომ ვითომ ? -გაკვირვებული ხმით კითხა, მაგრამ მისკენ არ შებრუნებულა
-იმიტომ რომ შენ ჩემს სახლში ხარ შენივე სურვილით და სამზარულოში ტრიალებ-ნენესკენ წამოვიდა
-ეს ჩემი სურვილით არ არის- გარკვევით გაიგო ნაბიჯების ხმა, ახლა უკვე გრძნობდა ნიკას ცხელ და გახშირებულ სუნთქვას, ახლა ზუსტად იცოდა რომ ნიკა გაღიმებული სახით იდგა მის ზურგს უკან, იმ ღიმილით რომელიც ნენეს ყოველთვის აგიჟებდა, გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს დაემსგავსა, ერთ წამში დაპატარავდა, თითქოს კუთხეში მიიმწყვდიეს და ახლა განაჩენის გამოტანას ელოდა...ნიკა უფრო ახლოს მიიწია და ხელები ნაზად შეეხო ნენეს წვრილ წელს.

ორივეს უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა, ნიკამ თავისკენ მიიზიდა და შემოატრიალა, თუმცა ნენემ თავი გაინთავისუფლა და შეძლებისდაგვარად უკან დაიხია
-ნენე როდის იღებს ადამიანი სწორ გადაწყვეტილებას ?
-როცა ეს გადაწყვეტილება გულიდან მოდის, წრფელია და შეცდომების დაშვების არ ეშინია
-მაშინ მე არ მეშინია შეცდომების

თავისკენ მიიზიდა და მთელი გრძნობით დაეწაფა მონატრებულ ბაგეებს....აკოცა და აქ მოკვდა დრო, თითქოს სამყაროც გაჩუმდა, ყველა გრძნობა ერთად იფეთქა, თითქოს მათში ისევ გაიღვიძა ადამიანმა, ეს აღარ იყო არსებობა ეს უკვე სიცოცხლე გახდა, ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური გაცოცხლება ეს იყო სულიერიც, სულის ზეიმი...!!! მხოლოდ მაშინ მოშორდა ნენეს ბაგეებს, როცა სუნთქვა არც ერთ აღარ ყოფნიდა, ორივე დაბნეული უყურებდა ერთმანეთს, როგორ უნდოდა ახლა ნიკას ნენესთვის ხელახლა აეხსნა ის უცნაური გრზნობა რომელიც მის გულს ხელახლა ორმაგად უტევდა, თუმცა ნენემ დაასწრო საუბრის წამოწყება
-ოჰო ფორმას არ ვკარგავტ ყიფიანი ? -ცივი ხმის მორგებას შეეცადა
-ირონია, შენი განუყრელი მეგობარი- არ ჩამორჩა
-ცინიკოსობა, შენი განუყრელი მეგობარი-გაუღიმა და სამზარეულოს გასასვლელისკენ წავიდა
-ნენე აღიარე რომ ისევ გიყვარვარ, რატომ ტანჯან შენ თავს ან მე ? ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ, ხომ იცი რომ მე შენს გამო სამყარო მინდა
-წარსულში შეიძლება, თუმცა არც ახლა და არც ახლო მომავალში არ მეყვარები -
შეეცადა ცივი, უემოციო ხმით იმ ტკივილის დაფარვას, რომელსაც ეს სიტყვები იწვევდა მასში
-შეუძლებელია გყვარებოდა და ახლა აღარაფერს გრძნობდე, ან მაშინ ტყუოდი ნენე ან ახლა იტყუები
-მაცინებ ნიკა, ისე 1:1 ია-
გაუღიმა და სამზარეულო დატოვა
თეთრად გატარებული ღამე, ცრემლიანი თვალები, კიდევ ერთხელ ნაწილებად დაკუწმაწებული გული , რომელსაც ჯალათად ტკივილი ადგა თავზე, ამხედრებული სინდისი და ისევ და ისევ ჯალათად მდგომი მეხსიერების მუდმივობა....

რა გამოვიდა არ ვიცი, ეს თავი რაღაც თავისით შემომეწერა, აზრი აზრს მოსდევდა, არც გადამიკითხია და შეცდომებისთვის ბოდიში....ველოდები თქვესნ შეფასებას, კომენტარებს და კრიტიკას...!!!
Coments SweetHearts ♥

P.S პირობა ისევ ძალაშია, მე დავდე ახლა შენი ჯერია...♥)))
სექტემბერში დაგიბრუნდებით ახალი თავით და ახალი შემართებით ♥

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 925 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-09-11 Spam
rato ar mitxari tu dadeee.
ra kargi iyo <3 vgijdebi am motxrobaze :*
dzalian kargi ikooo