მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 13 » Regresa A Mi (3)
0:05 AM
Regresa A Mi (3)
 

ახალი დღე, ახალი იმედი, მადლობა უფლისადმი, კიდევ ერთი დღე და შანსი შეცდომების გამოსასწორებლად. თბილისში შემოდგომა გამეფებულიყო და ყველაფერი ყვითელ ფერებში მოერთო, თუმცა სექტემბრის თბილი მზე პოზიციებს არ ტოვებდა და უკანასკნელ ზალებს იკრებდა ქალაქის გასათბობად, მზის სხივებმა ნენეს ოთახმდეც მიაღწიეს, სხივებს მაღვიძარაც შეუერთდა და ნახევრად-გამოფხიზლებული ნენე მალე თვალებს იფშვნეტდა. მისთვის კიდევ ერთი ტკივილიანი დღე გათენდა, მამის სიკვდილი მისთვის ძნელი გადასატანი აღმოჩნდა, მაგრამ მან მამის სიკვდილის დღეს არა მხოლოდ მამა არამედ...ნენემ წარსულის ფიქრები მოიშორა, ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა და აბაზანას მიაშურა, ცხელი წყალი ყოველთვის შველოდა მის გონებას, თითქოს "ფილტრავდა", მაგრამ ამჯერად არც ცხელმა წყალმა უშველა და წარსულზე ფიქრები მოეძალა...ეს გასაკვირი არცაა წარსული ჩვენი აჩრდილია, რომელიც მუდამ თან გვსდევს და რაღაც მომენტში აუცილებლად გვახსენებს თავს..წარსული რომელიც სავსეა შეცდომებით, ტკივილით და ბედნიერებით...ამჯერად ნენეს თავში ნიკასადმი ნათქვამი სიტყვები ამოუტივტივდა და მიხვდა რომ ისედაც დამძიმებული სული უარესად დაამძიმდა. გრძნობდა რამხელა ტკივილს აყენებდა საყვარელ ადამიანს, დიახ საყვარელ ადამიანს, მას ისევ ისე უყვარდა ფიცხი და მექალთანე ყიფიანი, როგორც ერთი წლის წინ. ძნელია იმ წმინდა და მთის ანკარა წყაროსავით სუფთა გრძნობის დავიწყება, რომელიც ამ ორ უბრალო ადამიანს აერთიანებდა. თუმცა ტკივილმა, რომელმაც ნენეს სხეული, სული, გული-გონება მოიცვა აიძულა ნიკასთან დაშორება, მას იმდენად უყვარდა ნიკა რომ მის ტანჯვას დაშორება არჩია, იმ იმედით რომ ნიკა მასზე უკეთეს შეხვდებოდა, თუმცა ნენემ არ იცოდა რას გრძნობდა ყიფიანი და რას უმზადებდა ბედი მათ მომავალში. ნენე აბაზანიდან გამოვიდა, კარადის კარი გამოაღო და დაკიდებული კაბების თვალიერება დაიწყო...მუხლებამდე სადა კრემისფერი კაბა გამოიღო რომელიც მკერდს ქვემთ ოდნავ გაშვებული იყო, ასევე კრემისფერი მაღლები ჩაიცვა, თმა აიწია, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და კმაყოფილების გრძნობით დატოვა სახლი...თვის ბოლო იყო და დღეს მძიმე დღე ელოდა, ჯერ თვის შეჯამება უნდა გადაემოწმებინა შემდეგ კი თათბირი ჩაეტარებინა და აქციონერებისთვის კომპანიის ვითარება გაეცნო, ღრმად ამოისუნთქა და მანქანა ჭავჭავაძის ქუჩისკენ დაძრა.
-ნიკა ძმა ადექი, თორემ გამოგაგდებენ სამსახურიდან (თავზე კოსტა წამოდგა)
-კოსტალა დამანებე თავი (უხეშად უპასუხა ნიკა)
-შეჩემა ადექი 9 ის ნახევა (თავში წამოარტყა კოსტამ)
ნიკა ზანტად წამოდგა, კოსტას შეუბღვირა და აბაზანაში შევიდა, ცივი წყალი სამჯერ შეისხა სახეზე და ცოტა გამოფხიზლდა, კარადის კარი გამოაღო და საროჩკა ხელის ერთიი მოძრაობით საწოლზე ისროლა...როგორ ვერ იტანდა სამუშაოს დღეს, ყველაფერს დათმობდა ოღონდა ჰალსტუხი არ გაეკეთებინა და საროჩკა არ ჩაეცვა..სპორტული მაიკები "მომგებიანად უცქერდნენ" კარადიდან, თუმცა სამსახური სამსახური იყო და 10 წთში შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი ყიფიანი სამსახურისკენ წავიდა
-ელენე თვის შეჯამება და ყავა 10 წთში ჩემს მაგიდაზე გაჩნდენ
(მკაცრი ხმი უთხრა მდივანს ნინამ და კაბინეტის კარი შეაღო)
ჩანთა მოიხსნა, სკამზე მოკალათდა და ყიდვა-გაყიდვის ბალანსის თვალიერება დაიწყო..წამში სასიამოვნო ღიმილმა მოიცვა ნენეს სახე, ყველაფერი კარგად მიდიოდა და კომპანიის შემოსავლის ბალანსი უფრო და უფრო იზრდებოდა...კარებზე კაკუნის ხმა გაისმა და ოტახში გამხდარი, მაღალი , ქერა მდივანი შემოვიდა, რომელსაც ხელში ყავა ეჭირა
-ელენე საბუთები
(გაკვირვებულმა შეხედა ნენემ)
-ქალბატონო ნენე, იცით თვის შეჯამება არ მაქვს (აკანკალებული ხმით უთხრა ელენემ)
-რატომ ? (გაბრაზება გაისმა ნენეს ხმაში)
-ბატონ ნიკას არ გადმოუცია ჯერ ჩემთვის (ელენე)
-ყიფიანი მე შენ გასწავლი ჭკუას (ფეხზე წამოდგა) სადაა ბატონი ყიფიანი(ირონიულად იკითხა ნენემ)
-ჯერ არ მოსულა (ელენე)
-მოვა თუ არა მაშინვე ჩემთან შემოვიდე , ახლა კი გადი
ელენემ სწრაფად დატოვა კაბინეტი და თავის ადგილს დაუბრუნდა...ნიკა, ნიკა არ იცვლები გაიფიქრა ნენემ და ისევ საქმეს დაუბრუნდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, რამოდენიმეჯერ წაიკითხა ერთი და იგივე წინადადება აზრი ვერ დაატანა, გონება ნიკაზე ფიქრობდა, როგორ უნდოდა მისი სამსახურიდან გაგდება, მაგრამ მამის უკანასკნელ თხოვნას ვერ ღალატობდა...
-ქალაბტონო ნენე, ბატონი ნიკა მოვიდა მაგრამ ასე თქვა თუ საქმე აქვს თვითონ მოვიდესო (კაბინეტის კარები კვლავ ელენემ შემოაღო)
ნენე გაცეხლებული წამოდგა სკამიდან, ოთახი ჩქარი ნაბიჯით დატოვა და გრძელი ჰოლი წამებში გაიარა, დაკაკუნების გარეშე გამოაღო ყიფიანის კაბინეტის კარი და მაგიდის წინ გაჩერდა
-შენ სითავხედეს საზღვარი არ აქვს (თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ნენე)
-ოჰო ეს რა პატივია თვით ნენე დადიანი მესტუმრა კაბინეტში (ირონიით გაჟღენთილი ხმით უთხრა ნიკამ)
-რა სასაცილოა ყიფიანი, თვის შეჯამება დროზე (ცივი ხმიტ განაგრძო საუბარი ნენემ)
-არ მაქვს მზად (გულუბრყვილოდ უპასუხა ნიკამ)
-შენ ჯამრთელი ხარ ? (უკვე ყვიროდა ნენე)
ნიკა ფეხზე წამოდა, ხელებით მაგიდას დაეყრდნო და უკვე გაცეცხლებულმა ძლივს შეიკავა თავი ყვირილითვე რომ არ ეპასუხა საყვარელი ქალისთვის
-ნენე ხმას დაუწიე, ხომ იცი ყვირილს არ ავიტან (ნიკა)
-ნიკა ვიცი რომ შეჯამება მზად გაქვს, უბრალოდ მომეცი და წავალ აღარ შეგაწუხებ (ხმაში სირბილე შეეტყო ნენეს)
-მხოლოდ ერთი პირობით (ნიკა)
-პირობების წამოყენების არანაირი უფლება არ გაქვს, მაგრამ ჯანდაბას გისმენ(ნენე)
-თამაშში გიწვევ დადიანი, ამ თამაშს ნებისყოფა ქვია (ნიკა)
-ვერ მივხვდი თქვენ ჭკვიანურ იდეას ყიფიანი (ნენე)
-ვითამაშოთ გრძნობებზე, ვინც პირველი გამოტყდება სიყვარულში ის წააგ
ბს მე თუ მოვიგე ცოლად გამომყვები და შენ თუ მოიგე სამსახურიდან წავალ და საერთოდ შენი ცხოვრებიდან გავქრები (ნიკა)
-თანახმა ვარ ოღონდ საბუთები მომეცი (ნენე)
ნიკამ მაგიდის უჯრა გამოაღო და საბუთები ნენეს გაუწო, მანაც კმაყოფილი სახით გამოართვა ფურლების დასტა და კარებისკენ წ
ვიდა
-ყიფიანი თამაშს წესები აქვს ? (ნენე)
-არანაირი წესები (მომგებიანად უპასუხა ნიკამ)
-გინდა ერთი რჩევა მოქცე (ირონიული ღიმილით გახედა ყიფიან) არასდროს ეთამაშო ქალს
-რატომ ? (გულუბრყვილოდ კითხა ნიკამ)
-რატომ ? (ჩაეცინა) რადგან
ქალი ყოველთვის უკეთესად ითამაშებს (კაბინეტის კარი გამოაღო და კმაყოფილი სახით გაუყვა ჰოლს)

იმედი მაქვს მოგეწონათ ეს თავი და ისიამოვნეთ მისი წაკითხვით, ველოდები კომენტარებს და კრიტიკას ♥))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1040 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-06-17 Spam
momwons dzalian <3
malee gaagdrzelee : **