ინფორმაცია კამპანიის შესახებ | ვარსკვლავები, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა ფოტოსესიებში | ოფიციალური საიტები | აქსესუარები | ვიდეოკოლაჟი |
NOH8 Campgain არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მიზანია შეუწყოს ქორწინების, გენდერულ და ადამიანურ თანასწორუფლებიანობას განათლების, ადვოკატირების, სოციალური მედიისა და ვიზუალური პროტესტის მეშვეობით.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2008 წლის 4 ნოემბერს კალიფორნიის კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილება_Proposition 8_რომელიც ითვალისწინებს ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას და ვრცელდება მხოლოდ ამ შტატის ტერიტორიაზე. საპასუხოდ არაერთი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ მიღებული კანონის გამო, მათ შორისაა NOH8-ც
NOH8 Campgain არის ფოტოგრაფიული, მდუმარე პროტესტი, რომელიც შექმნილია ცნობილი ფოტოგრაფის, ადამ ბოუსკას მიერ. იგი პარტნიორ ჯეფ პარშლისთან ერთად იღებს ადამიანებს პირზე გადაკრული საწეპავით, რაც სიმბოლურად მათი ხმის ჩავარდნას გამოხატავს Proposition 8-ის მიღების გამო. ლოყაზე კი აქვთ წარწერა_NOH8_ პროტესტის ნიშნად.
ოთხი წლის განმავლობაში NOH8 300 000 სახემდე გაიზარდა და რაოდენობა დღითი დღე იმატებს. კამპანია დაიწყო რიგითი კალიფორნიელების გადაღებით, მოგვიანებით კი მოიცვა პოლიტიკოსები, სამხედრო მოსამსახურეები, მსახიობები და მომღერლები...
ვარსკვლავები, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა ფოტოსესიებში
როგორც უკვე აღინიშნა, კამპანიაში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ძალიან ბევრი მათ შორის სელებრითია. NOH8-სთვის ფოტოები გადაიღეს ლინდსი ლოანმა, კეტ გრეჰემმა, კენდის აკოლამ, მაილი საირუსმა, დებმა კარდაშიანებმა და სხვა ვარსკვლავებმა.