მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 20 » ნიუსები♥
5:58 PM
ნიუსები♥
NewS

* ჩანინგ ტატუმი მალე მამა გახდება
*
რა საახალწლო საჩუქარი გაუკეთა Taylor Swift-მა Harry Styles-ს?! 
*
ვის ხარჯზე გამდიდრდა Madonna?!



* ჩანინგ ტატუმი მალე მამა გახდება

ვის არ უხარია ახალი წლის მოსვლა?! ვინ არ ელის რომ ახალი წელი რაღაც ახალს და განსაკუთრებულს მოიტანს?! ალბათ ასეთი არავინ არის, მაგრამ ზოგს განსაკუთრებული მიზეზი აქვს რომ 2013 მოუთმენლად დაელოდოს.

სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ცნობილი მსახიობი Channing Tatum-ი. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი და მისი მეუღლე Jenna Dewan-ი პირველ შვილს ელოდებიან.
პატარა ქვეყანას სწორედ 2013 წელს მოევლინება. შეგახსენებთ, რომ Channing Tatum-ი თავის მეუღლეს 2006 წელს შეხვდა. წყვილის ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად განვითარდა და გაცნობიდან სულ მალე ისინი დაქორწინდნენ.

ბუნებრივია, რომ შვილის გაჩენა მათი ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენ წყვილს ბედნიერებას ვუსურვებთ. ფაქტია რომ მათთვის 2013 წელი (თუ ასეთი საერთოდ დადგა Tongue out) მართლაც განსაკუთრებული იქნება.


* რა საახალწლო საჩუქარი გაუკეთა Taylor Swift-მა Harry Styles-ს?!
 
რა ჯობს ახალ წელს, მით უმეტეს თუ იცი, რომ საყვარელი ადამიანი სასურველ საჩუქარს გიმზადებს. ხომ იცით, სიყვარულმა სიძუნწე არ იცის, მაგრამ ხელგაშლილობასაც აქვს თავისი საზღვარი.

Taylor swift-ი როგრც ჩანს სწორედ იმ გოგოების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც არაფერი ენანებათ, ოღონდაც საყვარელ მამაკაცს ასიამოვნონ. მოკლედ, Taylor-მა ბევრი იფიქრა და Harry Styles-ს 80 000 დოლარიანი საჩუქარი შეურჩია საშობაოდ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ Taylor–ის მონდომებამ Harry–სას გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ Harry-მ ქერათმიან ლამაზმანს დაბადების დღეზე 900 ევროს ღირებულების საჩუქარი აჩუქა.

image

თუმცა მას შემდეგ ხომ დიდი დრო გავიდა და წყვილიც არაერთხელ დაშორდა-შერიგდა. ხოდა სავარაუდოდ, სწორედ ამ შერიგების ნიშნად გადაწყვიტა Taylor–მა საყვარელი მამაკაცი ძვირადღირებული საჩუქრით გაენებივრებინა.


* ვის ხარჯზე გამდიდრდა Madonna?!

ალბათ ბევრი ვერ შემოგვედავება თუ ვიტყვით, რომ Madonna ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო სკანდალური და ექსცენტრიული ხდება, თუმცა არც ის იქნება სწორი თუ მხოლოდ ამ თვისებებს მივაწერთ მის პოპულარობას.

სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ვარსკვლავი ყოველთვის უწყობს ფეხს თანამედროვე ტენდენციებს და შესაბამისად მისი მუსიკაც ნამდვილად არ უჩივის თანამედროვე ელემენტობის ნაკლებობასა და კრეატიულობას.
ალბათ ყოველივე ამან განაპირობა 2012 წელს მისი ტურის გრანდიოზულობა. პოპის დედოფალს ამ ტურნემ 228,406,085 დოლარი მოუტანა. მის კონცერტებზე სულ 1,635,176 ადგილი შეივსო.
Madonna საკმაოდ ბედნიერი ჩანს (ამ ციფრების შემხედვარე სხვაგვარად წარმოუდგენილიცაა). პაპარაცებმა ის თავის მეგობართან ერთად არგენტინაში, ბუენოს აირესში ერთ-ერთ რესტორანში დააფიქსირეს. წყვილს სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. პრინციპში საამისო მიზეზი ნამდვილად აქვთ.


კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 708 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5
2012-12-20 Spam
iq dasawyisshi ewera ,,rit daasachuqrao'' da shen ar gewera tu rit..... magram saintereso siaxle iyo.