* რიანა კვლავ მარტოა
Rihanna გასულ
საღამოს "The Ellen DeGeneres Show”-ს ესტუმრა. ბარბადოსელმა შემსრულებელმა
მეგა პოპულარულ შოუში პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. ყურადღების მიღმა
არ დარჩენილა არც GQ-ს ფოტოსესია და "Diamonds”-ის შემსრულებლის ახალი
ტატუ.
ფრაზა,
რომელიც რირიმ შოუს მსვლელობისას თქვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
აღმოჩნდა და პრესამაც აქტიურად აიტაცა - ”მე არავის ვხვდები”. თუმცა
საეჭვოა მომღერალი მართლაც მარტო იყოს.
აღსანიშნავია
ის ფაქტიც, რომ Rihanna-ს ბავშვების ყოლა სურს. საინტერესოა როგორ
მოახერხებს შვილის გაჩენას თუკი სამუდამოდ მარტო აპირებს ყოფნას. პრესაში
ჯერ კიდევ საუბრობენ მისი ფარული რომანების შესახებ. იმედია მომღერალი მალე
გაგვიმხელს თავისი ახალი ბოიფრენდის ვინაობას და შემდეგ უკვე ბავშვებზეც
სერიოზულად დაფიქრდება.
*Channing Tatum-ი - 2012 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი
ჟურნალმა "People”-მ 2012 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გამოვლინა. იგი არც მეტი არც ნაკლები Channing Tatum-ი გახლავთ.
შეიძლება
ითქვას, რომ წლევანდელი წელი მსახიობისთვის ყველაზე წარმატებული იყო. მისი
მონაწიელბოთ კინოეკრანებზე ოთხი ფილმი გამოვიდა, რომლებიც მთელი მსოფლიოს
მასშტაბით გახდა პოპულარული.
Tatum-ის
ყველაზე წარმატებულ როლად კი Magic Mike შეგვიძლია დავასახელოთ, რომელიც
გაქირავებაში ზაფხულში ჩაეშვა. მისმა ბოქსოფისებმა 150 მილიონ დოლარს
გადააჭარბა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე ცოტა თანხაა.
რაც
შეეხება ჟურნალ "People”-ის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ნომინაციას,
გასული წლების მანძილზე ეს წოდება Ryan Reynolds-მა და Bradley Cooper-მა
მოიპოვეს.
რაც
შეეხება თავად Channing Tatum-ს, მისი ნახვა ჟურნალებში GQ-ში და
"People”-ში შეგიძლიათ, სადაც მსახიობი ახალი ტიტულის, პირადი ცხოვრების,
კარიერისა და შესრულებული როლების შესახებ საუბრობს.
*რატომ მობეზრდათ One Direction-ის ბიჭებს თინეიჯერი გოგონები?!
როგორც ჩანს
ინგლისურ-ირლანდიური ჯგუფის One Direction-ის წევრებს მობეზრდათ თინეიჯერი
გოგონების აცრემლებული თვალების ყურება და გადაწყვიტეს მუსიკალურ ისტორიაში
შესვლა.
როგორც
აღმოჩნდა, ბენდი აპირებს გაყიდოს თავისი ალბომი ყველაზე სწრაფად, ვიდრე
ოდესმე ვინმეს გაუყიდია, მათ შორის თინეიჯერების კუმირ Justin Bieber-საც.
აღსანიშნავია,რომ
რომ ჯგფმა EMA-ზე წარმატებას მიაღწია და საუკეთესო სიახლეში ჯილდო მიიღო.
მართალია ძნელია ევროპული მუსიკის დაჯილდოებას გემოვნებიანი მუსიკის საზომი
ვუწოდოთ, მაგრამ ჯგუფისთვის რომელიც მხოლოდ 2010 წელს შეიქმნა ეს მაინც
აღსაღნიშნავი წარმატებაა.
ჯფუფს
პირველმა ალბომმა ”Up All Night” დიდი წარმატება მოუტანა. მისი გაყიდვების
რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. 8 მილიონი სინგლი, 3 მილიონი ალბომი და
1მილიონი DVD-მხოლოდ აგვისტოს თვეში გაიყიდა. სწორედ ასეთი წარმატება და
დიდი მიზნები გვაფიქრებინებს რომ ჯგუფის ამბიცია თინეიჯერი გოგონების
კერპობას სცილდება.
*ვისთვის გაშიშვლდა Rihanna?!
სექსუალური
სხეულის გარდა სურათებში თვალს მოგჭრით Rihanna-ს ტატუებიც. როგორც
აღმოჩნდა რირის არ აკმოყოფილებს მხოლოდ სხეულზე დახატული და ტატუები და
გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი გაიკეთოს. ოღონდ ამჯერად უკვე სახეზე, თუმცა
საბედნიეროდ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მუსიკოსის გადარწუმენბვა
შეძლეს.
GQ-ის
აღნიშნული ნომერი დეკემბერისთვის არის განკუთვნილი. მომღერალმა
გამოცემასთან ინტერვიუში თავის შემოქმედებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს
თავისი სიმღერები იყოს იმედის მომცემი და ამაღელვებელი, მაგრამ არა ძალიან
სენტიმენტალური. რაც შეეხება "Diamonds”, Rihanna-ს უკანასკნელ
ნამუშევარზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ საკმაოდ წარმატებული გადმოდგა,
სწორედ ისეთი როგორც შემსრულებელს სურდა.