ბ ი ო გ რ ა ფ ი ა
ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური (დ. 12 ივლისი, 1970, თბილისი, საქართველოს სსრ —
გ. 13 აპრილი, 2010, თბილისი, საქართველო), ქართველი მსახიობი და პოეტი.
1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.
მუშაობდა გრიბოედოვის თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.
2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო გარდაიცვალა
2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ
2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი
„ნიკო... აპლოდისმენტები", რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება
ლ ე ქ ს ე ბ ი
მე მიყვარს თოვა, სიცელქე ამ ცის,
მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს,
მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა,
მიმოფანტული ველებზე თეთრად.
მიყვარს ნაძვის ხე, ბუხარი - სითბო,
ის ვინც საჩუქრებს ყოველწელს ითხოვს,
ჩემს ბიჭებთან როგორ მიყვარს,
დღის და ღამის არევა.
რომც გტკიოდეს, რომც გციოდეს,
იქ თქვით ლუდის დალევა,
ჩვენ ერთად ვართ მთავარია,
მერე რა რომ ზამთარია."
თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.
ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის...
ოპტიმისტური ლექსი ♥
კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:
როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ".
იმ დღეს ისე გამოვთვერი,
რომ მოგიყვე გაგაოცებს.
მეც მას მერე ცას შევცქერი
და ვბუტბუტებ ჩემთვის ლოცვებს.
არ იწერება ლექსი უბრალოდ:
ან უფულოდ ხარ, ანდა უქალოდ.
იქნებ პირიქით, ქალუხვი სულაც...
ბანკში დროულად გიხდიან ფულსაც.
განიცდი ცოლი დაუწვა თამაზს.
იქნებ პირიქით, ოცნებობ ამას.
იქნებ გაღელვებს მეზობლის ქალი.
იქნებ გაკლია კიდური ცალი.
იქნებ სიმთვრალე დაგჩემდა ცუდი
და დილაობით არ გშველოს ლუდი.
იქნებ დასტირი მეგობრებს წასულს,
ან შენი ნახვა მეგობარს არ სურს.
ვერ ეხმარები იქნებ მათხოვარს,
არ ერიდება სხვა რომ განცხრომას.
იქნებ გინდა, რომ გასცილდე ქალაქს.
გაესაუბრო იორიკი ქალას.
იქნებ ცრემლები აღარ გერევა
და აღარავინ არ გემტერება.
იქნებ დაეძებ დაკარგულ გრძნობას.
სოციალისტურს მისტირი წყობას...
დილიდანვე ხარ უკვე დაღლილი.
იქნებ ზამთარში ცხოვრობ გაახდილი...
ირგვლივ რაც ხდება, თუ მიგაქვს გულთან,
თუ კი დაეძებ რაღაცას მუდამ...
გული რომ განცდით დაისერება,
ლექსებიც მაშინ დაიწერება.
"წავალ,წავალ მონასტერში,
ოფელიას მაგივრად...
რომ ლოთი ვარ,რომ ვარ ქეში,
უხეშად რომ არ მითხრათ...
მაგრამ,როცა დავბრუნდები,
დაუნდობელ სამხედროდ,
აქ ბოზები,აქ ქურდები,
გირჩევთ,არ დამახვედროთ..."
როცა მოუვა ღამეს,
ჩემით ვახშმობის მადა,
ვიღა დამარხავს გვამებს,
ვიღა იცინებს ანდა?
თუკი სულ ცოტა ხანში,
ლექსს გაუვიდა ვადა
რაღა მაღონებს მაშინ,
რაღა მახარებს ანდა?
რომ არ მიგინონ ჭვრეტა,
და აღარა სთქვან:სვამდა,
რით ვისირცხვილო ნეტა
რით ვიტრაბახო ანდა?
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?"
Marri-da-Gabby