ერთ-ერთ ბოლო წვეულებაზე ნიკოლ შერზინგერს ერგო პატივი, ჩაეცვა პირველად დიდი ბრიტანეთის მოდის ისტორიაში "ტვიტერ-კაბა". ნიკოლ შერზინგერი ამ საღამოზე ყველას ყურადღებას იპყრობდა და არა მარტო თავისი სილამაზით, არამედ უნიკალური კაბითაც. სპეციალური ტექნოლოგიების წყალობით, Swarovski-ს 500 კრისტალით მოოჭვილ აბრეშუმის შავ კაბაზე ირეკლებოდა მომღერლის "ტვიტერიდან" ამოღებული თაყვანისმცემლების ფრაზები. ორიგინალური სამოსი სააგენტო Cute Circuit-ის მიერ იქნა შესრულებული. სააგენტო თანამშრომლობს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან კეტი პერი და ჯგუფი U2. ნიკოლი აღფრთოვანებული იყო თავისი კაბით: "მთხოვეს, რომ დღეს, პირველად დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, მე ჩამეცვა "ტვიტერ-კაბა". ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო!"
ხშირად ჰოლივუდის ბლოკბასტერებისთვის შექმნილი ისტორიული კოსტიუმები ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს ჰგავს.
ლონდონის მუზეუმ Victoria & Albert-ის კურატორებიც ასევე თვლიან. ამიტომაც მალე გახსნიან გამოფენას, სახელწოდებით "ჰოლივუდური კოსტიუმი". დამთვალიერებელს მუზეუმში შეეძლება იხილოს ჰოლივუდის 100 საუკეთესო კოსტიუმი, რომლებიც უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში შეიქმნა.
მუზეუმში ექსპონატის სახით წარმოდგენილი იქნება ჯო რაიტის ფილმ "ანა კარენინასთვის" შეკერილი მთავარი გმირის კაბაც. მთავარი როლის შემსრულებელმა კირა ნაიტლიმ და ფილმის კოსტიუმერმა ჟაკლინ დიურანმა კაბა გამოფენის კურატორებს გადასცეს. კირა ნაიტლისა და ჟაკლინ დიურანის ფილმოგრაფია არაერთ ერთობლივ პროექტს ითვლის, მათ შორის, ფილმისთვის "გამოსყიდვა" (კირა ნაიტლი მთავარ როლში) დიურანმა "ოსკარი" დაიმსახურა.
ალბათ, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ კირას გადასაღები მოედნიდან კოსტიუმები სახლში მიაქვს. ასე მაგალითად, ფილმი "სახიფათო მეთოდის" დასრულების შემდეგ მსახიობმა საკუთარი გმირის რამდენიმე კაბა მიითვისა. ანა კარენინას ბორდოსფერი კაბაც თვალში მოუვიდა კირა ნაიტლის. თანაც იმდენად, რომ თერძის ხელოვნების ეს შედევრი საკუთარ გარდერობში ვერ დამალა და მუზეუმს გადასცა.
ახლა მას ლონდონის მუზეუმ Victoria & Albert-ის დამთვალიერებლები შეაფასებენ: კაბა მუზეუმში 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2012 წლის 27 იანვრამდე იქნება გამოფენილი.
მაღალი მოდის სამყარო აგრძელებს აბსურდამდე მისული კრეატიული იდეებით ჩვენს გაოცებას. Chanel-ის სახლის წამყვანი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის მიერ შექმნილმა ჩანთა-ჰულა-ჰუპებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მოდის ინდუსტრიაში.
ის, რომ ნივთები პოდიუმიდან იშვიათად გამოდგება ყოველდღიურობისთვის, ყველასთვის ცნობილია. ამაში უცნაური არაფერია: მათ სხვა დანიშნულება აქვთ, მაგრამ დიდმა და ძლევამოსილმა მაესტრომ, ლაგერფელდმა გადაწყვიტა, ეს იდეა აბსურდამდე მიეყვანა. შედეგად მიიღო ეპატაჟური და ნაკლებად პრაქტიკული ჩანთები Chanel-ის ახალი კოლექციიდან გაზაფხული – 2013.
ფოტოზე მოცემული ნივთი - სულაც არ არის გიმნასტის მოწყობილობა, არამედ არის ჩანთა ცნობილი ბრენდის კოლექციიდან. კარლ ლაგერფილდმა გაოცებულ ჟურნალისტებს კითხვაზე, რა დანიშნულება ექნება ამ ჩანთებს, უპასუხა: "როცა საბანაოდ და გასარუჯად მიდიხართ, თქვენ გჭირდებათ ტევადი ჩანთა პირსახოცისთვის. გარდა ამისა, ის შეგიძლიათ მოხერხებულად დადოთ ქვიშაზე, ზემოდან კი აკურატულად დაკიდოთ ტანსაცმელი". ყველაფერი გენიალური უბრალოა.
Chanel-ის ჩანთები - აღიარებული და უბერებელი კლასიკაა. მასზე ოცნებობდა და ოცნებობს მილიონობით მოდის მიმდევარი ქალი მთელ მსოფლიოში, მაგრამ გახდება თუ არა ახალი ფეტიში კლასიკური დიზაინის ჩანთა, რომელიც უზარმაზარ ჰულა-ჰუპს მოგვაგონებს, ეს ჯერ უცნობია. თუმცა მისი მინი-ვერსია ძალიან სიმპათიურად და მიმზიდველად გამოიყურება.
დაამოწმა და გაალამაზა❤:Tày
|