ჩემ ანჩოს დიდი ხანი ველოდებოდი და რადგან არ შემოდის უკვე მე თვითონ გამოვავლენ ნიუსების დედოფალს და ნიუსების პრინცესას.. გარდა ამისა ყველა მონაწილე მიიღებს ჯილდოებს და რეპუტაციებს.. News♥queen-Smiler♥megi News♥princess-Caroline პრიზები: მეგი დაწერე შენი ნომერი და ანგარიშზე ჩაგერიცხება 5 ლარი ) ასევე მიიღებ ჯილდოებს და რეპუტაციებს (ბევრს) და დაწერე შენი საყვარელი ვარსკვლავი,საჭმელი და ცხოველი და დაგიდებ სიახლეს.. ახლა კაროლინე როგორც იცით 2 ექაუნთი არის გაერთიანებული ამიტომ ორივემ დაწერეთ ნომერია და ორივეს ჩაგერიცხებათ 2-2 ლარი.. ასევე მეგისგან შედარებით მცირე რაოდენობით რეპუტაციები და ჯილდოები.. და ორივემ მოილაპარაკეთ და დაწერეთ თქვენი საყვარელი ვარსკვლავი,საჭმელი,ცხოველი :დ იმედი მაქვს პრიზები დაგაგმაყოფილებთ.. ყველას არაჩვეულებრივი თემა გქონდათ და დიდი მადლობა მონაწილეობისთვის.. არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიჭირდა ) გამარჯობა ბავშებო: სათაურიდან News♥Queen ალბათ მიხვდით რომ კონკურსი ნიუსებზე იქნებოდა.. ეს კონკურსი ალბათ ყოველ 1 თვეში ან 2 თვეში ერთხელ ჩატარდება და გამოვლინდება ნიუსების დედოფალი.. სრულიად შესაძლებელია პირველ სეზონში გამარჯვებულმა არ დათმოს თავისი პოზიცია და შეინარჩუნოს მისი სტატუსი.. კონკურსი საკმაოდ დიდი და შრომატევადია, ამიტომ თითოეულ მონაწილეს რომელიც ვერ გადავიდა ან გადავიდა შემდეგ ტურში სიმბოლურად გადაეცემა ჯილდოები და რეპუტაციები.. ახლა ბევრს აღარ ვილაქლაქებ და პირდაპირ წესებზე გადავალ :)
წესები: წესები არც ძალიან ადვილია და არც რთული..თქვენ გევალებათ ერთ სიახლეში რომელაც საკონკურსო თემა ეწოდება, მოაქციოთ ჩემს მიერ არჩეულ კატეგორიების შესაბამისი ნიუსები..ვერ გაიგეთ? :დ ეხლა უფრო დეტალებში: ალბათ ყველა დაკვივებიხართ ოდესმე მაინც აიფანის მენიუს.. იქ უამრავი კატეგორიაა და ამ ჟანრებში ჩვენ ვდებთ სიახლეებს..მე აგირჩიეთ საკმაოდ ბევრი კატეგორია და იმის შესაბამისი ნიუსები უნდა მოაქციოთ ერთ სიახლეში.. დავიწყოთ თავიდან.. 1.მოკლე აღწერა: მოკლე აღწერას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ.. თუ როგორ არის ის გაფორმებული და რა წერია საერთოდ მოკლე აღწერაში.. აუცილებლად უნდა ეწეროს კონკურსის დასახელება და იყოს უმაღლეს დონეზე გაფორმებული.. კარგი იქნება თუ თემას დაურთავთ სასიამოვნო მუსიკას და ისე დაიწყებთ თქვენი თემის წერას.. მოკლე აღწერას როცა მორჩებით უკვე იწყება სრული ტექსტი.. პირველი რასაც აკეთებთ წერთ 2.შესავალი: შესავალი როგორიც გაგეხარდებათ ისეთი უნდა იყოს.. აი როგორიც თქვენ გინდათ მაგრამ ამ შესავალით ჩემი გულიც უნდა მოიგოთ და შესავალსაც უნდა გავდეს.. :დ
წესებში ცვლილება! თქვენ შეგიძლიათ აღარ დადოთ თემა,,,თამაშები''ზე! ვფიქრობ რომ ეს კატეგორია ზედმეტია <3 )) რადგან სრული აღწერა აღემატება დაშვებულ ზომას ამიტომ თემას შეგიმოკლებთ ) ახლა უკვე გადავდივართ თემაზე.. პირველი რასაც აკეთებთ აწერთ: ვარსკვლავები\Stars ამ კატეგორიაში თქვენ უნდა დათოთ რამდენიმე ვარსკვლავის *ფოტოები,ანიმაციები,აიქონები(უკეთესია თუ ბევრი და უცნობი ან ნაკლებად ნაცნობი) * რამე სიახლე ამ ვარსკვლავებზე.. რაიმე ახალი.. + თქვენი საყვარელი ვარსკვლავზე ფაქტები.. შემდეგი კატეგორია.. Birthdays: ამ კატეგორიაში თქვენ უნდა ამოირჩიოთ რომელიმე ვარსკვლავი და დადოთ შესაბამისი ფოტოები მაგალითად რომ ეწეროს: Happy Birthday louis tomlinson ან სხვა.. ასევე კარგი იქნება ინფორმაციასაც თუ დაურთავთ სად და როდის დაიბადა.. ამის შემდეგ კი იგივეს გააკეთებთ რომელიმე აიფანლავერის მომხმარებელზე.. შემდეგი კატეგორია.. სასაცილო\საინტერესო აქ თქვენ დებთ რაიმე სასაცილო ნიუსს და შემდეგ საინტერესო..
შემდეგი კატეგორია: თამაშებიიი))-არაა საჭირო,არ დადოთ ეს თემა! აქ თქვენ დებთ თამაშის სურათებს შინაარს და გადმოსაწერ ლინკს რომელიც აიფანზე არ იდო ) და ბოლო კატეგორია: სხვა.. ამ კატეგორიაში თქვენ დებთ და წერთ რასაც გინდათ, რაც თქვენი აზრით მე მომხიბლავს და გადამაწყვეტინებს ვინ გავიყვანო შემდეგ ტურში... პ.ს ყველაზე ძალიან ამ კატეგორიას ვაქცევ ყურადღებას.. თუ დაგეხმარებათ ეს გეტყვით რომ მიყვარს one direction
ყველაფერი უნდა იყოს მაღალ დონეზე გაფორმებული მაგას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ,შემდეგ ტურში გადავა 5 მონაწილე.. ერთს ავარჩევ მე.. ერთს ჩემი ანჩო (smile:)), ერთს ჩემი ანონიმური ჟიური და ერთს თქვენ.. როდის დამთავრდება თემების შეწყვეტა გაგაგებინებთ და მეორე ტურზეც მერე გეტყვით.. თუ რამე ვერ გაიგეთ მომწერეთ და შევეცდები ამომწურავათ გიპასუხოთ.. პ.ს თუ ცოტა დადებს საკონკურსო თემას მეორე ტური აღარ იქნება და იქიდან გამოვავლენ აიფანის დედოფალს და ყველა მონაწილე ბევრ ჯილდოს მიიღებს..