NewsOn Ifun ტეილორ სვიფტი ისევ მარტოა ემი უაინჰაუზი ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა ემა უოტსონი 12 წლის ბავშვი ეგონათ კიმ კარდაშიანი და კენი ვესტი შვილის ფოტოს არ ყიდიან მაილი საირუსის ახალი პერსონალური სურათები Spring Breaers ახალი სურათი
ტეილორ სვიფტი ისევ მარტოა
ქანთრის მომღერალი ტეილორ სვიფტი და ბრიტანული ჯგუფის One Direction-ის
სოლისტი ჰარი სტაილზი დაშორდნენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily
Mail-ი წერს.
23 წლის სვიფტმა და 18 წლის სტაილზმა ურთიერთობა
ახალი წლის შემდეგ შეწყვიტეს. საახალწლო დღესასწაული წყვილმა ბრიტანეთში
ვირჯინიის კუნძულებზე გაატარა, თუმცა
ხშირად ჩხუბობდნენ.
"დაშორების გადაწყვეტილება მწვავე შელაპარაკების შემდეგ მიიღეს", - აცხადებს წყარო.
ჩხუბის შემდეგ ტეილორმა კუნძულები დათქმულზე 3 დღით ადრე დატოვა, ხოლო ჰარიმ მეგობრებთან ერთად დასვენება და გართობა განაგრძო.
ემი უაინჰაუზი ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა
ბრიტანელი მომღერალი ემი უაინჰაუზი ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით
გარდაიცვალა,- ასეთია უაინჰაუზის გარდაცვალების მიზეზების ხელმეორე
გამოძიების საბოლოო შედეგები.
გამომძიებელ კორონერ შირლი რედკლიფის
განცხადებით, რომელიც უაინჰაუსის ყოფილმა მეუღლემ დაიქირავა, მომღერლის
გარდაცვალება ჭარბმა ალკოჰოლმა გამოიწვია. გამომძიებლის თქმით, მომღერლის
სისხლში ექსპერტიზამ ალკოჰოლის სასიკვდილო რაოდენობა აღმოაჩინა.
27 წლის უაინჰაუსი 2011 წელს ჩრდილოეთ ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ემა უოტსონი 12 წლის ბავშვი ეგონათ
22 წლის ბრიტანელი მსახიობი ემა უოტსონი ნიუ-იორკის აეროპორტში ვერ იცნეს.
დაცვამ იფიქრა, რომ გოგონა არასრულწლოვანია და ჰკითხა, 12 წლის მაინც თუ
იყო. ემა დაცვის შეკითხვამ გააღიზიანა და აეროპორტში მომხდარი ინციდენტის
შესახებ გულშემატკივრებს "ტვიტერის" საშუალებით აცნობა.
გარეშე". მე ვარ
პატარა? სად არის დაცვა? მე 22 წლის ვარ. სამწუხაროა, რომ ყველას ასაკით
გაცილებით პატარა ვგონივარ", - წერს მსახიობი "ტვიტერზე".
ემა პაპარაცებს სკანდალებით არ ანებივრებს და მოკრძალებულად ცხოვრობს.
კიმ კარდაშიანი და კენი ვესტი შვილის ფოტოს არ ყიდიან
მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, რომ თითქოს კიმ კარდაშიანი და კენი ვესტი
მათი შვილის ხარჯზე მილიონების შოვნას აპირებდნენ, წყვილი ჯერ არცერთ
გამოცემას არ შეთანხმებია ბავშვის ფოტოს გაყიდვასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, კიმსა და კენის შვილის ხარჯზე გამდიდრება არ სურთ.
გავრცელებული
ხმების მიხედვით, ვარსკვლავების შეცდენა ვერც 3 მილიონიანმა შემოთავაზებამ
შეძლო. ამ თანხას რეალითი შოუს ვარსკვლავსა და რეპერს უცხოური გამოცემა
მათი შვილის ფოტოს სანაცვლოდ სთავაზობდა. გამოცემის სახელი არ ხმაურდება,
თუმცა ფაქტია, რომ შეთანხმება არ შედგა.
დასავლური პრესა ვარაუდობს, რომ ვარსკვლავი ბავშვის ფოტოს უფრო სარფიანად გაყიდვას ცდილობს.
კიმმა კარგად
იცის, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, მისი ორსულობის მიმართ ინტერესი
გაიზრდება. შესაბამისად, 3 მილიონიანი შემოთავაზება, მალე, შესაძლოა, კიდევ
გაიზარდოს.