მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » news on ifun :*
2:32 PM
news on ifun :*
News on Ifun
✩მადონას ფანს 3 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს
✩ჰარის ტატუები
✩ჯენიფერ ლოვრენცის პაპარაციული სურათები
✩ჯასტინ ბიბერი მარიხუანას მიეძალა
✩კენდის სვეინპული Victoria’s Secret-ის კატალოგის გარეკანს დაამშვენებს✩✩✩
✩კარა დელევინი წლის ტოპმოდელად დაასახელეს
✩კიმ კარდაშიანი ვიქტორია ბექჰემს ბაძავს
✩ჯეიზიმ შვილისთვის 1 მლნ დოლარად გასართობი ოთახი იქირავა

 





მადონას ფანს 3 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

მომღერალი მადონა თაყვანისმცემლების არმიას ვერსად ემალება. მათ მომღერალი მომაბეზრებელი ყურადღებით მოთმინებიდან გამოჰყავთ.

ერთ-ერთ გულშემატკივარს, ყოფილ მეხანძრეს რობერტ ლინჰარტს მადონას შეწუხებისთვის 3 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს.



ჯერ კიდევ 2010 წელს რობერტი მადონას ნიუ-იორკის აპარტამენტის წინ დააპატიმრეს. მას თან 19 სანტიმეტრიანი "ყინულის ხერხი" ჰქონდა და ვარსკვლავის სახლის წინ ტროტუარზე წარწერებს კვეთდა. მამაკაცი ვანდალიზმსა და იარაღის უკანონო შენახვაში, ასევე დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულეს.

დაკავებული 20 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა, მომღერლის თაყვანისმცემელი მოგვიანებით ისევ გამოჩნდა მის ბინასთან და მადონასთან შეხვედრას ითხოვდა.

ბოლო დაკავებისას კი რობერტს თან სასიყვარულო წერილები და პოსტერები ჰქონდა.




თაყვანისმცემელს მადონას სიყვარული ძვირად დაუჯდა - სასამართლომ მომღერლის შეშინებისა და სიმშვიდის დარღვევისთვის რობერტს 3 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.





ჰარის ტატუები









   



ჯენიფერ ლოვრენცის პაპარაციული სურათები










ჯასტინ ბიბერი მარიხუანას მიეძალა



მას შემდეგ, რაც ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ერთმანეთს დაშორდნენ, ჯასტინის კარიერა და ცხოვრება თავდაყირა დადგა. ვარსკვლავი ნარკოტიკს მიეძალა.



სელენა ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, ჯასტინი კი ყველა ღონეს ხმარობს გულის გადასაყოლებლად.



ამჯერად ახალგაზრდა ვარსკვლავის ფოტოები გამოცემა TMZ-მ გამოაქვეყნა. ფოტოზე

ჯასტინს ხელში სიგარეტი უკავია, რომელიც ძალიან ჰგავს ”შეკეთებულ” მარიხუანას.




კენდის სვეინპული Victoria’s Secret-ის კატალოგის გარეკანს დაამშვენებს


Victoria’s Secret-მა სამხრეთ აფრიკელი მოდელი კენდის სვეინპული 2013 წლის საცურაო კოსტიუმების კატალოგის Swim 2013-ის ყდას დაამშვენებს. ეს პატივი 24 წლის მოდელს ზედიზედ მესამედ ერგო.



"გარეკანზე ჩემი ფოტოს დაბეჭდვა დიდი პატივი იყო ჩემთვის. სანამ მოდელი გავხდებოდი, ყოველთვის მინდოდა კატალოგის გარეკანზე მოხვედრა,



რომელსაც თავის დროზე ჟიზელ ბუნდჰენი, ტაირა ბენკსი და სხვა ჩემი კერპი მოდელები ამშვენებდნენ. პატარა სამხრეთაფრიკელი გოგონასთვის ეს ოცნების ახდენის ტოლფასია", - განუცხადა მოდელმა გამოცემა People-ს.




კარა დელევინი წლის ტოპმოდელად დაასახელეს




კარა მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო სენსაციად ქცევა მოდისა და სილამაზის სამყაროში. ბრიტანელი კარა დელევინი 2012 წლის საუკეთესო მოდელად დაასახელა British Fashion Awards-მა.



არც არის გასაკვირი, წელს ხომ ამ გოგონას კარიერაში ნამდვილი პიკი ჰქონდა: მოდის მთავარ კვირეულებზე გამოჩნდა პოდიუმებზე, "ბარბერის" კოსმეტიკისა და ტანსაცმლის რეკლამაში გადაიღეს, მონაწილეობდა "შანელის" კრუიზულ კოლექციაში და ფილმში "ანა კარენინა", ბოლოს კი "ვიქტორიას საიდუმლოს" "ანგელოზების" რიგსაც შეუერთდა.



ბევრი მიიჩნევს, რომ კარას მთავარი ღირსება მისი გამომსახველი წარბებია, სამოდელო ბიზნესის ექსპერტები კი უფრო შორს იყურებიან და ამბობენ, რომ დელევინის წარმატების საიდუმლო ანდროგენული ტიპის მოდელების მზარდი პოპულარობაა. ამიტომაც არის, რომ 173-სანტიმეტრი სიმაღლის გოგონამ, რომელსაც სულაც არ აქვს განვითარებული ქალური ფორმები, მაინც მოახერხა წარმატების მიღწევა.



მას თავისუფლად შეუძლია, ქალური სამოსიც წარადგინოს და კაცურიც, ეს კი დღევანდელ პოდიუმზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ფოტოგრაფები კარას უნარსაც აღნიშნავენ,



რომ თავისუფლად შეუძლია გარდასახვა და შეუძლია იყოს სრულიად სხვადასხვაგვარი, თვით კარა კი ამტკიცებს, რომ არასდროს უოცნებია პოპულარობაზე და მოდელობა იმიტომ მოინდომა, რომ ეს საქმიანობა საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის

საშუალებას მისცემდა.





კიმ კარდაშიანი ვიქტორია ბექჰემს ბაძავს






ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ვიქტორია ბექჰემის კოლექციებს და ბექჰემების ოჯახთან დაახლოებასაც ცდილობს.

კიმი საყვარლისგან, მომღერალ კენი ვესტისგან პირველ შვილს ელოდება და ფეხმძიმობისთვის განკუთვნილ სამოსს ვიქტორიას რჩევით იძენს.

კიმი ვიქტორიათი აღფრთოვანებულია. ფეხმძიმე კარდაშიანს მალე მუცელი გაეზრდება და არ

სურს, ფეხმძიმობისას ელეგანტურობა დაკარგოს. გადაწყვიტა, ყველა ფოტო მოძებნოს, სადაც ბექჰემია გადაღებული და ის სამოსი შეიძინოს, რომელიც ვიქტორიას ფეხმძიმობისას ეცვა







ჯეიზიმ შვილისთვის 1 მლნ დოლარად გასართობი ოთახი იქირავა



ბიონსესა და ჯეიზის ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერი, ყველაზე განებივრებული ბავშვია. ჯეიზიმ შვილისთვის ერთი წლით სპეციალური ოთახი იქირავა, რომელიც "ბრაკლაის-ცენტრში" მდებარეობს. ჯეიზიმ ოთახში 1 მლნ დოლარი გადაიხადა.



სათამაშოებით სავსე გასართობი და მოსასვენებელი ოთახი ნიუ-იორკში, სპორტულ მოედან "ბრაკლაის-ცენტრში" მდებარეობს. ცნობილ მეუღლეებს ძალიან უყვართ აქ გამართულ კალათბურთის მატჩებზე დასწრება. ახლა კი მათ თან შვილის წაყვანაც შეეძლებათ. სანამ ჯეიზი და ბიონსე საყვარელი გუნდის თამაშით შეიქცევენ თავს, ბლუ აივი ფეშენებელურ ოთახში ძიძების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს დროს.




ოთახი არ არის განკუთვნილი მხოლოდ ბავშვებისთვის. ის ლუქს-კლასის სასტუმროს

საუკეთესო ნომერს გავს, სადაც მოზრდილებს წვეულებების გამართვაც შეუძლიათ.

"ოთახში ბევრი სარკეა. ასევე შამპანურის ბარი და ტელევიზორი. როდესაც თავად იქ არ იმყოფება, ჯეიზი ოთახს მეგობრებს უთმობს", - აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, რომ ბიონსემ გოგონა, ბლუ აივი კარტერი 2012 წლის 7 იანვარს გააჩინა. მომღერალმა კერძო კლინიკაში იმშობიარა და უსაფრთხოებისთვის მთელი სართული დაიქირავა. მშობიარობა ბიონსეს 1.3 მლნ დოლარი დაუჯდა.






კომენტარი არ დაგავწყდეთ


კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 975 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-01-08 Spam
kargi siaxlea! jastinze da selenaze ki mgoni dazustebyli arcaa,sinamdvilea tu ara...vnaxot ra iqneba , harrys ar ekadreba presi ro qondes? biggrin :D sashineli tani aq